პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი
"ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

პარ­ტია "იმე­დის" თავ­მჯდო­მა­რე ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სტა­ტუ­სით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა:

"ბევ­რი წლის წინ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რუ­სუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე ჩე­ხო­ვის შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხილ­ვა შემ­ხვდა. გა­ვი­ხა­რე, რად­გან მა­ში­ნაც და ეხ­ლაც ჩე­ხო­ვი ერთ–ერთი ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლი იყო და არის. სიმ­პა­თი­უ­რი, მაგ­რამ ცოტა გა­ა­ვე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ქალი გვყავ­და ლექ­ტო­რი, სულ რომ გგო­ნია, რომ ცის­ტი­ტი აქვს, აი მა­სე­თი. რუ­სუ­ლი კარ­გად ვი­ცო­დი, ჩე­ხო­ვიც თან ვი­ცო­დი, თან მიყ­ვარ­და და ვი­ჯე­ქი ჩემ­თვის არ­ხე­ი­ნად, სა­ნამ ჩემი რიგი მო­ვი­დო­და. პა­სუ­ხი­თაც კარ­გად ვუ­პა­სუ­ხე. და აი, რომ მგო­ნია, უკვე ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა და დიდი ხუ­თი­ა­ნით დედ–მა­მას გა­ვა­ხა­რებ, უცებ მეს­მის შე­კი­თხვა "დონ ჟუ­ან­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­კი­თხვა: დონ ჟუ­ანს რომ გა­დაყ­რო­დი, შე­გა­ბამ­დაო? ზუს­ტად ამ სი­ტყვე­ბით! თან ისე­თი სა­ხით, თით­ქოს ცის­ტიტ­მაც გა­უ­ა­რა. ნუ მე ერთი, რა­საც მივ­ხვდი, შე­კი­თხვა დონ ჟუ­ა­ნის ფე­ნო­მენს ეხე­ბო­და ზო­გა­დად და არა მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩე­ხო­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში დად­გმულ "დონ ჟუ­ანს", და ვუ­პა­სუ­ხე: მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ქა­ლე­ბი შე­ა­ბა და მე რა წი­თე­ლი კოჭი ვარ, რომ ვერ შე­ვე­ბი, რა თქმა უნდა შე­მა­ბამ­და­თქო. ამის თქმა იყო და გა­წიწ­მა­ტე­ბულ­მა ლექ­ტორ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი "პა­ტი­ო­სა­ნი" ქა­ლე­ბის სა­ხე­ლით ერთი ამომ­ხე­და,ასე­თი პა­სუ­ხი სტუ­დენტს არ ეკად­რე­ბაო, მერე თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა და წადი სა­რიშ­ვი­ლი, სა­მი­ა­ნიო, და ამა­ზეც მად­ლო­ბა თქვიო, მო­მა­ხა­ლა. ვერც მა­შინ, ვერც მერე ვე­რაფ­რით ვერ მივ­ხვდი, რას მერ­ჩო­და, ან, სა­ერ­თოდ, ასე­თი შე­კი­თხვა რა­ტომ და­მის­ვა (?!). ალ­ბათ ჰქონ­და რა­ღაც მი­ზე­ზი. მაგ­რამ ეხლა ეს არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვარს, რა­მაც დღეს მე ეს ამ­ბა­ვი გა­მახ­სე­ნა, ბევ­რი წლის შემ­დეგ მივ­ხვდი: ამ ქვე­ყა­ნა­ში ფა­რი­სევ­ლო­ბას უფრო დიდი და­ფა­სე­ბა აქვს. ეს ასეა. სამ­წუ­ხა­როდ".

"უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა ვართ, უუ­ნი­კა­ლუ­რე­სი!

ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა გვაქვს:

ორი წე­ლია, ოპო­ზი­ცი­ას ვებ­რძვით და მთავ­რო­ბას ვი­ცავთ!

თან გვშია, გვწყუ­რია, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა გვინ­და და კი­დევ ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი!

რა ქვია ამას?! – ზუს­ტად ის, რაც ყვე­ლამ გა­ი­ფიქ­რეთ!

ერთი ოც­ნე­ბა არ ეზა­რე­ბო­და ქარ­თველს და ისიც სხვას მი­ა­ბა­რა!

ასე არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ მორ­გე­ბია ამ ქვე­ყა­ნას, რო­გორც ქო­ცუ­რი!

სე­რი­ა­ლი გვაკ­ლდა ჩვენს პა­ტი­ვაყ­რილ, უმო­რა­ლო და მო­ნურ ცხოვ­რე­ბა­ზე და ამა­საც გვა­ნა­ხე­ბენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში 200 ეგ­ზემპლა­რად!

ერთხელ როცა რამე შე­გეშ­ლე­ბა, ეს შეც­დო­მაა!

მე­ო­რედ, მე­სა­მედ, მე­ო­თხედ და ა.შ. – ეს უკვე არ­ჩე­ვა­ნია!

სტა­ტუ­სი რე­ა­ლის­ტუ­რია" - წერს სა­რიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

"ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" სტატუსით ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმიანება:

"ბევრი წლის წინ, უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ჩეხოვის შემოქმედების განხილვა შემხვდა. გავიხარე, რადგან მაშინაც და ეხლაც ჩეხოვი ერთ–ერთი ჩემი უსაყვარლესი მწერალი იყო და არის. სიმპათიური, მაგრამ ცოტა გაავებული გარეგნობის ქალი გვყავდა ლექტორი, სულ რომ გგონია, რომ ცისტიტი აქვს, აი მასეთი. რუსული კარგად ვიცოდი, ჩეხოვიც თან ვიცოდი, თან მიყვარდა და ვიჯექი ჩემთვის არხეინად, სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა. პასუხითაც კარგად ვუპასუხე. და აი, რომ მგონია, უკვე ყველაფერი მორჩა და დიდი ხუთიანით დედ–მამას გავახარებ, უცებ მესმის შეკითხვა "დონ ჟუანთან" დაკავშირებით, ძალიან მოულოდნელი შეკითხვა: დონ ჟუანს რომ გადაყროდი, შეგაბამდაო? ზუსტად ამ სიტყვებით! თან ისეთი სახით, თითქოს ცისტიტმაც გაუარა. ნუ მე ერთი, რასაც მივხვდი, შეკითხვა დონ ჟუანის ფენომენს ეხებოდა ზოგადად და არა მაინცდამაინც ჩეხოვის სახელობის თეატრში დადგმულ "დონ ჟუანს", და ვუპასუხე: მთელი მსოფლიოს ქალები შეაბა და მე რა წითელი კოჭი ვარ, რომ ვერ შევები, რა თქმა უნდა შემაბამდათქო. ამის თქმა იყო და გაწიწმატებულმა ლექტორმა შეურაცხყოფილი "პატიოსანი" ქალების სახელით ერთი ამომხედა,ასეთი პასუხი სტუდენტს არ ეკადრებაო, მერე თვალები მოჭუტა და წადი სარიშვილი, სამიანიო, და ამაზეც მადლობა თქვიო, მომახალა. ვერც მაშინ, ვერც მერე ვერაფრით ვერ მივხვდი, რას მერჩოდა, ან, საერთოდ, ასეთი შეკითხვა რატომ დამისვა (?!). ალბათ ჰქონდა რაღაც მიზეზი. მაგრამ ეხლა ეს არ არის მთავარი. მთავარს, რამაც დღეს მე ეს ამბავი გამახსენა, ბევრი წლის შემდეგ მივხვდი: ამ ქვეყანაში ფარისევლობას უფრო დიდი დაფასება აქვს. ეს ასეა. სამწუხაროდ".

"უნიკალური ქვეყანა ვართ, უუნიკალურესი!

ყველაფერი თავდაყირა გვაქვს:

ორი წელია, ოპოზიციას ვებრძვით და მთავრობას ვიცავთ!

თან გვშია, გვწყურია, სამართლიანობა გვინდა და კიდევ ნათელი მომავალი!

რა ქვია ამას?! – ზუსტად ის, რაც ყველამ გაიფიქრეთ!

ერთი ოცნება არ ეზარებოდა ქართველს და ისიც სხვას მიაბარა!

ასე არც ერთი ხელისუფლება არ მორგებია ამ ქვეყანას, როგორც ქოცური!

სერიალი გვაკლდა ჩვენს პატივაყრილ, უმორალო და მონურ ცხოვრებაზე და ამასაც გვანახებენ უახლოეს მომავალში 200 ეგზემპლარად!

ერთხელ როცა რამე შეგეშლება, ეს შეცდომაა!

მეორედ, მესამედ, მეოთხედ და ა.შ. – ეს უკვე არჩევანია!

სტატუსი რეალისტურია" - წერს სარიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს