რას პასუხობს ჟორჟოლიანი ბესელიას მის ვაჟზე მომზადებულ სკანდალურ სიუჟეტთან დაკავშირებით - "საქმის გარჩევამ" "ფეისბუქზე" გადაინაცვლა

რას პასუხობს ჟორჟოლიანი ბესელიას მის ვაჟზე მომზადებულ სკანდალურ სიუჟეტთან დაკავშირებით - "საქმის გარჩევამ" "ფეისბუქზე" გადაინაცვლა

ნახეთ| მამაკაცი, რომელიც ბესელიას შვილს სკანდალურ ბრალდებას უყენებს, დაკითხვაზე დაიბარეს - რეალურად, რა მოხდა ფოთში

ნანუკა ჟორჟოლიანსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც ჟორჟოლიანის ვიდეოპორტალზე ეკა ბესელიას ვაჟის, რატი მილორავას შესახებ სიუჟეტი გამოქვეყნდა, რომელშიც რესპოდენტები რესტორან "ფაზისში" მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეკა ბესელიას შვილი ფოთის პროკურორსა და ფინანსური პოლიციის უფროსს ერთ-ერთი მოქალაქის დაკავებას სთხოვდა, "საქმის გარჩევამ" "ფეისბუქზე" გადაინაცვლა. ეკა ბესელიას მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ პასუხს [მეტი ინფორმაცია] ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და დეპუტატს პუნქტების მიხედვით პასუხობს.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ქალბატონო ეკა, გიპასუხებთ!

1. ამ თემას გვიყვება კოალიციის წევრი! შესაბამისად მოგონილი ვერ იქნება.

2. თქვენი კომენტარი, რომ ეს მოგონილია არის სიუჟეტში!

3.რატომ ვაჩვენეთ ფინანსური პოლიციის უფროსი? იმიტომ რომ გვანახა რომ არაა დაჭრილი, მაგრამ დაგვიდასტურა, რომ შეხვედრა რესტორანში იყო თქვენ შვილთან! თუ სიტყვა ჭორი გაიგეთ , გაიგებდით რომ რესტორანში ყოფნას გვიდასტურებს! რაც შეეხება უზნეობას! უზნეობა რა არის ამას ხალხი გადაწყვიტავს! მაინც რომ იცოდეთ, მოგონილია ამბავი როდესაც ჟურნალისტი მას რესპოდენტის გარეშე ყვება. როდესაც რესპოდენტები და თან, თქვენი გუნდის წევრები ყვებიან ამბავს ის მოგონილი არაა! წარმატებები თქვენს "სიმართლეში"

***

ის ადამიანი ვინც ჩვენ ამბავს გვიყვება დაკითხვაზე დაიბარეს. უთხრეს რომ მომხდარზე საქმე აღიძრა. "მოგონილ" ამბებზე საქმეები არ იღძრება.

ეკა ბესელია: ნანუკა, მეგონა იტყოდი, რომ არ გქონდა შეხება ამ სიუჯეტთან:–))) კარგია, რომ პირდაპირ კავშირზე ხარ იმ პირთან ვინმე მირგატიასთან, რომელსაც თურმე თავად არაფერი უნახავს და მოყოლილი ამბავი იცის:–)))) დიახ, უნდა დაიკითხოს რადგან თუ იცის რომ მოხდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფაქტი და აცხადებს ამის თაობაზე შენთან, უნდა დაიბარონ და დაკიტხონ რადგან ამას ითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ეს არის ვალდებულება საგამოძიებო ორგაბოსი. ვაითუ ვინმემ დამალა მართლა ,,დანაშაული,,?:–)))) მე ვითხოვ რომ მოხდეს ამ ფაქტის გარკვევა, ვითხოვ გამოიძიონ რა მოხდა, თუ მოხდა საერთოდ, ვინ რა მოიგონა, რატომ მოიგონა, რა მიზანი აქვს და ყველაფერი...რა არის დასამალი, რატომ აღელდი? თქვას რა იცის და ისევ თქვენს მონაყოლს ხომ არ უყვება ,,ჟურნალისტს,,?

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე არასოდეს ვიტყუები. არავისთან თან. საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის მიგრანტია:) ამ სიუჟეტით გავიგე. ხაზზე მე არ ვარ. ჟურნალისტმა, რომელმაც ჩაწერა მას დაურეკა.

ეკა ბესელია: კიდევ ერთი ,,დამთხვევა: მარინა ღლონტი-სარსანიას დასაცავად რომ გამოდის სიუჯეტში , გახლავთ იმ სატენდერო კომისიის წევრი, რომლის გადაწყვეტილებით კორუფციული ტენდერი ჩატარდა და გამოძიება მიმდინარეობს. ეს ხომ არაა საინტერესო ნეტა? იმ კორუფციული ტენდერით კი გვინდოდა ფოთელებისთვის გაგვეკეთებინა ქუჩა და ტროტუარები და ნახეთ რატომ არ განხორციელდა?რატომ გაფორმდა საეჭვო პირებთან ხელშეკრულება და თავად ღლონტიც ხომ არ არის ამ ყველაფრის მონაწილე? ეს არ გაინტერესებთ ჟურნალისტებო? მე მივყვები ამ ფაქტებს, რაც არ უნდა მოიგონოთ და დაგეგმოთ. სასამართლოშიც ბევრი სირბილი მოგიწევთ.

ბესელია-ჟორჟოლიანს შორის ონლაინ-დისკუსია ახლაც გრძელდება.

ნახეთ| დაპირისპირება ბესელიასა და ჟორჟოლიანს შორის დეპუტატის შვილზე მომზადებული სკანდალური სიუჟეტის გამო - "ეს ამაზრზენი ტყუილია!"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია