მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასგან მორალური ზიანისთვის 30 თეთრის გადახდას ითხოვს
 ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასგან მორალური ზიანისთვის 30 თეთრის გადახდას ითხოვს

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პო­ზი­ცი­ის" დი­რექ­ტორს, გუ­რამ ადა­მაშ­ვილს და რე­ჟი­სორ გოგა ხა­ინ­დრა­ვას ცი­ლის­წა­მე­ბი­სათ­ვის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის მი­სა­მარ­თით მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის. კერ­ძოდ, ეკა გი­გა­ურს ადა­მაშ­ვილ­მა 30 დე­კემ­ბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბრა­ლი დას­დო იმა­ში, რომ "მას უშუ­ა­ლოდ აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა­ში". ამას­თან, ადა­მაშ­ვილ­მა და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხა­ინ­დრა­ვა­მაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ მა­შინ, რო­დე­საც ეკა გი­გა­უ­რი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, კად­რე­ბი­სა და სა­ფი­ნან­სო და ლო­ჯის­ტი­კუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, მან 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დაშ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა, რის­თვი­საც ის შემ­დგომ და­ა­წი­ნა­უ­რეს.

საქ­მე შე­ე­ხე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პო­ზი­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რის, გუ­რამ ადა­მაშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­ქი­ვი­დან ამო­ღე­ბულ ორ ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც შემ­დგომ მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვამ ხელ­მე­ო­რედ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2007 წლის 14 ნო­ემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბულ ბრძა­ნე­ბა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ავა­ლებს ეკა გი­გა­ურს, კონ­ტრო­ლი გა­უ­წი­ოს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ხევ­სუ­რეთ­ში მდე­ბა­რე ბა­რი­სა­ხოს სამ­მარ­თვე­ლოს 10 თა­ნამ­შრომ­ლი­სა და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის 8 სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის (მათ შო­რის ბა­რი­სა­ხოს, ლა­გო­დე­ხის, ყაზ­ბე­გის, ასე­ვე ავი­ა­ცი­ის და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის მაშ­ვე­ლე­ბის სა­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სე­ბის) და­ჯილ­დო­ე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პი­რე­ბი მთის რე­გი­ონ­ში ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ზღვრის დაც­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის კარ­გად ჩა­ტა­რე­ბის­თვის და­ჯილ­დოვ­დნენ. ადა­მაშ­ვილ­მა და ხა­ინ­დრა­ვამ წარ­მო­ად­გი­ნეს 2007 წლის 21 ნო­ემ­ბრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი მე­ო­რე ბრძა­ნე­ბა, რომ­ლი­თაც ეკა გი­გა­ურს კა­პიტ­ნის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. თუმ­ცა, ბრძა­ნე­ბა­ში არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ეკა გი­გა­ურ­მა წო­დე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მი­ი­ღო. მე­ტიც, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ეს წო­დე­ბა რა­ი­მე მიღ­წე­ვას­თან იქ­ნე­ბო­და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ეს არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბი, რად­გან ვერც ფუნ­ქცი­უ­რად და ვერც სა­მარ­თლებ­რი­ვად, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვერ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აქ­ცი­ის დამრბე­ვი პი­რე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა­ში.

სიც­რუ­ეს წარ­მო­ად­გენს, რომ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ას და ეკა გი­გა­ურს რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რი ჰქონ­დათ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას­თან. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ისე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბით, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა­ში არ შე­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ შე­იძ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა­ში. ადა­მაშ­ვი­ლის და ხა­ინ­დრა­ვას მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ორი ბრძა­ნე­ბა არა­ვი­თარ კავ­შირ­ში არ არის ერ­თმა­ნეთ­თან და, მით უმე­ტეს, 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩრდილს აყე­ნებს ეკა გი­გა­უ­რის და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლოს" რე­პუ­ტა­ცი­ას და მი­მარ­თუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და, ზო­გა­დად, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა­კენ. შე­სა­ბა­მი­სად, ორ­გა­ნი­ზა­ცია და მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მო­ქა­ლა­ქე­ებს გუ­რამ ადა­მაშ­ვილს და გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას უჩი­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 18.2 მუხ­ლი­სა და სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 6.1 მუხ­ლე­ბით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად. ცი­ლის­წა­მე­ბის, საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით, ეკა გი­გა­უ­რი და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო" ადა­მაშ­ვი­ლი­სა და ხა­ინ­დრა­ვას­გან ქარ­თუ­ლი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ფაქ­ტე­ბის სა­ჯა­როდ უარ­ყო­ფას, ბო­დი­შის მოხ­დას და სიმ­ბო­ლუ­რი თან­ხის, 30 თეთ­რის გა­დახ­დას ითხო­ვენ.

იმე­დი გვაქვს, სა­კი­თხის სა­სა­მარ­თლო და­ვით გა­და­წყვე­ტა და­ას­რუ­ლებს სპე­კუ­ლა­ცი­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მტკივ­ნე­უ­ლი 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის თე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით და, ამავდრო­უ­ლად, მო­ახ­დენს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­სა­მარ­თით მსგავ­სი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას. აქვე მო­ვუ­წო­დებთ ამ პი­რებს, პა­ტი­ვი სცენ იმ მე­სა­ზღვრე­ე­ბის ღირ­სე­ბას, რომ­ლე­ბიც წლე­ბია ღირ­სე­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს და იცა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს, რაც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასგან მორალური ზიანისთვის 30 თეთრის გადახდას ითხოვს

 ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასგან მორალური ზიანისთვის 30 თეთრის გადახდას ითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიციის" დირექტორს, გურამ ადამაშვილს და რეჟისორ გოგა ხაინდრავას ცილისწამებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის. კერძოდ, ეკა გიგაურს ადამაშვილმა 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალი დასდო იმაში, რომ "მას უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში". ამასთან, ადამაშვილმა და, მოგვიანებით, ხაინდრავამაც განაცხადეს, რომ მაშინ, როდესაც ეკა გიგაური სასაზღვრო პოლიციაში საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის, კადრებისა და საფინანსო და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამმართველოები ექვემდებარებოდა, მან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილე სპეცრაზმელები დააჯილდოვა, რისთვისაც ის შემდგომ დააწინაურეს.

საქმე შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიციის" თავმჯდომარის, გურამ ადამაშვილის მიერ წარმოდგენილ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ამოღებულ ორ ბრძანებას, რომელიც შემდგომ მოქალაქე გიორგი ხაინდრავამ ხელმეორედ გამოაქვეყნა. 2007 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სასაზღვრო პოლიციის უფროსი ავალებს ეკა გიგაურს, კონტროლი გაუწიოს სასაზღვრო პოლიციის ხევსურეთში მდებარე ბარისახოს სამმართველოს 10 თანამშრომლისა და სასაზღვრო პოლიციის 8 სამმართველოს უფროსის (მათ შორის ბარისახოს, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ასევე ავიაციის და სწრაფი რეაგირების მაშველების სამართველოს უფროსების) დაჯილდოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პირები მთის რეგიონში ზამთრის პერიოდში საზღვრის დაცვის მოსამზადებელი სამუშაოების კარგად ჩატარებისთვის დაჯილდოვდნენ. ადამაშვილმა და ხაინდრავამ წარმოადგინეს 2007 წლის 21 ნოემბრით დათარიღებული მეორე ბრძანება, რომლითაც ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება მიენიჭა. თუმცა, ბრძანებაში არ არის აღნიშნული, რომ ეკა გიგაურმა წოდება რომელიმე კონკრეტული დამსახურებისთვის მიიღო. მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს წოდება რაიმე მიღწევასთან იქნებოდა დაკავშირებული, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო 7 ნოემბრის მოვლენები, რადგან ვერც ფუნქციურად და ვერც სამართლებრივად, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ვერ მიიღებდა მონაწილეობას აქციის დამრბევი პირების დაჯილდოებაში.

სიცრუეს წარმოადგენს, რომ სასაზღვრო პოლიციას და ეკა გიგაურს რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან. როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე სასაზღვრო პოლიციის დებულებით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მოვალეობაში არ შედის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შესაბამისად, მათ არ შეიძლება, მონაწილეობა მიეღოთ 7 ნოემბრის აქციის დარბევაში. ადამაშვილის და ხაინდრავას მიერ წარმოდგენილი ორი ბრძანება არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან და, მით უმეტეს, 7 ნოემბრის მოვლენებთან. ეს განცხადებები ჩრდილს აყენებს ეკა გიგაურის და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" რეპუტაციას და მიმართულია ორგანიზაციის და, ზოგადად, არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დისკრედიტაციისაკენ. შესაბამისად, ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი მოქალაქეებს გურამ ადამაშვილს და გიორგი ხაინდრავას უჩივიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 6.1 მუხლებით გარანტირებული უფლების დასაცავად. ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ეკა გიგაური და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ადამაშვილისა და ხაინდრავასგან ქართული მედიის საშუალებით ფაქტების საჯაროდ უარყოფას, ბოდიშის მოხდას და სიმბოლური თანხის, 30 თეთრის გადახდას ითხოვენ.

იმედი გვაქვს, საკითხის სასამართლო დავით გადაწყვეტა დაასრულებს სპეკულაციებს საზოგადოებისათვის მტკივნეული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების თემის გამოყენებით და, ამავდროულად, მოახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებების პრევენციას. აქვე მოვუწოდებთ ამ პირებს, პატივი სცენ იმ მესაზღვრეების ღირსებას, რომლებიც წლებია ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს და იცავენ სახელმწიფო საზღვარს, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებასთან არის დაკავშირებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია