პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ განვიხილავ" - "მოულოდნელი კითხვები" სოფია სებისკვერაძეს
"საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ განვიხილავ" - "მოულოდნელი კითხვები" სოფია სებისკვერაძეს

სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს და სა­ხელ­საც არ­ქმევს ხოლ­მე. ჰოდა, მსა­ხი­ობ სო­ფია სე­ბის­კვე­რა­ძე­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი და თა­მა­მი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ნუს­ხა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ზოგი მას სექსსიმ­ბო­ლო­დაც მი­იჩ­ნევს. მოკ­ლედ, თა­ვად რას ფიქ­რობს ამ სა­კი­თხებ­ზე, ბლიც-სე­რი­ა­ში - "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" გა­ირ­კვე­ვა. მას გუ­შინ სა­ღა­მოს შე­ვეხ­მი­ა­ნე.

- სად ხარ?

- თე­ატ­რში შევ­დი­ვარ, ცოტა ხან­ში სპექ­ტაკ­ლი მაქვს.

- რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ?

- ცოტა დაღ­ლილ, დი­ლით რე­პე­ტი­ცია მქონ­და... მაგ­რამ ნორ­მა­ლურ ხა­სი­ათ­ზე ვარ.

- რა სპექ­ტაკ­ლი უნდა ითა­მა­შო?

- ჩა­პე­კის "დედა". ერთ-ერთი შვი­ლის როლი მაქვს, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რია. სამ­წუ­ხა­როდ, იღუ­პე­ბა, კლა­ვენ...

- ვინ არის შენი კერ­პი სცე­ნა­ზე?

- ვინ­მეს გული რომ არ და­წყდეს, თე­ატ­რის მსა­ხი­ობს არ და­ვა­სა­ხე­ლებ და კი­ნომ­სა­ხი­ო­ბე­ბი­დან ვი­ტყვი - მე­რილ სტრი­პი. ის არას­დროს ძველ­დე­ბა და ყო­ველ­თვის ახალ ფე­რებს იყე­ნებს და ამი­ტომ არის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი.

- თა­მამ ქალ­ბა­ტო­ნად მი­გიჩ­ნე­ვენ. რას იტყვი?

- შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მიც ვარ, მაგ­რამ თუ ჩემს შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს, ჩემს ცხოვ­რე­ბას გა­დავ­ხე­დავ, არც ისე თა­მა­მი ვარ. გა­აჩ­ნია, ვინ რო­გორ სა­ზღვრავს, - შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის ვარ კი­დეც, მაგ­რამ უზ­რდე­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. ზოგი თა­მამ­სა და უზ­რდელს აი­გი­ვებს. სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს რის­კი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ ვარ კი­დეც თა­მა­მი, რად­გა­ნაც რისკს არ გა­ვურ­ბი­ვარ...

- თა­მამ­ში რას გუ­ლის­ხმობ, - რო­გორ ხსნი ამას?

- ადა­მი­ა­ნი კომ­პლექ­სე­ბის­გან რაც უფრო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, უფრო თა­მა­მია. რო­დე­საც სი­თა­მა­მე ორ­გა­ნუ­ლია, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი არ არის.

- შენი პერ­სო­ნა სექ­სიმ­ბო­ლოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ეთან­ხმე­ბი ამას?

- ად­ვი­ლი არ არის, იყო სექ­სიმ­ბო­ლო... თუ ვინ­მეს­თვის სექსსიმ­ბო­ლო ვარ, ჩემ­თვის მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ხომ ვამ­ბობ, სექ­სიმ­ბო­ლო­ო­ბა ად­ვი­ლი არ არის.

- სირ­თუ­ლე რა­შია?

- თუ ხარ სა­სურ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, სულ ფორ­მა­ში უნდა იყო და ას­ხი­ვებ­დე სექ­სუ­ა­ლურ ენერ­გი­ას. თუ ას­ხი­ვებ სექ­სუ­ა­ლურ ენერ­გი­ას და სხვე­ბიც ამას აღ­ნიშ­ნა­ვენ, ვფიქ­რობ, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რა­ტო­მაც არა. მე ასეთ სექ­სუ­ა­ლურ სიმ­ბო­ლოდ სა­კუ­თარ თავს არ გან­ვი­ხი­ლავ.

- სჭირ­დე­ბა თუ არა სექ­სიმ­ბო­ლოს ინ­ტე­ლექ­ტი?

- უინ­ტე­ლექ­ტო ადა­მი­ა­ნი არ არის სექ­სუ­ა­ლუ­რი. რაც მეტი ინ­ტე­ლექ­ტი გაქვს, მით მე­ტად სექ­სუ­ა­ლუ­რი ხარ. უინ­ტე­ლექ­ტო ქალი და კაცი ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი...

- ისეთ ვარ­სკვლა­ვო­ბა­ზე თუ გი­ფიქ­რია, რომ დაც­ვით და­დი­ო­დე?

- დაც­ვით სი­ა­რუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, დის­კომ­ფორ­ტი და სტრე­სია, მაგ­რამ თუ მო­მი­წევს ასე­თი ცხოვ­რე­ბა, ალ­ბათ დაც­ვას ავიყ­ვან... ჯერ­ჯე­რო­ბით არ მჭირ­დე­ბა, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პრობ­ლე­მებს თვი­თო­ნაც გა­ვუმკლავ­დე­ბი.

- კა­რა­ტე იცი?

- არა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ვარ.

- ვარ­ჯი­შობ?

- როცა მცა­ლია. სუს­ტი და ნაზი ნამ­დვი­ლად არ ვარ. ფერ-ხორ­ცი­ა­ნი ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა არ მაქვს, მაგ­რამ ძლი­ე­რი ნამ­დვი­ლად ვარ.

- ახ­მე­ტე­ლის თეტრში რე­პერ­ტუ­არ­ში არის სპექ­ტაკ­ლი "ტრუ­სე­ბი", რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ. პრე­მი­ე­რამ­დე არ­სე­ბობ­და მო­ლო­დი­ნი, რომ სკან­და­ლუ­რი სპექ­ტაკ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. რას ნიშ­ნავს შენ­თვის ეს წარ­მოდ­გე­ნა?

- რომ ვთქვა, სკან­და­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი ვარ-მეთ­ქი, არა, რად­გა­ნაც ტრა­გი­კუ­ლი და მძი­მე თე­მაა. ბოლო ორ სცე­ნა­ში ჩემი პერ­სო­ნა­ჟი კი შიშ­ვლდე­ბა, მაგ­რამ ეს გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად არ აღიქ­მე­ბა, რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ეს ალ­ბათ, ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის და რე­ჟი­სო­რი­საც, რომ არ იყო ვულ­გა­რუ­ლი...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ყო­ველ­თვის ბეწ­ვის ხი­დია, რო­ლებს ელო­დე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ერთხე­ლაც ძა­ლი­ან თა­მა­მი რო­ლიც გერ­გოს. თა­ნახ­მა ხარ?

- მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში დავ­თან­ხმდე­ბი, თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რე­ჟი­სო­რი გა­და­ი­ღებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ცუდი რე­ჟი­სო­რი, ცუდი მონ­ტა­ჟი და ცუდი სცე­ნა­რი არის ხოლ­მე, რა­საც არა­ვინ ამ­ბობს. ბო­ლოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რჩე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სცნა­რი, მონ­ტა­ჟი და სწო­რი დრა­მა­ტურ­გია, რა და­ნაკ­ლის­საც ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია გა­ნიც­დის. თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი რე­ჟი­სო­რია, ვინც ამას კარ­გად აკე­თებს. ხომ ვამ­ბობ, უმე­ტე­სად ცუდი რე­ჟი­სო­რე­ბის კი­ნო­ებ­ში ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვი­ჩაგ­რე­ბით.

- მოკ­ლედ, და­თან­ხმდე­ბი მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნალს და კარ­გი რე­ჟი­სო­რის შემ­თხვე­ვა­ში შენ­თვის ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბი ეკ­რან­სა თუ სცე­ნა­ზეც და­საშ­ვე­ბია?

- კი და ასე ფიქ­რობს მგო­ნი, ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი.

- უცხო­ეთ­ში წას­ვლა და იქ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ხომ არ გი­ფიქ­რია?

- კი და ჩემი შვი­ლის გამო ვერ მივ­დი­ვარ. რომ გა­იზ­რდე­ბა, სკო­ლას რომ და­ამ­თავ­რებს, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში წა­ვალთ...

- ევ­რო­პუ­ლი გა­რეგ­ნო­ბა გაქვს და ვფიქ­რობ, რომ იქ რო­გორც მსა­ხი­ობს, გა­გი­მარ­თლებს. რას იტყვი?

- არ მინ­და, ტრა­ბახ­ში ჩა­მით­ვა­ლოთ, მაგ­რამ რამ­დე­ნი უცხო­ე­ლი რე­ჟი­სო­რის ქას­თინგზე ვყო­ფილ­ვარ, როლ­ზე ყო­ველ­თვის და­ვუ­კა­ვე­ბი­ვარ. ისი­ნი მე­ტად მწყა­ლო­ბენ, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი არ ვარ, მაგ­რამ ჩემი გა­რეგ­ნო­ბით შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ ბევ­რნა­ი­რი ტი­პა­ჟი. ქარ­თველ რე­ჟი­სო­რებს ერთი მი­ნუ­სი აქვთ, ქას­თინგზე რო­გორც და­გი­ნა­ხეს, იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბი­დან ვერ გა­მო­დი­ან, ან თუ რამე ითა­მა­შე, სულ მსგავს რო­ლებს გთა­ვა­ზო­ბენ. თე­ატ­რი იმი­ტომ მიყ­ვარს, რომ ამ სივ­რცე­ში შე­მიძ­ლია ვიყო ბავ­შვი, რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი, ჯა­დო­ქა­რი, პრინ­ცე­სა, სცე­ნა­ზე ბევ­რი ფე­რია... მსა­ხი­ო­ბის­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, როცა სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნა­ჟად გარ­და­ი­სა­ხე­ბი.

- ცხოვ­რე­ბა­ში რა აკ­რძალ­ვე­ბი გაქვს?

- ისე უნდა იცხოვ­რო, რომ შენი ხუშ­ტუ­რე­ბით სხვი­სი ფსი­ქი­კა არ და­ა­ზი­ა­ნო, მაგ­რამ ჩვენ ეს კულ­ტუ­რა არ გვაქვს. არა­და, უმე­ტე­სად სხვის ცხოვ­რე­ბა­ში უხე­შად ვე­რე­ვით. ჯო­ბია, თა­ვი­სუფ­ლად ვი­ცხოვ­როთ, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბიც ვიქ­ნე­ბით...

- რო­გორ აფა­სებ დღე­ვან­დელ ქარ­თველ მა­მა­კაცს?

- რთუ­ლია მათი შე­ფა­სე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას ეწყი­ნოს, - ასე­თი არ ვარო. ალ­ბათ, ახა­ლი თა­ო­ბა, ვინც გა­იზ­რდე­ბა და ახლა მო­დის, ისი­ნი გა­მო­ას­წო­რე­ბენ ამ ნაკლს.

ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი ძი­რი­თა­დად ჩაგ­რავს ქალს, შე­იძ­ლე­ბა ხე­ლით არ შე­ე­ხოს, მაგ­რამ მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა იქო­ნი­ოს. ხომ ვამ­ბობ, მჯე­რა იმის, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა და ქალი და მა­მა­კა­ცი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა.

- ზო­გა­დად, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტილს რას ეძა­ხი?

- ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ზოგი თა­ვი­სი სტი­ლით პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ამ ყვე­ლა­ფერს ტა­ტუ­ე­ბით, პირ­სინ­გე­ბით გა­და­ხოტ­რი­ლი თა­ვით, ან ვარ­დის­ფე­რი თმით გა­მო­ხა­ტავს. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს, არ მა­ღი­ზი­ა­ნებს. "იყა­ვი ისე­თი, რო­გო­რიც ხარ, ოღონდ, სხვა არ და­ა­ზი­ა­ნო", - ეს არის ჩემი საყ­ვა­რე­ლი სლო­გა­ნი.

- ლექ­სი­დან რა­ი­მე სტრი­ქო­ნიც გვი­თხა­რი.

- ლექ­სე­ბი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ახლა რაც მახ­სე­ნე­ბა, მი­ნი­ა­ტუ­რი­დან ასე­თი ფრა­ზა: "არა სი­ცო­ცხლე, არა სიკ­ვდი­ლი, არა­მედ რა­ღაც სხვა"...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ განვიხილავ" - "მოულოდნელი კითხვები" სოფია სებისკვერაძეს

"საკუთარ თავს სექსსიმბოლოდ არ განვიხილავ" - "მოულოდნელი კითხვები" სოფია სებისკვერაძეს

საზოგადოება ხომ ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და სახელსაც არქმევს ხოლმე. ჰოდა, მსახიობ სოფია სებისკვერაძესაც თავისუფალი და თამამი ქალბატონების ნუსხაში განიხილავენ. ზოგი მას სექსსიმბოლოდაც მიიჩნევს. მოკლედ, თავად რას ფიქრობს ამ საკითხებზე, ბლიც-სერიაში - "მოულოდნელი კითხვები" გაირკვევა. მას გუშინ საღამოს შევეხმიანე.

- სად ხარ?

- თეატრში შევდივარ, ცოტა ხანში სპექტაკლი მაქვს.

- როგორ ხასიათზე ხარ?

- ცოტა დაღლილ, დილით რეპეტიცია მქონდა... მაგრამ ნორმალურ ხასიათზე ვარ.

- რა სპექტაკლი უნდა ითამაშო?

- ჩაპეკის "დედა". ერთ-ერთი შვილის როლი მაქვს, რომელიც რევოლუციონერია. სამწუხაროდ, იღუპება, კლავენ...

- ვინ არის შენი კერპი სცენაზე?

- ვინმეს გული რომ არ დაწყდეს, თეატრის მსახიობს არ დავასახელებ და კინომსახიობებიდან ვიტყვი - მერილ სტრიპი. ის არასდროს ძველდება და ყოველთვის ახალ ფერებს იყენებს და ამიტომ არის განუმეორებელი.

- თამამ ქალბატონად მიგიჩნევენ. რას იტყვი?

- შეიძლება თამამიც ვარ, მაგრამ თუ ჩემს შესრულებულ როლებს, ჩემს ცხოვრებას გადავხედავ, არც ისე თამამი ვარ. გააჩნია, ვინ როგორ საზღვრავს, - შეიძლება ვიღაცისთვის ვარ კიდეც, მაგრამ უზრდელი ნამდვილად არ ვარ. ზოგი თამამსა და უზრდელს აიგივებს. საერთოდ, მიყვარს რისკი, აქედან გამომდინარე, ალბათ ვარ კიდეც თამამი, რადგანაც რისკს არ გავურბივარ...

- თამამში რას გულისხმობ, - როგორ ხსნი ამას?

- ადამიანი კომპლექსებისგან რაც უფრო გათავისუფლებულია, უფრო თამამია. როდესაც სითამამე ორგანულია, ასეთ შემთხვევაში, ის გამაღიზიანებელი არ არის.

- შენი პერსონა სექსიმბოლოდ განიხილება. ეთანხმები ამას?

- ადვილი არ არის, იყო სექსიმბოლო... თუ ვინმესთვის სექსსიმბოლო ვარ, ჩემთვის მისასალმებელია, ხომ ვამბობ, სექსიმბოლოობა ადვილი არ არის.

- სირთულე რაშია?

- თუ ხარ სასურველი ქალბატონი, სულ ფორმაში უნდა იყო და ასხივებდე სექსუალურ ენერგიას. თუ ასხივებ სექსუალურ ენერგიას და სხვებიც ამას აღნიშნავენ, ვფიქრობ, სასიამოვნოა, რატომაც არა. მე ასეთ სექსუალურ სიმბოლოდ საკუთარ თავს არ განვიხილავ.

- სჭირდება თუ არა სექსიმბოლოს ინტელექტი?

- უინტელექტო ადამიანი არ არის სექსუალური. რაც მეტი ინტელექტი გაქვს, მით მეტად სექსუალური ხარ. უინტელექტო ქალი და კაცი ვერასოდეს იქნება სექსუალური...

- ისეთ ვარსკვლავობაზე თუ გიფიქრია, რომ დაცვით დადიოდე?

- დაცვით სიარული, რამდენადაც ვიცი, დისკომფორტი და სტრესია, მაგრამ თუ მომიწევს ასეთი ცხოვრება, ალბათ დაცვას ავიყვან... ჯერჯერობით არ მჭირდება, ამ სიტუაციაში პრობლემებს თვითონაც გავუმკლავდები.

- კარატე იცი?

- არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ვარ.

- ვარჯიშობ?

- როცა მცალია. სუსტი და ნაზი ნამდვილად არ ვარ. ფერ-ხორციანი ქალის გარეგნობა არ მაქვს, მაგრამ ძლიერი ნამდვილად ვარ.

- ახმეტელის თეტრში რეპერტუარში არის სპექტაკლი "ტრუსები", რომელშიც მონაწილეობ. პრემიერამდე არსებობდა მოლოდინი, რომ სკანდალური სპექტაკლი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. რას ნიშნავს შენთვის ეს წარმოდგენა?

- რომ ვთქვა, სკანდალური პერსონაჟი ვარ-მეთქი, არა, რადგანაც ტრაგიკული და მძიმე თემაა. ბოლო ორ სცენაში ჩემი პერსონაჟი კი შიშვლდება, მაგრამ ეს გამაღიზიანებლად არ აღიქმება, რაც ძალიან მიხარია. ეს ალბათ, ჩემი დამსახურებაც არის და რეჟისორისაც, რომ არ იყო ვულგარული...

- მსახიობობა ყოველთვის ბეწვის ხიდია, როლებს ელოდები და შეიძლება ერთხელაც ძალიან თამამი როლიც გერგოს. თანახმა ხარ?

- მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პროფესიონალი რეჟისორი გადაიღებს. ხშირ შემთხვევაში, ცუდი რეჟისორი, ცუდი მონტაჟი და ცუდი სცენარი არის ხოლმე, რასაც არავინ ამბობს. ბოლოს დაზარალებული მსახიობი რჩება. მნიშვნელოვანია სცნარი, მონტაჟი და სწორი დრამატურგია, რა დანაკლისსაც ჩვენი ქართული კინემატოგრაფია განიცდის. თითზე ჩამოსათვლელი რეჟისორია, ვინც ამას კარგად აკეთებს. ხომ ვამბობ, უმეტესად ცუდი რეჟისორების კინოებში ქართველი მსახიობები ვიჩაგრებით.

- მოკლედ, დათანხმდები მხოლოდ პროფესიონალს და კარგი რეჟისორის შემთხვევაში შენთვის ინტიმური სცენები ეკრანსა თუ სცენაზეც დასაშვებია?

- კი და ასე ფიქრობს მგონი, ბევრი მსახიობი.

- უცხოეთში წასვლა და იქ კარიერის გაგრძელება ხომ არ გიფიქრია?

- კი და ჩემი შვილის გამო ვერ მივდივარ. რომ გაიზრდება, სკოლას რომ დაამთავრებს, ყველა ვარიანტში წავალთ...

- ევროპული გარეგნობა გაქვს და ვფიქრობ, რომ იქ როგორც მსახიობს, გაგიმართლებს. რას იტყვი?

- არ მინდა, ტრაბახში ჩამითვალოთ, მაგრამ რამდენი უცხოელი რეჟისორის ქასთინგზე ვყოფილვარ, როლზე ყოველთვის დავუკავებივარ. ისინი მეტად მწყალობენ, ვიდრე ქართველები. შეიძლება ძალიან ლამაზი არ ვარ, მაგრამ ჩემი გარეგნობით შეუძლიათ მიიღონ ბევრნაირი ტიპაჟი. ქართველ რეჟისორებს ერთი მინუსი აქვთ, ქასთინგზე როგორც დაგინახეს, იმ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოდიან, ან თუ რამე ითამაშე, სულ მსგავს როლებს გთავაზობენ. თეატრი იმიტომ მიყვარს, რომ ამ სივრცეში შემიძლია ვიყო ბავშვი, რევოლუციონერი, ჯადოქარი, პრინცესა, სცენაზე ბევრი ფერია... მსახიობისთვის დიდი სიამოვნებაა, როცა სხვადასხვა პერსონაჟად გარდაისახები.

- ცხოვრებაში რა აკრძალვები გაქვს?

- ისე უნდა იცხოვრო, რომ შენი ხუშტურებით სხვისი ფსიქიკა არ დააზიანო, მაგრამ ჩვენ ეს კულტურა არ გვაქვს. არადა, უმეტესად სხვის ცხოვრებაში უხეშად ვერევით. ჯობია, თავისუფლად ვიცხოვროთ, უფრო საინტერესოებიც ვიქნებით...

- როგორ აფასებ დღევანდელ ქართველ მამაკაცს?

- რთულია მათი შეფასება, შეიძლება, ვიღაცას ეწყინოს, - ასეთი არ ვარო. ალბათ, ახალი თაობა, ვინც გაიზრდება და ახლა მოდის, ისინი გამოასწორებენ ამ ნაკლს.

ქართველი მამაკაცი ძირითადად ჩაგრავს ქალს, შეიძლება ხელით არ შეეხოს, მაგრამ მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება იქონიოს. ხომ ვამბობ, მჯერა იმის, რომ მომავალ თაობაში ეს ყველაფერი გამოსწორდება და ქალი და მამაკაცი თავისუფალი იქნება.

- ზოგადად, თავისუფალი სტილს რას ეძახი?

- ეს ინდივიდუალურია. ზოგი თავისი სტილით პროტესტის ნიშნად, ამ ყველაფერს ტატუებით, პირსინგებით გადახოტრილი თავით, ან ვარდისფერი თმით გამოხატავს. ეს განსხვავებული ადამიანები ძალიან მომწონს, არ მაღიზიანებს. "იყავი ისეთი, როგორიც ხარ, ოღონდ, სხვა არ დააზიანო", - ეს არის ჩემი საყვარელი სლოგანი.

- ლექსიდან რაიმე სტრიქონიც გვითხარი.

- ლექსები არ მიყვარს, მაგრამ ახლა რაც მახსენება, მინიატურიდან ასეთი ფრაზა: "არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება