პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ" - სოციალურ ქსელში ხუბულოვზე ირაკლი ფირცხალავას განცხადებას ეხმაურებიან
"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ" - სოციალურ ქსელში ხუბულოვზე ირაკლი ფირცხალავას განცხადებას ეხმაურებიან

ხუ­ბუ­ლო­ვი ინ­ფორ­მა­ტო­რი არ ყო­ფი­ლა, ის ვაჟ­კა­ცუ­რად შე­ე­წი­რა ამ ბი­ჭებს, - ამის შე­სა­ხებ გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბულ­მა, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მთელ სტრუქ­ტუ­რას ურ­ჩევ­ნია "ის ორი გარ­დაც­ვლი­ლი", რო­მე­ლიც სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­ე­წი­რა.

"მთელ­მა თბი­ლის­მა იცის, რომ ხუ­ბუ­ლოვს სოდ-ის­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს და ჩემი ძმა მე თვი­თონ და­ვა­კა­ვე. მან მო­ი­ხა­და მო­სახ­დე­ლი და ახლა ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და მა­მაა. მთელს სტრუქ­ტუ­რას ის ორი გარ­დაც­ვლი­ლი მირ­ჩევ­ნია, ვაჟ­კა­ცუ­რად შე­ე­წირ­ნენ ამ ბი­ჭებს. ხუ­ბუ­ლო­ვი ვაჟ­კა­ცი ბიჭი იყო", - გა­ნა­ცხა­და ფირ­ცხა­ლა­ვამ.

ფირ­ცხა­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ბოლო-ბოლო ეს ხუ­ბუ­ლო­ვი კრი­მი­ნა­ლი და ბან­დი­ტი იყო, თუ ვაჟ­კა­ცი? თუ ვაჟ­კა­ცი ბან­დი­ტი? ან ვის შე­ე­წი­რა?! რას ამ­ბობს ეს კაცი?".

და­ვით პა­ი­ჭა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ყა­ჩა­ღე­ბის რო­მან­ტი­ზა­ცია გიკ­ვირს სა­ქარ­თვე­ლო­ში? დათა თუ­თაშ­ხია ვინ იყო ან ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი (ეს უკა­ნას­კნე­ლი და­სა­წყის­ში მა­ინც)".

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი:

"მალე ქურ­დულს რომ მი­აწ­ვეს, არ გა­გიკ­ვირ­დეთ :)))))"

გივი თარ­გა­მა­ძე, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი:

"ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სი­მარ­თლე".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ძმა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის გამო და­ა­კა­ვეს და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ ამის გამო შური იძია.

2006 წლის 2 მა­ი­სის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და კი­დევ 10 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ერთს კი, ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა.

sponsored by ContentRoom

"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ" - სოციალურ ქსელში ხუბულოვზე ირაკლი ფირცხალავას განცხადებას ეხმაურებიან

"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ" - სოციალურ ქსელში ხუბულოვზე ირაკლი ფირცხალავას განცხადებას ეხმაურებიან

ხუბულოვი ინფორმატორი არ ყოფილა, ის ვაჟკაცურად შეეწირა ამ ბიჭებს, - ამის შესახებ გუშინდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მთელ სტრუქტურას ურჩევნია "ის ორი გარდაცვლილი", რომელიც სპეცოპერაციას შეეწირა.

"მთელმა თბილისმა იცის, რომ ხუბულოვს სოდ-ისთვის არაფერი უთქვამს და ჩემი ძმა მე თვითონ დავაკავე. მან მოიხადა მოსახდელი და ახლა ღირსეული მოქალაქე და მამაა. მთელს სტრუქტურას ის ორი გარდაცვლილი მირჩევნია, ვაჟკაცურად შეეწირნენ ამ ბიჭებს. ხუბულოვი ვაჟკაცი ბიჭი იყო", - განაცხადა ფირცხალავამ.

ფირცხალავას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ბოლო-ბოლო ეს ხუბულოვი კრიმინალი და ბანდიტი იყო, თუ ვაჟკაცი? თუ ვაჟკაცი ბანდიტი? ან ვის შეეწირა?! რას ამბობს ეს კაცი?".

დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი:

"ყაჩაღების რომანტიზაცია გიკვირს საქართველოში? დათა თუთაშხია ვინ იყო ან ჯაბა იოსელიანი (ეს უკანასკნელი დასაწყისში მაინც)".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"მალე ქურდულს რომ მიაწვეს, არ გაგიკვირდეთ :)))))"

გივი თარგამაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ირაკლი ფირცხალავას სიმართლე".

როგორც ცნობილია, პროკურატურის ვერსიით, ალექსანდრე ხუბულოვის ინფორმაციის საფუძველზე ირაკლი ფირცხალავას ძმა ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს და სპეცოპერაციის დროს ირაკლი ფირცხალავამ ამის გამო შური იძია.

2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კიდევ 10 პირია დაკავებული. ერთს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს