სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღიარებაზე" ხელი წამებით მოაწერინეს" - რა გახდა მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკური განადგურების მიზეზი
"აღიარებაზე" ხელი წამებით მოაწერინეს" - რა გახდა მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკური განადგურების მიზეზი

1930 წელს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ტროც­კისტ მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძეს და­უ­პი­რის­პირ­და, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტსა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სარს, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის შეს­წავ­ლა აკ­რძალს. ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ეს აკ­რძალ­ვა მო­იხ­სნა და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მაც მცი­რე ხნით მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო. მისი "არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი" ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ი­ცა, და­იდ­გა თე­ატ­რში და გა­მო­ვი­და ფილ­მად. თუმ­ცა 1936 წელს "ქა­ლის ტვირ­თის", სოც­რე­ა­ლის­ტუ­რი რო­მა­ნის ად­რე­უ­ლი ნი­მუ­ში, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ბოლ­შე­ვიკ აქ­ტი­ვის­ტთა მწვა­ვე კრი­ტი­კას ვერ გა­ექ­ცა.

ნა­წარ­მო­ებ­ში აღ­წე­რი­ლია რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, თუმ­ცა თა­ვა­დის ქალი, რომ­ლის საყ­ვა­რე­ლი, ია­ტაკ­ქვე­შა ბოლ­შე­ვი­კი მუშა - ზუ­რა­ბი მას და­არ­წმუ­ნებს, მე­ფის ჟან­დარ­მერს გაჰ­ყვეს ცო­ლად და იგი მოკ­ლას. საბ­ჭო­თა იდე­ო­ლოგ­მა ვლა­დი­მირ ერ­მო­ლოვ­მა რო­მა­ნი დაგ­მო, მისი აზ­რით, ის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლ­შე­ვი­კებს ტე­რო­რის­ტე­ბად ასა­ხავ­და. უფრო მე­ტიც, გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა მწე­რა­ლი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე გა­აფრ­თხი­ლა მისი და­პა­ტიმ­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ და 1930 წელს გერ­მა­ნი­ა­ში გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მა­რა. საქ­მე კი­დევ უფრო გარ­თულ­და 1936 წელს - ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ღიად შე­ა­ქო ფრან­გი მწე­რა­ლი - ან­დრე ჟიდი, რომ­ლის "Retout de L"URSS" და მას­ში მოყ­ვა­ნილ ქარ­თველ მწე­რალ­თა და­ხა­სი­ა­თე­ბა, ჟიდ­სა და ჯა­ვა­ხიშ­ვილს ხალ­ხის მტრე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ანი­ჭებს.

1937 წლის 22 ივ­ლისს მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბა­ში პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა თავი მო­იკ­ლა. კავ­ში­რის სხდო­მამ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც პო­ე­ტის საქ­ცი­ე­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა პრო­ვო­კა­ცი­ად შე­რა­ცხეს. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც პო­ე­ტის გამ­ბე­და­ო­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა. ოთხ დღე­ში, 26 ივ­ლისს, კავ­ში­რის პრე­ზი­დი­უმ­მა კენ­ჭისყ­რით მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა: "მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ჯა­შუ­ში და დი­ვერ­სან­ტი, გან­დევ­ნილ იქ­ნას მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან და ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გურ­დეს". მისი მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი, მათ შო­რის ცი­ხე­ში მყოფ­ნიც, აი­ძუ­ლეს ეღი­ა­რე­ბი­ნათ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­გორც კონ­ტრ-რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ტე­რო­რის­ტი. კრი­ტი­კოს­მა გე­რონ­ტი ქი­ქო­ძემ კი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა კავ­ში­რის სხდო­მა.

მწე­რა­ლი 1937 წლის 14 აგ­ვის­ტოს და­ა­პა­ტიმ­რეს და ბე­რი­ას თან­დას­წრე­ბით, "აღი­ა­რე­ბა­ზე" წა­მე­ბის ქვეშ ხელი მო­ა­წე­რი­ნეს. სას­ჯე­ლი აღ­სას­რულ­ში მო­იყ­ვა­ნეს დახ­ვრე­ტით, იმა­ვე წლის 30 სექ­ტემ­ბერს. მწერ­ლის არ­ქი­ვი გა­ნად­გურ­და, ხოლო მის ქო­ნე­ბას კონ­ფის­კა­ცია გა­უ­კეთ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ძმაც დახ­ვრი­ტეს, მე­უღ­ლე კი გა­და­ა­სახ­ლეს.

ჯერ კი­დევ 1917 წლი­დან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­ში. იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წევ­რი და შე­დი­ო­და ამ პარ­ტი­ის მთა­ვარ კო­მი­ტეტ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის (1918-1921) ბოლ­შე­ვი­კუ­რი რუ­სე­თის მიერ ოკუ­პა­ცი­ი­სა და ფაქ­ტობ­რი­ვი ანექ­სი­ის (1921 წლის თე­ბერ­ვა­ლი-მარ­ტი) შემ­დეგ, იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის მოღ­ვა­წე: 1922-1924 წლებ­ში იგი შე­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტეტ­ში და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1924 წლის აგ­ვის­ტოს აჯან­ყე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.

მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე ცენ­ზუ­რა 1950-იანი წლე­ბის ბო­ლოს მო­იხ­სნა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის შემ­დეგ კვლავ გა­მო­ი­ცა მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი...

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

"აღიარებაზე" ხელი წამებით მოაწერინეს" - რა გახდა მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკური განადგურების მიზეზი

"აღიარებაზე" ხელი წამებით მოაწერინეს" - რა გახდა მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკური განადგურების მიზეზი

1930 წელს მიხეილ ჯავახიშვილი ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს დაუპირისპირდა, ასევე საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, რომელმაც სკოლაში ქართული ლიტერატურის კლასიკური ნამუშევრების შესწავლა აკრძალს. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი "არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს "ქალის ტვირთის", სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, რომლის საყვარელი, იატაკქვეშა ბოლშევიკი მუშა - ზურაბი მას დაარწმუნებს, მეფის ჟანდარმერს გაჰყვეს ცოლად და იგი მოკლას. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, მისი აზრით, ის რევოლუციამდელ საქართველოში ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშვილმა მწერალი გრიგოლ რობაქიძე გააფრთხილა მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს - ჯავახიშვილმა ღიად შეაქო ფრანგი მწერალი - ანდრე ჟიდი, რომლის "Retout de L"URSS" და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ კი პროტესტის ნიშნად დატოვა კავშირის სხდომა.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, "აღიარებაზე" წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით, იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, იყო საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე: 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები...

მოამზადა ლალი ფაციამ