პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩანაწერი კახეთის გუბერნატორს ამხელს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა
ჩანაწერი კახეთის გუბერნატორს ამხელს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

ვე­რი­კო კო­ბი­აშ­ვი­ლი 2014 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან 1 იან­ვრამ­დე თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. დე­კემ­ბერ­ში მან კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად 45 ქულა და­აგ­რო­ვა და გა­სა­უბ­რე­ბაც გა­ი­ა­რა. გამ­გე­ბე­ლი მის და­ნიშ­ვნას სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აპი­რებ­და, მაგ­რამ კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის და­ვა­ლე­ბით, კო­ბი­აშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ვიდ­რე გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გა­ვი­დო­დი, გამ­გე­ბელ­თან სა­უბ­რი­სას მე ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რომ ის აპი­რებ­და ჩემს და­წი­ნა­უ­რე­ბას. გა­სა­უბ­რე­ბა რომ გა­ვი­ა­რე, იმის შემ­დეგ მი­თხრა, რომ და­წი­ნა­უ­რე­ბა კი არა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­საც ვერ გა­მიგ­რძე­ლებ­და სპე­ცი­ა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე. გამ­გე­ბელ­მა მი­თხრა, რომ ეს იყო კა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ირაკ­ლი ში­ო­ლაშ­ვი­ლის პი­რა­დი დი­რექ­ტი­ვა", - უთხრა ვე­რი­კო კო­ბი­აშ­ვილ­მა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა მო­ი­პო­ვა ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც თე­ლა­ვის გამ­გე­ბე­ლი ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გუ­ბერ­ნა­ტორ­თან შე­თან­ხმე­ბით იღებს და ვე­რი­კო კო­ბი­აშ­ვი­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც ში­ო­ლაშ­ვილ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის გამო მოხ­და. ჩა­ნა­წერ­ში გამ­გე­ბელს ვე­რი­კო კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

გთა­ვა­ზობთ მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლის დი­ა­ლოგს ჩა­ნა­წე­რი­დან:

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - ერთი რამე მა­ინ­ტე­რე­სებს, თე­ლავ­ში შენ აგირ­ჩი­ეს თუ გუ­ბერ­ნა­ტო­რი? მე მახ­სოვს, რომ შენ აგირ­ჩი­ეს.

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - ერთი გუნ­დი ვართ.

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - ერთი გუნ­დი არ ხართ, შენ მოგ­ცეს ხმა, მე ასე მახ­სოვს.

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - ერთი გუნ­დი ვართ ჩვენ და ერ­თმა­ნე­თის საქ­ცი­ელ­ზე ვა­გებთ პა­სუხს, ერ­თმა­ნე­თის ქმე­დე­ბებ­ზე. რო­გორ, მე ცალ­კე ვი­წიო, იმან ცალ­კე იწი­ოს, პრე­მი­ერ­მა ცალ­კე გან­ცხა­დე­ბე­ბი აკე­თოს და ეგ რა გა­მო­ვა ეხლა მი­თხა­რი...

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - რა ცალ­კე იწი­ოს?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - ერთი გუნ­დი ვართ მეთ­ქი და თუ რა­მეს ვა­კე­თებთ ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ.

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - ე.ი. გუ­ბერ­ნა­ტო­რი ყო­ფი­ლა გამ­გე­ბე­ლიც, რწმუ­ნე­ბუ­ლიც, წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც.

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - გუ­ბერ­ნა­ტო­რი, პრე­მი­ე­რი და კი­დევ ათა­სი ვი­ღაც არის...

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - ალი­კა, ყვე­ლა­ფერს გუ­ბერ­ნა­ტორს რო­გორ უთან­ხმებ, სირ­ცხვი­ლი არ არის?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - მო­მის­მი­ნე, კი­დევ გე­უბ­ნე­ბი, ჩვენ ვართ ერთი გუნ­დი.

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - პო­ლო­ნეთს რომ გა­ვა­გე­ბი­ნებ თქვე­ნი მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თის გამო ვე­რი­კო კო­ბი­აშ­ვი­ლი მოხ­სნეს სამ­სა­ხუ­რი­დან იმი­ტომ, რომ ად­რე­სატს ჩა­ა­ბა­რა-მეთ­ქი ... ხომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იცის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - ალ­ბათ იცის... ეგე­თი რამე ეცო­დი­ნე­ბა.

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - კარ­გი... გივი მეტ­რე­ვე­ლი (გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე) რო­გორ გვყავს?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - სხვა­თა შო­რის ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი, რო­გორც მე, მაგ საქ­მე­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვერ ვშვე­ლით. მეც და მა­გა­ნაც და­ვი­ცა­ვით ვე­რი­კო, რომ ასეა, ასეა, მაგ­რამ გვი­თხრეს, აბა რო­გორ, როცა ფაქ­ტი ასეა. ვნა­ხოთ აბა...

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - რა უნდა ვნა­ხოთ?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - რა უნდა ვქნათ და და­ვი­ცა­დოთ, იქ­ნებ რა­ღა­ცა შევ­ცვა­ლოთ.

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - იქ­ნებ და­ი­თან­ხმოთ ში­ო­ლაშ­ვი­ლი?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - ჯერ ღიად ვტო­ვებთ მაგ სა­კითხს.

მაკა მო­სი­აშ­ვი­ლი - იქ­ნებ და­ი­თან­ხმოთ ში­ო­ლაშ­ვი­ლი?

ალექ­სან­დრე შა­თი­რიშ­ვი­ლი - შევ­ჯერ­დეთ გუნდში.

წყა­რო: ick.ge

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჩანაწერი კახეთის გუბერნატორს ამხელს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

ჩანაწერი კახეთის გუბერნატორს ამხელს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ერევა

ვერიკო კობიაშვილი 2014 წლის 1 სექტემბრიდან 1 იანვრამდე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში მუშაობდა. დეკემბერში მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ტესტირების შედეგად 45 ქულა დააგროვა და გასაუბრებაც გაიარა. გამგებელი მის დანიშვნას სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აპირებდა, მაგრამ კახეთის გუბერნატორის დავალებით, კობიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ვიდრე გასაუბრებაზე გავიდოდი, გამგებელთან საუბრისას მე ასეთი ინფორმაცია მივიღე, რომ ის აპირებდა ჩემს დაწინაურებას. გასაუბრება რომ გავიარე, იმის შემდეგ მითხრა, რომ დაწინაურება კი არა, ხელშეკრულებასაც ვერ გამიგრძელებდა სპეციალისტის პოზიციაზე. გამგებელმა მითხრა, რომ ეს იყო კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის პირადი დირექტივა", - უთხრა ვერიკო კობიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც თელავის გამგებელი ალექსანდრე შათირიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს გუბერნატორთან შეთანხმებით იღებს და ვერიკო კობიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებაც შიოლაშვილთან შეუთანხმებლობის გამო მოხდა. ჩანაწერში გამგებელს ვერიკო კობიაშვილის მეგობარი, მაკა მოსიაშვილი ესაუბრება.

გთავაზობთ მაკა მოსიაშვილისა და ალექსანდრე შათირიშვილის დიალოგს ჩანაწერიდან:

მაკა მოსიაშვილი - ერთი რამე მაინტერესებს, თელავში შენ აგირჩიეს თუ გუბერნატორი? მე მახსოვს, რომ შენ აგირჩიეს.

ალექსანდრე შათირიშვილი - ერთი გუნდი ვართ.

მაკა მოსიაშვილი - ერთი გუნდი არ ხართ, შენ მოგცეს ხმა, მე ასე მახსოვს.

ალექსანდრე შათირიშვილი - ერთი გუნდი ვართ ჩვენ და ერთმანეთის საქციელზე ვაგებთ პასუხს, ერთმანეთის ქმედებებზე. როგორ, მე ცალკე ვიწიო, იმან ცალკე იწიოს, პრემიერმა ცალკე განცხადებები აკეთოს და ეგ რა გამოვა ეხლა მითხარი...

მაკა მოსიაშვილი - რა ცალკე იწიოს?

ალექსანდრე შათირიშვილი - ერთი გუნდი ვართ მეთქი და თუ რამეს ვაკეთებთ ერთად უნდა გავაკეთოთ.

მაკა მოსიაშვილი - ე.ი. გუბერნატორი ყოფილა გამგებელიც, რწმუნებულიც, წარმომადგენელიც.

ალექსანდრე შათირიშვილი - გუბერნატორი, პრემიერი და კიდევ ათასი ვიღაც არის...

მაკა მოსიაშვილი - ალიკა, ყველაფერს გუბერნატორს როგორ უთანხმებ, სირცხვილი არ არის?

ალექსანდრე შათირიშვილი - მომისმინე, კიდევ გეუბნები, ჩვენ ვართ ერთი გუნდი.

მაკა მოსიაშვილი - პოლონეთს რომ გავაგებინებ თქვენი მისალოცი ბარათის გამო ვერიკო კობიაშვილი მოხსნეს სამსახურიდან იმიტომ, რომ ადრესატს ჩააბარა-მეთქი ... ხომ თავიდან ბოლომდე იცის გუბერნატორმა?

ალექსანდრე შათირიშვილი - ალბათ იცის... ეგეთი რამე ეცოდინება.

მაკა მოსიაშვილი - კარგი... გივი მეტრეველი (გუბერნატორის მოადგილე) როგორ გვყავს?

ალექსანდრე შათირიშვილი - სხვათა შორის ძალიან შეწუხებული, როგორც მე, მაგ საქმეზე, მაგრამ ვერაფერს ვერ ვშველით. მეც და მაგანაც დავიცავით ვერიკო, რომ ასეა, ასეა, მაგრამ გვითხრეს, აბა როგორ, როცა ფაქტი ასეა. ვნახოთ აბა...

მაკა მოსიაშვილი - რა უნდა ვნახოთ?

ალექსანდრე შათირიშვილი - რა უნდა ვქნათ და დავიცადოთ, იქნებ რაღაცა შევცვალოთ.

მაკა მოსიაშვილი - იქნებ დაითანხმოთ შიოლაშვილი?

ალექსანდრე შათირიშვილი - ჯერ ღიად ვტოვებთ მაგ საკითხს.

მაკა მოსიაშვილი - იქნებ დაითანხმოთ შიოლაშვილი?

ალექსანდრე შათირიშვილი - შევჯერდეთ გუნდში.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა