Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განათლება აქვთ და რას საქმიანობენ ქვეყნის პირველი პირების ცოლები
რა განათლება აქვთ და რას საქმიანობენ ქვეყნის პირველი პირების ცოლები

ქარ­თვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ზოგს დიპ­ლო­მი არ აქვს, ხოლო ვი­საც აქვს, იმის მტკი­ცე­ბა უწევს, არის თუ არა ეს დიპ­ლო­მი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი. Ambebi.ge მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ცო­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბით და საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ყო­ველ­თვის თავს არი­დებს. ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­მა სკო­ლა თე­ლავ­ში და­ამ­თავ­რა. 20 წლის ასაკ­ში კი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ნუ­ნუ­კამ თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. ცხოვ­რობ­და საფ­რან­გეთ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილს ორი ვაჟი ჰყავთ და წყვი­ლი ახლა მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბა. ნუ­ნუ­კა მთელ დროს ოჯახს უთ­მობს, თუმ­ცა ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში და სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა.

ეკა ჯა­ნე­ლი­ძე

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძის ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი. მი­ნის­ტრი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პრე­სას­თან არას­დროს სა­უბ­რობს. სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ის ყო­ველ­თვის მე­უღ­ლეს­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ჩნდე­ბა. მისი მე­უღ­ლე ეკა ჯა­ნე­ლი­ძე 1983 წლის 21 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. ჰყავთ სამი შვი­ლი - თემო, მა­რი­ა­მი და მათე. ეკა ჯა­ნე­ლი­ძემ 2006 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ვერ­სი­ტე­ტი, ის პრო­ფე­სი­ით ექი­მია. ეკა ჯა­ნე­ლი­ძე წლე­ბია, კერ­ძო ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. აქვს სა­კუ­თა­რი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო და სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ის მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ და მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ამის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას ყო­ველ­თვის თავს არი­დებს.

მაკა ჩი­ჩუა

ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლედი მაკა ჩი­ჩუა პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია. სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის დროს, თით­ქმის ყვე­ლა ბიჭი მას­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. თბი­ლის­ში ის ერთ-ერთ ულა­მა­ზეს გო­გო­ნად ით­ვლე­ბო­და. მაკა ჩი­ჩუ­ამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­ზა­ჟის­ტის ხე­ლოვ­ნე­ბაც შე­ის­წავ­ლა. ეს საქ­მე მის­მა მე­გო­ბარ­მა, მაკა შა­ვერ­დაშ­ვილ­მა ას­წავ­ლა. მა­შინ მა­კას სამ­სა­ხუ­რი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და. სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა არხზე მუ­შა­ობ­და ვი­ზა­ჟის­ტად. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი სიმ­ღე­რა­ში და მსა­ხი­ო­ბო­ბა­შიც მო­სინ­ჯა. მაკა ჩი­ჩუ­ას და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვაჟი, თემო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ებ­ში არის ჩარ­თუ­ლი და მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ხში­რად ახა­რებს.

თიკა თი­ნი­კაშ­ვი­ლი

თბი­ლი­სის მე­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას მე­უღ­ლე, თიკა თი­ნი­კაშ­ვი­ლი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ გა­ურ­ბის. თიკა თი­ნი­კაშ­ვილ­მა და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს. თი­კას თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, და­ვით ნარ­მა­ნია მისი ლექ­ტო­რი იყო. მათ შო­რის 8 წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა. თიკა ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ წყვილს მე­სა­მე შვი­ლი, ელე­ნე შე­ე­ძი­ნა. თიკა თი­ნი­კაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლურ კამ­პა­ნი­ებ­ში.

თამ­თა ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლი

დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, სო­ზარ სუ­ბა­რის მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტი­კით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. სო­ზარ სუ­ბარს სწო­რედ პრო­ფე­სი­ამ და­ა­კავ­ში­რა. მი­ნისტრს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე პირ­ვე­ლი­ვე დღეს მო­ე­წო­ნა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ო­ჯახ­დნენ კი­დეც. თამ­თას და სო­ზარს შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა, თამ­თა მე­უღ­ლე­ზე 18 წლით პა­ტა­რაა. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. სო­ზარ სუ­ბა­რის მე­უღ­ლე ამ­ჯე­რად სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა განათლება აქვთ და რას საქმიანობენ ქვეყნის პირველი პირების ცოლები

რა განათლება აქვთ და რას საქმიანობენ ქვეყნის პირველი პირების ცოლები

ქართველი მაღალჩინოსნების განათლების დონეს ინტერნეტ-სივრცეში ხშირად აკრიტიკებენ. ზოგს დიპლომი არ აქვს, ხოლო ვისაც აქვს, იმის მტკიცება უწევს, არის თუ არა ეს დიპლომი დამსახურებულად აღებული. Ambebi.ge მაღალჩინოსნების ცოლების განათლებით და საქმიანობით დაინტერესდა.

ნუნუკა თამაზაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი პრესასთან ურთიერთობას ყოველთვის თავს არიდებს. ნუნუკა თამაზაშვილმა სკოლა თელავში დაამთავრა. 20 წლის ასაკში კი ირაკლი ღარიბაშვილზე იქორწინა. ნუნუკამ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ცხოვრობდა საფრანგეთში მეუღლესთან ერთად. ირაკლი ღარიბაშვილს და ნუნუკა თამაზაშვილს ორი ვაჟი ჰყავთ და წყვილი ახლა მესამე შვილს ელოდება. ნუნუკა მთელ დროს ოჯახს უთმობს, თუმცა ჩართულია სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

ეკა ჯანელიძე

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის ოჯახის შესახებ საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. მინისტრი პირად ცხოვრებაზე პრესასთან არასდროს საუბრობს. სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაზე ის ყოველთვის მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ჩნდება. მისი მეუღლე ეკა ჯანელიძე 1983 წლის 21 სექტემბერს, თბილისში დაიბადა. ჰყავთ სამი შვილი - თემო, მარიამი და მათე. ეკა ჯანელიძემ 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტი, ის პროფესიით ექიმია. ეკა ჯანელიძე წლებია, კერძო ბიზნესით არის დაკავებული. აქვს საკუთარი ტურისტული სააგენტო და სილამაზის სალონი. თავდაცვის მინისტრის მეუღლე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში, ის მძიმე სენით დაავადებულ და მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება, თუმცა ამის გასაჯაროვებას ყოველთვის თავს არიდებს.

მაკა ჩიჩუა

ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროფესიით მხატვარია. სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს, თითქმის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული. თბილისში ის ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლებოდა. მაკა ჩიჩუამ მოგვიანებით ვიზაჟისტის ხელოვნებაც შეისწავლა. ეს საქმე მისმა მეგობარმა, მაკა შავერდაშვილმა ასწავლა. მაშინ მაკას სამსახური ძალიან სჭირდებოდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არხზე მუშაობდა ვიზაჟისტად. საკუთარი ძალები სიმღერაში და მსახიობობაშიც მოსინჯა. მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დღის წინ ვაჟი, თემო მარგველაშვილი შეეძინათ. პრეზიდენტის მეუღლე სხვადასხვა სოციალურ კამპანიებში არის ჩართული და მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ხშირად ახარებს.

თიკა თინიკაშვილი

თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლე, თიკა თინიკაშვილი პრესასთან ურთიერთობას არ გაურბის. თიკა თინიკაშვილმა და დავით ნარმანიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. თიკას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, დავით ნარმანია მისი ლექტორი იყო. მათ შორის 8 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. თიკა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ წყვილს მესამე შვილი, ელენე შეეძინა. თიკა თინიკაშვილი აქტიურად არის ჩართული სოციალურ კამპანიებში.

თამთა ყუბანეიშვილი

დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის მეუღლე პროფესიით ჟურნალისტია. განსაკუთრებით, საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. სოზარ სუბარს სწორედ პროფესიამ დააკავშირა. მინისტრს მომავალი მეუღლე პირველივე დღეს მოეწონა და მოგვიანებით დაოჯახდნენ კიდეც. თამთას და სოზარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თამთა მეუღლეზე 18 წლით პატარაა. წყვილს სამი შვილი ჰყავს. სოზარ სუბარის მეუღლე ამჯერად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მუშაობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია