მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი დაანებეთ მკვდარი ადამიანების ტრიალს" - დაპირისპირება პარლამენტში
"თავი დაანებეთ მკვდარი ადამიანების ტრიალს" - დაპირისპირება პარლამენტში

გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დრო­ე­ბი­თი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას დე­პუ­ტა­ტებს, ნუკ­რი ქან­თა­რი­ას და ირმა ნა­დი­რაშ­ვილს შო­რის მწვა­ვე პო­ლე­მი­კა მოჰ­ყვა .

ქან­თა­რი­ამ უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს გარ­დაც­ვლი­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­და და მი­მარ­თა, "თავი და­ა­ნე­ბონ მკვდა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის ტრი­ალს".

ქან­თა­რი­ას გა­მოს­ვლას უმ­ცი­რე­სო­ბი­დან ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "დღემ­დე გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ინარ­ჩუ­ნებთ თა­ნამ­დე­ბო­ბებს. თუ ვინ­მე მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ატ­რი­ა­ლებს, ეს თქვენ ხართ და თქვე­ნი ჭო­რი­კა­ნა პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ არა ეს მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვერ მო­ვი­დო­დი­თო. მარ­ტო კი არ მოხ­ვე­დით ამ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბით, არა­მედ ამ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებთ. ქვეყ­ნის მარ­თვა­ში უუ­ნა­რო­ე­ბი ხართ და როცა კრი­ზის გაქვთ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ტრი­ალს იწყებთ. მეც შე­მიძ­ლია შე­გახ­სე­ნოთ, რო­გორ დარ­ბო­დით თბი­ლი­სის ომის დროს, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მე­გო­ბა­რი და­ჭე­რით. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია როცა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ზე ხელს აქეთ იშ­ვერთ", - მი­მარ­თა ქან­თა­რი­ას ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტმა "იური და ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის, ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის, გოგი თა­თუ­ხაშ­ვი­ლის, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი­სა და აჩი­კო მა­ი­სუ­რა­ძის შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბის ფაქ­ტე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე" დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი გა­ნი­ხი­ლა. კო­მი­სი­ის შექ­მნის წი­ნა­და­დე­ბით პარ­ლა­მენტს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" მი­მარ­თა.

რო­გორც უმ­ცი­რე­სო­ბა გან­მარ­ტავს, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­ზეც არ­სე­ბობს ეჭვი, რომ შეკ­ვე­თი­ლია, დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც მათი აზ­რით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია პრო­ცეს­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ჩა­ერ­თოს და არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა­ზე მან აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

სა­კითხს მხარს არ უჭერს უმ­რავ­ლე­სო­ბა. მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ებს სა­გა­მო­ძო­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"თავი დაანებეთ მკვდარი ადამიანების ტრიალს" - დაპირისპირება პარლამენტში

"თავი დაანებეთ მკვდარი ადამიანების ტრიალს" - დაპირისპირება პარლამენტში

გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას დეპუტატებს, ნუკრი ქანთარიას და ირმა ნადირაშვილს შორის მწვავე პოლემიკა მოჰყვა .

ქანთარიამ უმცირესობის წევრებს გარდაცვლილებით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მიმართა, "თავი დაანებონ მკვდარი ადამიანების ტრიალს".

ქანთარიას გამოსვლას უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. "დღემდე გარდაცვლილი ადამიანებით ინარჩუნებთ თანამდებობებს. თუ ვინმე მიცვალებულებს ატრიალებს, ეს თქვენ ხართ და თქვენი ჭორიკანა პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ არა ეს მიცვალებულები, ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდითო. მარტო კი არ მოხვედით ამ მიცვალებულებით, არამედ ამ მიცვალებულებით ხელისუფლებას ინარჩუნებთ. ქვეყნის მართვაში უუნაროები ხართ და როცა კრიზის გაქვთ, მიცვალებულების ტრიალს იწყებთ. მეც შემიძლია შეგახსენოთ, როგორ დარბოდით თბილისის ომის დროს, როდესაც საკუთარი მეგობარი დაჭერით. ძალიან უხერხულია როცა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე ხელს აქეთ იშვერთ", - მიმართა ქანთარიას ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტმა "იური და ზურა ვაზაგაშვილების, ბარბარე რაფალიანცის, გოგი თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილისა და აჩიკო მაისურაძის შეკვეთილი მკვლელობების ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე" დადგენილების პროექტი განიხილა. კომისიის შექმნის წინადადებით პარლამენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა.

როგორც უმცირესობა განმარტავს, მკვლელობის საქმეები, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ შეკვეთილია, დღემდე გამოუძიებელია. ამიტომაც მათი აზრით, მიზანშეწონილია პროცესში საქართველოს პარლამენტი ჩაერთოს და არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე მან აიღოს პასუხისმგებლობა.

საკითხს მხარს არ უჭერს უმრავლესობა. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეებს საგამოძოებო ორგანოები გამოიძიებენ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა