მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰარიქა, ვასიამოვნოთ ბატონ ბიძინას..." - ალეკო ელისაშვილი
"ჰარიქა, ვასიამოვნოთ ბატონ ბიძინას..." - ალეკო ელისაშვილი

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას და მათ წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ლა­მის ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქრო­ბა­ზე მინ­და დავ­წე­რო ორი­ოდ სი­ტყვა, აქამ­დეც მინ­დო­და და­მე­წე­რა, მაგ­რამ უსას­რუ­ლო სი­ცხის­გან და­ო­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი აგერ 5 დღე და ვე­რაფ­რით შევ­ძე­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ტექ­სტის აკ­რეფ­ვა.

მაშ ასე:

1. ჩვე­ნი უახ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რია გვე­უბ­ნე­ბა, რომ რო­დე­საც მთავ­რო­ბა ერთი ად­გი­ლის ტკეპ­ნას იწყებს და გრძნობს ხალ­ხის ზურ­გშექ­ცე­ვას იგო­ნებს მტრის ხა­ტებს და მათ აბ­რა­ლებს ყვე­ლა­ფერს. შე­ვარ­დნა­ძეს იგორ გი­ორ­გა­ძე ჰყავ­და, სა­ა­კაშ­ვილს პუ­ტი­ნის მე­ხუ­თე კო­ლო­ნა, ეხლა კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ახა­ლი მტრის ხა­ტის შექ­მნა და­ი­წყო - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ხით. აი, ვინ უშ­ლის თურ­მე ხელს "ოც­ნე­ბას", აი, ვინ აფერ­ხებს 1 ოქ­ტომ­ბრის იდე­ა­ლე­ბის აბრღდღვი­ა­ლე­ბას, აი, ვინ არ აძ­ლევს მთავ­რო­ბას გა­სა­ქანს. ჰკა, უცხო­ე­თის და­ფი­ნან­სე­ბულ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს - თქვა სა­ქარ­თვე­ლოს ფორ­მა­ლურ-არა­ფორ­მა­ლურ­მა მმარ­თველ­მა და მი­დი­ი­იი, მო­გე­ცა ლხე­ნა გა­მოჩ­ნდა "პა­ჭ­კა-პა­ჭ­კა" კვე­რის დამ­კვრე­ლე­ბი ! ჰა­რი­ქა, ვა­სი­ა­მოვ­ნოთ ბა­ტონ ბი­ძი­ნას ეგებ მერე სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ში ჩაგ­ვსვას, ან სულ მცი­რე ორი­ო­დე უზალ­თუ­ნი გად­მოგ­ვიგ­დო­სო და გა­ჩაღ­და დოღი.

არა­და, ვის წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრე­ბენ? იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რომ­ლე­ბიც წლე­ბია თა­ვის ღო­ნი­ერ აგუ­რებს დე­ბენ ამ სა­ხელ­მწი­ფოს ნორ­მა­ლუ­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის საქ­მე­ში. იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, რომ­ლე­ბიც არ­ცერთ მთავ­რო­ბას არ და­რი­დე­ბი­ან და ძმ­რად ადე­ნენ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის უაზ­რო და მავ­ნებ­ლურ ფლან­გვას, ავ­ლე­ნენ თაღ­ლი­თურ და კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებს, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებს ამ­ხე­ლენ ყო­ვე­ლი უაზ­რო პრე­მი­ის გა­მო­წე­რი­სას. ეს არი­ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­ა­ჯან­სა­ღონ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა და გა­რე­მო და რაც მთა­ვა­რია უამ­რავ უფუ­ლო, და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქეს ყო­ველ­გვა­რი თან­ხის გა­რე­შე იუ­რი­დი­უ­ლად ეხ­მა­რე­ბი­ან. და ასე­თი მო­ქა­ლა­ქე ათა­სო­ბი­თაა.

ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი არის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ბოლო იმე­დი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში !!!

პი­რა­დად წლე­ბია ვიც­ნობ ეკა გი­გა­ურს, კახა კოჟ­რი­ძეს და ნინო ლომ­ჯა­რი­ას - ესე­ნი არი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, პრინ­ცი­პუ­ლი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. მე მათ სრუ­ლად ვუდ­გე­ვარ მხარ­ში - ისე­ვე რო­გორც ვცემ­დი და ვცემ უდი­დეს პა­ტივს მათ ენერ­გი­ულ და პრინ­ცი­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

ვიცი გრძლად გა­მომ­დის მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე ვი­ტყვი ორ სი­ტყვას - ჩვე­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის სა­მარ­ცხვი­ნოდ ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ხან ათას უგ­ვა­ნო პო­ლი­ტი­კოსს შა­ვად აძ­ლევ­დნენ მი­ლი­ო­ნებს, ასე ჩან­თით მიჰ­ქონ­დათ ხოლ­მე, ხან სა­ა­კაშ­ვილს-მე­რა­ბიშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლი და­უნ­დობ­ლად პარ­სავ­და ხოლ­მე. და ერთს არა­სო­დეს აღ­მო­აჩ­ნდა სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ეთა­ვა მა­გა­ლი­თად რა­ი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფონ­დის შექ­მნა, სა­დაც მდი­და­რი ქარ­თვე­ლე­ბი ჩა­რი­ცხავ­დნენ გარ­კვე­ულ თან­ხას, აირ­ჩევ­დნენ სან­დო და კომ­პე­ტენ­ტურ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს, გან­სა­ზღვრავ­დნენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრი­ო­რი­ტე­ტებს და გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ საგ­რან­ტო კონ­კურ­სებს, რათა ასე ჩა­ე­ნაც­ვლე­ბი­ნათ უცხო­უ­რი ფონ­დე­ბი. არა, ამას ვერ­ცერ­თი "ქე­ლა­ნა გრუ­ზი­ნი" ვერ ხვდე­ბა. ურ­ჩევ­ნია მი­ა­ტა­ნი­ნონ, მო­ა­ტა­ნი­ნონ....

მახ­სოვს ერთხელ გუ­დი­აშ­ვი­ლის აქ­ცი­ე­ბის დროს ერთი გოგო მო­ვი­და - სა­ერ­თოდ უც­ნო­ბი და გვი­თხრა - სამ­სა­ხურ­ში მე-13 ხელ­ფა­სი ჩაგ­ვე­რი­ცხა და თქვენ უნდა გად­მო­გი­რი­ცხო­თო. თქვენ ყვე­ლას საქ­მეს აკე­თებთ და ამით მინ­და გვერ­დში და­გიდ­გე­თო. მარა ამ­დე­ნი სად ეს­მით ჩვენ "ცე­ხა­ვი­კებს".

და კი­დევ ერთი - პო­ლი­ტი­კოსს რო­მელ­საც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის როლი და მი­სია არ ეს­მის წა­ვი­დეს და ნა­ცა­რი ქე­ქოს. ხოლო - მთავ­რო­ბას და მმარ­თველ პარ­ტი­ას ვთხოვ საქ­მეს მი­ხე­დოს და მტრის ხა­ტის შექ­მნის კამ­პა­ნი­ა­ში მე­ტის­მე­ტად ნუ გა­ირ­ჯე­ბა. სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა და გა­მოს­წო­რე­ბაა ყვე­ლა­ზე დიდი საქ­მე და კა­ცო­ბა და არა სხვე­ბის და­უ­სა­ბუ­თებ­ლად და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა.ჭკვი­ან­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად უნდა აშე­ნოს ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა, ჭკვი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზედ­მე­ტი ში­შე­ბი არ უნ­ქდა ჰქონ­დეს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­საც კი. ვი­ნა­ი­დან ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ ჭკვი­ა­ნი კაცს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ერთ ნა­წი­ლის ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია, ისევ საქ­ვეყ­ნო საქ­მე­ში, ამით კი მე­ო­რე ნა­წილს სა­ერ­თოდ პირ­ღი­ად და უშან­სოდ და­ტო­ვებ­და. ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა და სხვა დროს იყოს

ნა­სი­ცხარ­ზე ახლა ამას მო­ვუ­ყა­რე თავი" - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ჰარიქა, ვასიამოვნოთ ბატონ ბიძინას..." - ალეკო ელისაშვილი

"ჰარიქა, ვასიამოვნოთ ბატონ ბიძინას..." - ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი არასამთავრობოების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ლამის ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა დავწერო ორიოდ სიტყვა, აქამდეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ უსასრულო სიცხისგან დაოსებული ვიყავი აგერ 5 დღე და ვერაფრით შევძელი ელემენტარული ტექსტის აკრეფვა.

მაშ ასე:

1. ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერს. შევარდნაძეს იგორ გიორგაძე ჰყავდა, სააკაშვილს პუტინის მეხუთე კოლონა, ეხლა კი ბიძინა ივანიშვილმა ახალი მტრის ხატის შექმნა დაიწყო - არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. აი, ვინ უშლის თურმე ხელს "ოცნებას", აი, ვინ აფერხებს 1 ოქტომბრის იდეალების აბრღდღვიალებას, აი, ვინ არ აძლევს მთავრობას გასაქანს. ჰკა, უცხოეთის დაფინანსებულ არასამთავრობოებს - თქვა საქართველოს ფორმალურ-არაფორმალურმა მმართველმა და მიდიიიი, მოგეცა ლხენა გამოჩნდა "პაჭკა-პაჭკა" კვერის დამკვრელები ! ჰარიქა, ვასიამოვნოთ ბატონ ბიძინას ეგებ მერე საარჩევნო სიებში ჩაგვსვას, ან სულ მცირე ორიოდე უზალთუნი გადმოგვიგდოსო და გაჩაღდა დოღი.

არადა, ვის წინააღმდეგ ილაშქრებენ? იმ ორგანიზაციების რომლებიც წლებია თავის ღონიერ აგურებს დებენ ამ სახელმწიფოს ნორმალურად ჩამოყალიბების საქმეში. იმ ორგანიზაციების, რომლებიც არცერთ მთავრობას არ დარიდებიან და ძმრად ადენენ საბიუჯეტო თანხების უაზრო და მავნებლურ ფლანგვას, ავლენენ თაღლითურ და კორუფციულ სქემებს, სახელმწიფო მოხელეებს ამხელენ ყოველი უაზრო პრემიის გამოწერისას. ეს არიან ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ გააჯანსაღონ საარჩევნო სისტემა და გარემო და რაც მთავარია უამრავ უფულო, დაუცველ მოქალაქეს ყოველგვარი თანხის გარეშე იურიდიულად ეხმარებიან. და ასეთი მოქალაქე ათასობითაა.

ეს ორგანიზაციები არის უამრავი ადამიანის ბოლო იმედი ხშირ შემთხვევაში !!!

პირადად წლებია ვიცნობ ეკა გიგაურს, კახა კოჟრიძეს და ნინო ლომჯარიას - ესენი არიან განათლებული, პრინციპული და წესიერი ადამიანები. მე მათ სრულად ვუდგევარ მხარში - ისევე როგორც ვცემდი და ვცემ უდიდეს პატივს მათ ენერგიულ და პრინციპულ ორგანიზაციებს.

ვიცი გრძლად გამომდის მაგრამ დაფინანსებაზე ვიტყვი ორ სიტყვას - ჩვენი ბიზნესმენების სამარცხვინოდ ამ წლების მანძილზე ხან ათას უგვანო პოლიტიკოსს შავად აძლევდნენ მილიონებს, ასე ჩანთით მიჰქონდათ ხოლმე, ხან სააკაშვილს-მერაბიშვილ-ადეიშვილი დაუნდობლად პარსავდა ხოლმე. და ერთს არასოდეს აღმოაჩნდა სამოქალაქო შეგნება და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ ეთავა მაგალითად რაიმე საზოგადოებრივი ფონდის შექმნა, სადაც მდიდარი ქართველები ჩარიცხავდნენ გარკვეულ თანხას, აირჩევდნენ სანდო და კომპეტენტურ სამეურვეო საბჭოს, განსაზღვრავდნენ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პრიორიტეტებს და გამოაცხადებდნენ საგრანტო კონკურსებს, რათა ასე ჩაენაცვლებინათ უცხოური ფონდები. არა, ამას ვერცერთი "ქელანა გრუზინი" ვერ ხვდება. ურჩევნია მიატანინონ, მოატანინონ....

მახსოვს ერთხელ გუდიაშვილის აქციების დროს ერთი გოგო მოვიდა - საერთოდ უცნობი და გვითხრა - სამსახურში მე-13 ხელფასი ჩაგვერიცხა და თქვენ უნდა გადმოგირიცხოთო. თქვენ ყველას საქმეს აკეთებთ და ამით მინდა გვერდში დაგიდგეთო. მარა ამდენი სად ესმით ჩვენ "ცეხავიკებს".

და კიდევ ერთი - პოლიტიკოსს რომელსაც ქვეყნის განვითარების საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მისია არ ესმის წავიდეს და ნაცარი ქექოს. ხოლო - მთავრობას და მმართველ პარტიას ვთხოვ საქმეს მიხედოს და მტრის ხატის შექმნის კამპანიაში მეტისმეტად ნუ გაირჯება. საკუთარი შეცდომების აღიარება და გამოსწორებაა ყველაზე დიდი საქმე და კაცობა და არა სხვების დაუსაბუთებლად დადანაშაულება.ჭკვიანმა ხელისუფლებამ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა აშენოს ნორმალური ქვეყანა, ჭკვიან ხელისუფლებას ზედმეტი შიშები არ უნქდა ჰქონდეს, ნაციონალური მოძრაობისაც კი. ვინაიდან ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჭკვიანი კაცს ნაციონალების ერთ ნაწილის ძალიან ეფექტურად გამოყენება შეუძლია, ისევ საქვეყნო საქმეში, ამით კი მეორე ნაწილს საერთოდ პირღიად და უშანსოდ დატოვებდა. ეს კიდევ ცალკე თემაა და სხვა დროს იყოს

ნასიცხარზე ახლა ამას მოვუყარე თავი" - წერს ელისაშვილი.

სამი პირი ავტომობილში, მეოთხე საბარგულში - კურიოზი საყოველთაო კარანტინში (ფოტო)

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ქართველი თეოლოგები მსოფლიოს მართლმადიდებელ ლიდერებს მიმართავენ - "გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ზე, რომ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქის ინ­ფი­ცი­რე­ბა ავი­ცი­ლოთ"