სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ადვოკატი თურქული სერიალების მსახიობი გახდა
ქართველი ადვოკატი თურქული სერიალების მსახიობი გახდა

ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი ჯობს - არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ სე­რი­ა­ლე­ბის გურ­მა­ნი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­დან ვერ გა­ვუშ­ვებ­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბას: ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნეა ვიც­ნობ, 40 წლის ასაკ­ში კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა და რამ­დე­ნი­მე წლის წინ არ­ცთუ ური­გო ად­ვო­კა­ტის კა­რი­ე­რა მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ზე გაც­ვა­ლა. მერე რა, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი რო­ლე­ბი ჯერ კი­დევ წი­ნაა?! მერე რა, რომ ჯერ მხო­ლოდ სე­რი­ა­ლებ­ში, თან ეპი­ზო­დურ რო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს?! არას­რუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე-13(!) სე­რი­ალ­ში მიწ­ვე­ვა აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს, რომ ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იპო­ვა. მაია უტი­აშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი სულ თა­ვი­დან და­ვი­წყეთ.

- მა­ი­კო, სა­ი­დან სა­დაო? ოდეს­მე გი­ფიქ­რია, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მოხ­ვდე­ბო­დი?

- არ მე­გუ­ლე­ბა ბავ­შვი, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე რომ არ ეოც­ნე­ბოს. მეც მი­ფიქ­რია ამა­ზე. მით უმე­ტეს, ჩემი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის იყო ხე­ლოვ­ნე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მსა­ხი­ო­ბის როლს მო­ვირ­გებ­დი.

- ...და დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სია აირ­ჩიე, არა?

- მსა­ხი­ო­ბო­ბა მხო­ლოდ ბავ­შვუ­რი ოც­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც მი­უწ­ვდომ­ლად და აუხ­დე­ნე­ლად მე­სა­ხე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, ოჯახ­ში ყვე­ლამ იცო­და, რომ 12 წლის ასა­კი­დან არ­ჩე­უ­ლი მქონ­და იუ­რის­ტის პრო­ფე­სია.

- გახ­დი კი­დეც იუ­რის­ტი. მერე?

- რამ­დე­ნი­მე წელი ვი­მუ­შა­ვე ად­ვო­კა­ტუ­რა­ში. მიყ­ვარ­და ჩემი პრო­ფე­სია და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვას­რუ­ლებ­დი მო­ვა­ლე­ო­ბას. იმ ეტაპ­ზე, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ­დი. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ ვი­ღა­ცას ვეხ­მა­რე­ბო­დი, უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მგვრი­და. ერთი პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან გა­ჭირ­და მუ­შა­ო­ბა, ად­ვო­კა­ტის საქ­მე და­უ­ფა­სე­ბე­ლი გახ­და. ხან­და­ხან იმის ფუ­ლიც კი არ მქონ­და, რომ ცი­ხემ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, კლი­ენ­ტთან შე­სახ­ვედ­რად. მოკ­ლედ, 15 წლის შემ­დეგ წა­მო­ვე­დი ად­ვო­კა­ტუ­რი­დან.

- ოჯახ­მა რა როლი ითა­მა­შა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქართველი ადვოკატი თურქული სერიალების მსახიობი გახდა

ქართველი ადვოკატი თურქული სერიალების მსახიობი გახდა

ცოდვა გამხელილი ჯობს - არასოდეს ვყოფილვარ სერიალების გურმანი. გამონაკლისი არც თურქული სერიალებია. მიუხედავად ამისა, ხელიდან ვერ გავუშვებდი შესაძლებლობას: ადამიანმა, რომელსაც მეოთხედი საუკუნეა ვიცნობ, 40 წლის ასაკში კარდინალურად შეცვალა საკუთარი ცხოვრება და რამდენიმე წლის წინ არცთუ ურიგო ადვოკატის კარიერა მსახიობის პროფესიაზე გაცვალა. მერე რა, რომ სერიოზული როლები ჯერ კიდევ წინაა?! მერე რა, რომ ჯერ მხოლოდ სერიალებში, თან ეპიზოდურ როლებში მონაწილეობს?! არასრული ერთი წლის განმავლობაში მე-13(!) სერიალში მიწვევა აშკარად მეტყველებს, რომ ადამიანმა საკუთარი ადგილი იპოვა. მაია უტიაშვილთან საუბარი სულ თავიდან დავიწყეთ.

- მაიკო, საიდან სადაო? ოდესმე გიფიქრია, რომ გადასაღებ მოედანზე მოხვდებოდი?

- არ მეგულება ბავშვი, მსახიობობაზე რომ არ ეოცნებოს. მეც მიფიქრია ამაზე. მით უმეტეს, ჩემი ოჯახი ყოველთვის იყო ხელოვნების თაყვანისმცემელი. ყველაფრის მიუხედავად, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსახიობის როლს მოვირგებდი.

- ...და დიამეტრულად განსხვავებული პროფესია აირჩიე, არა?

- მსახიობობა მხოლოდ ბავშვური ოცნება იყო, რომელიც მიუწვდომლად და აუხდენელად მესახებოდა. სამაგიეროდ, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ 12 წლის ასაკიდან არჩეული მქონდა იურისტის პროფესია.

- გახდი კიდეც იურისტი. მერე?

- რამდენიმე წელი ვიმუშავე ადვოკატურაში. მიყვარდა ჩემი პროფესია და სიამოვნებით ვასრულებდი მოვალეობას. იმ ეტაპზე, შრომის ანაზღაურებას ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებდი. თავად ის ფაქტი, რომ ვიღაცას ვეხმარებოდი, უდიდეს სიამოვნებას მგვრიდა. ერთი პერიოდი, ძალიან გაჭირდა მუშაობა, ადვოკატის საქმე დაუფასებელი გახდა. ხანდახან იმის ფულიც კი არ მქონდა, რომ ციხემდე მივსულიყავი, კლიენტთან შესახვედრად. მოკლედ, 15 წლის შემდეგ წამოვედი ადვოკატურიდან.

- ოჯახმა რა როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების მიღებაში? განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება