მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დათმობაზე წავიდა ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას გამო
რა დათმობაზე წავიდა ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას გამო

მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ამ და ჯეჯი გო­მე­ლა­ურ­მა ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს, ჯგუ­ფე­ლე­ბი არი­ან. თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ მერე მიხ­ვდნენ, რომ მათ შო­რის მე­გობ­რო­ბა­ზე უფრო დიდი გრძნო­ბა არ­სე­ბობ­და.…

- დღე­საც კი ჯეჯი, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან გამ­გე­ბია, სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან სა­უ­ბა­რი, თუ რამე კარ­გი თვი­სე­ბა არ­სე­ბობს, ყვე­ლა­ფე­რია ჯე­ჯი­ში თავ­მოყ­რი­ლი. თა­ვი­დან ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, რაც ნელ-ნელა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. ჩვე­ნი და­მე­გობ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მივ­ხვდი, რომ რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად ვიქ­ცე­ო­დით. სა­კუ­თა­რი თავი და­ვი­ჭი­რე იმა­ში, რომ გაპ­რან­ჭვა და­ვი­წყე და მა­შინ მივ­ხვდი, რომ მის მი­მართ სიმ­პა­თი­ე­ბი მქონ­და. ჯეჯი რო­დის მიხ­ვდა ამას, არ ვიცი, დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ისე გა­და­ი­ზარ­და სიყ­ვა­რულ­ში, არ დავ­მსხდარ­ვართ და არ გვი­ლა­პა­რა­კია, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბა­ზე მეტი იყო, უთ­ქმე­ლად ვი­ცო­დით.

- რამ­დე­ნად რთუ­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯეჯი და რამ­დე­ნად რთუ­ლი ხარ შენ?

- ორი­ვე ძა­ლი­ან რთუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ვცდი­ლობთ, ამ პრობ­ლე­მებ­მა და სირ­თუ­ლემ ცუდ შე­დე­გამ­დე არ მიგ­ვიყ­ვა­ნოს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვუ­გოთ ერ­თმა­ნეთს. ისე არ მო­ვიქ­ცე­ვი, რომ ჯე­ჯიმ თა­ვად მი­თხრას, ეს არ მსი­ა­მოვ­ნებ­სო, ჩე­მით ვხვდე­ბი, რა მოს­წონს და რა - არა და შე­სა­ბა­მი­სად ვიქ­ცე­ვი.

- თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვე­ნი დის-კუ­სი­ის სა­გა­ნი ხდე­ბა.

- ძი­რი­თა­დად, ძა­ლი­ან დიდ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ვკა­მა­თობთ. საფ­რან­გეთ­ში ახალ წელს მე და ჯეჯი მა­მა­ჩემ­თან რომ ვი­ყა­ვით წა­სუ­ლე­ბი, თან გვახ­ლდა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი გოგო. ერთ დი­ლას ისეთ სი­სუ­ლე­ლე­ზე ვი­კა­მა­თეთ, ამ მე­გო­ბარ­მა გვკი­თხა, სა­კა­მა­თოდ უფრო უაზ­რო მი­ზე­ზი ვერ იპო­ვე­თო? მა­შინ კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი, რომ ძი­რი­თა­დად სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ვკინ­კლა­ობთ.

- რო­გორც ვიცი, ერ­თმა­ნე­თის ოჯა­ხებს კარ­გად იც­ნობთ.

- კი, ჯე­ჯის დასა და ძმას­თან ვმე­გობ­რობ. ვგიჟ­დე­ბი, ისე მიყ­ვარს ორი­ვე, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი აქვს (ჯეჯი ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ვა­ჟია - ავტ.). ჩე­მი­ა­ნებ­თა­ნაც ჯე­ჯის ანა­ლო­გი­უ­რად კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, ჩე­მებს მგო­ნი ჩემ­ზე მე­ტა­დაც კი უყ­ვართ.

- მა­მას საფ­რან­გეთ­ში ჯე­ჯის­თან ერ­თად ორ­ჯერ ეს­ტუმ­რე, სა­ა­ხალ­წლო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე მოგ­ვი­ყე­ვი….

- მა­მა­ჩე­მი უკვე დიდი ხა­ნია, სა-ფრან­გეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, დიდი ხანი არ მყავ­და ნა­ნა­ხი და ზა­ფხულ- ში მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­ვემ­გზავ­რეთ. ჯე­ჯის მა­მა­ჩე­მი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი­ვით შე­უყ­ვარ­და, ჰოდა, ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ, ახალ წელ­საც იქ შევ­ხვედ­რო­დით. მამა ცხოვ­რობს სა­პორ­ტო ქა­ლაქ ჰავ­რი­ში. ახა­ლი წელი თბი­ლის­ში ბევ­რად პომ­პე­ზუ­რად აღი­ნიშ­ნე­ბა, ვიდ­რე იქ, ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის გაშ­ვე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა, მე­ზო­ბელ­მა გი­ჩივ­ლოს. სი­მარ­თლე გი­თხრა, წი­ნათ რომ ვი­ყა­ვით ჩა­სუ­ლე­ბი, მა­შინ უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი გახ­ლდით, სულ აქეთ-იქით დავ­დი­ო­დით, ახლა შე­და­რე­ბით პა­სი­უ­რად და­ვის­ვე­ნეთ. წას­ვლამ­დე სპექ­ტაკ­ლი ვი­თა­მა­შეთ და ისე­თი დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, დას­ვე­ნე­ბის მეტი არა­ფე­რი გვინ­დო­და, მთე­ლი დღე­ე­ბი გვე­ძი­ნა ან ფილ­მებს ვუ­ყუ­რებ­დით.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რა დათმობაზე წავიდა ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას გამო

რა დათმობაზე წავიდა ჯეჯი გომელაური მარიტა ჯანაშიას გამო

მარიტა ჯანაშიამ და ჯეჯი გომელაურმა ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს, ჯგუფელები არიან. თავიდან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ მათ შორის მეგობრობაზე უფრო დიდი გრძნობა არსებობდა.…

- დღესაც კი ჯეჯი, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია, ძალიან გამგებია, საინტერესოა მასთან საუბარი, თუ რამე კარგი თვისება არსებობს, ყველაფერია ჯეჯიში თავმოყრილი. თავიდან ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით შემოიფარგლებოდა, რაც ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა. ჩვენი დამეგობრებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირად ვიქცეოდით. საკუთარი თავი დავიჭირე იმაში, რომ გაპრანჭვა დავიწყე და მაშინ მივხვდი, რომ მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ჯეჯი როდის მიხვდა ამას, არ ვიცი, დღემდე გაურკვეველია. ჩვენი ურთიერთობა ისე გადაიზარდა სიყვარულში, არ დავმსხდარვართ და არ გვილაპარაკია, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო, უთქმელად ვიცოდით.

- რამდენად რთულია შეყვარებული ჯეჯი და რამდენად რთული ხარ შენ?

- ორივე ძალიან რთულები ვართ, მაგრამ ვცდილობთ, ამ პრობლემებმა და სირთულემ ცუდ შედეგამდე არ მიგვიყვანოს, მაქსიმალურად გავუგოთ ერთმანეთს. ისე არ მოვიქცევი, რომ ჯეჯიმ თავად მითხრას, ეს არ მსიამოვნებსო, ჩემით ვხვდები, რა მოსწონს და რა - არა და შესაბამისად ვიქცევი.

- თემები, რომლებიც თქვენი დის-კუსიის საგანი ხდება.

- ძირითადად, ძალიან დიდ სისულელეებზე ვკამათობთ. საფრანგეთში ახალ წელს მე და ჯეჯი მამაჩემთან რომ ვიყავით წასულები, თან გვახლდა ჩვენი მეგობარი გოგო. ერთ დილას ისეთ სისულელეზე ვიკამათეთ, ამ მეგობარმა გვკითხა, საკამათოდ უფრო უაზრო მიზეზი ვერ იპოვეთო? მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძირითადად სისულელეებზე ვკინკლაობთ.

- როგორც ვიცი, ერთმანეთის ოჯახებს კარგად იცნობთ.

- კი, ჯეჯის დასა და ძმასთან ვმეგობრობ. ვგიჟდები, ისე მიყვარს ორივე, ძალიან კარგი ოჯახი აქვს (ჯეჯი ნიკო გომელაურის ვაჟია - ავტ.). ჩემიანებთანაც ჯეჯის ანალოგიურად კარგი ურთიერთობა აქვს, ჩემებს მგონი ჩემზე მეტადაც კი უყვართ.

- მამას საფრანგეთში ჯეჯისთან ერთად ორჯერ ესტუმრე, საახალწლო მოგზაურობაზე მოგვიყევი….

- მამაჩემი უკვე დიდი ხანია, სა-ფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ზაფხულ- ში მოსანახულებლად გავემგზავრეთ. ჯეჯის მამაჩემი საკუთარი ოჯახის წევრივით შეუყვარდა, ჰოდა, ჩვენც გადავწყვიტეთ, ახალ წელსაც იქ შევხვედროდით. მამა ცხოვრობს საპორტო ქალაქ ჰავრიში. ახალი წელი თბილისში ბევრად პომპეზურად აღინიშნება, ვიდრე იქ, ფეიერვერკების გაშვება აკრძალულია, შეიძლება, მეზობელმა გიჩივლოს. სიმართლე გითხრა, წინათ რომ ვიყავით ჩასულები, მაშინ უფრო აქტიურები გახლდით, სულ აქეთ-იქით დავდიოდით, ახლა შედარებით პასიურად დავისვენეთ. წასვლამდე სპექტაკლი ვითამაშეთ და ისეთი დაღლილები ვიყავით, დასვენების მეტი არაფერი გვინდოდა, მთელი დღეები გვეძინა ან ფილმებს ვუყურებდით.

იხილეთ გაგრძელება

აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაზე ახალი ფილმი: "ზღვის ორი ნაპირი" - "გვინდა, ჩვენს აფხაზ ძმებს დაველაპარაკოთ და არა ოკუპანტებს"

"ორსულობის პერიოდში ლამის 40 კგ-ს ვიმატებ" - რუსა ჩაჩუას დიეტა და იდეალური ფორმის საიდუმლო

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი, რომელსაც ლივ ტაილერსა და ბიანკა ბალტის ამსგავსებდნენ - ანა ახვლედიანის ოჯახური იდილია (ფოტოები)