საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაავადება შეიძლება გადაგვედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რისკები და რეკომენდაციები
რა დაავადება შეიძლება გადაგვედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რისკები და რეკომენდაციები

ვართ თუ არა მგზავ­რე­ბი და­ცუ­ლი იმის­გან, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბით არ დავ­სნე­ბოვ­ნდეთ, ამ კუ­თხით რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს, რო­გორ და­ვიც­ვათ თავი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან ტრან­სპორ­ტში და სა­ერ­თოდ, ტარ­დე­ბა თუ არა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, რათა მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც ვი­ყოთ და­ცუ­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან.

ისე, რა ამის პა­სუ­ხია და, მეტ­როს ვა­გო­ნებ­შიც ხში­რად მიგ­ვრძნია შარ­დის სუნი და და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლიც ხში­რად ყო­ფი­ლა... მოკ­ლედ, ამ თე­მის ფარ­თოდ გა­საშ­ლე­ლად, სხვა­დას­ხვა დარ­გის სპე­ცი­ა­ლისტს მივ­მარ­თე. ერთ-ერთი პირ­ვე­ლია ნინო გა­ბი­სო­ნია, ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი:

- ზოგ­ჯერ ტრან­სპორ­ტი ისე­თი გა­დავ­სე­ბუ­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ცალ ფეხ­ზეც" კი დგა­ნან. იქ არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე არ ნი­ავ­დე­ბა (ფან­ჯა­რას არ აღე­ბენ), სა­ხე­ლუ­რებს ხელს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჰკი­დებს და აბინ­ძუ­რებს. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­დე­ბის რის­კე­ბი არ­სე­ბობს?

- ასეთ ად­გი­ლებ­ში მოხ­ვედ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­და­დე­ბის დიდი რის­კი არ­სე­ბობს. თქვენ გა­და­ჭე­დი­ლი ტრან­სპორ­ტი ახ­სე­ნეთ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მარ­თლაც, ახლო მან­ძილ­ზე არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან და ხვე­ლით, ცე­მი­ნე­ბით, უბ­რა­ლოდ, ამო­ნა­სუნ­თქი­თაც კი ხდე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. მით უმე­ტეს, თუ საკ­მა­ოდ ახლო მან­ძილ­ზე არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან, ასე 20-30 სან­ტი­მეტ­რის და­შო­რე­ბით. ის კი არა, ზოგ­ჯერ ერთ მეტრზე და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, და­ცე­მი­ნე­ბი­სას, დახ­ვე­ლე­ბი­სას მა­ინც ხდე­ბა დას­ნე­ბოვ­ნე­ბა, ანუ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ამო­ნა­სუნ­თქით, ამო­ნახ­ვე­ლით, და­ცე­მი­ნე­ბით ვრცელ­დე­ბა, ვირუ­სი ცხვირ-ხა­ხა­ში ხვდე­ბა და თუ ადა­მი­ანს და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს, ად­ვი­ლად და­ა­ვად­დე­ბა ისე­თი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, რო­გორც არის რი­ნი­ტი, გრი­პი და ა.შ.

ამის გარ­და, ტრან­სპორ­ტში დას­ნე­ბოვ­ნე­ბის რის­კე­ბი კა­ნის და­ა­ვა­დე­ბე­ბის კუ­თხი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ანუ ხდე­ბა დერ­მა­ტი­ტე­ბის გა­და­დე­ბა.

დიახ, ამ კუ­თხით დას­ნე­ბოვ­ნე­ბის დიდი შან­სი არ­სე­ბობს, თუ იქ მოხ­ვდე­ბა კა­ნის პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (მა­გა­ლი­თად, მუნი) მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. რო­დე­საც ავად­მყო­ფი ტრან­სპორ­ტში სა­ხე­ლურს ჰკი­დებს ხელს და მერე მის ნა­თი­თუ­რებს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ე­ხე­ბა (თუ კან­ზეც პა­ტა­რა დე­ფექ­ტე­ბი აქვს), ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ა­ვად­დეს კა­ნის პა­რა­ზი­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით.

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვარ­ძლებს, იქი­დან დას­ნე­ბოვ­ნე­ბის რა რის­კე­ბი არ­სე­ბობს?

- იგი­ვეა აქაც. თუ მგზავ­რი ტან­საც­მლით ეხე­ბა სა­ვარ­ძელს, სა­შიშ­რო­ე­ბა არ არის, თუ შიშ­ვე­ლი კა­ნით (ფეხი, ხელი) მოხ­ვდა და შემ­დეგ ამ ად­გილს ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ასე­ვე შიშ­ვე­ლი კა­ნით შე­ე­ხო, თუ კანს მცი­რე დე­ფექ­ტიც აქვს, აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ვად­დე­ბა.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- ხელს რომ ხში­რი და­ბა­ნა უნდა, ამა­ზე აღარ მინ­და სა­უ­ბა­რი... მოკ­ლედ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი კულ­ტუ­რაა, რო­დე­საც ხარ ავად და ადი­ხარ ტრან­სპორ­ტში, ნი­ღა­ბი უნდა გა­ი­კე­თო, რად­გა­ნაც ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის გამო მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ნიღ­ბით ვერ ივ­ლის.

- ვი­საც კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა აქვს, ის რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს?

- ესეც მისი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. თუ გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა, გამ­წვა­ვე­ბის პე­რი­ო­დი აქვს, თან, მკურ­ნა­ლობს და თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი გა­და­ად­გი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ეცა­დოს, ჰი­გი­ე­ნუ­რი ხელ­თათ­მა­ნე­ბი გა­ი­კე­თოს...

- რა­საც ალ­ბათ, არა­ვინ აკე­თებს. ეს და­უ­დევ­რო­ბაა... რო­გორ უნდა მოხ­დეს ტრან­სპორ­ტის დე­ზინფექ­ცია?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს სა­ვარ­ძლე­ბის სა­ხე­ლუ­რე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით და­მუ­შა­ვე­ბა, ანუ იმ ად­გი­ლე­ბის, რა­საც ადა­მი­ა­ნი ეხე­ბა. ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ეს კეთ­დე­ბა.

ამის შემ­დეგ შე­ვეხ­მი­ა­ნეთ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ზო­გა­დად, სა­დე­ზინ­ფე­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რა სიხ­ში­რით ტარ­დე­ბა?

ნუცა ხი­დირ­ბე­გიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

- ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია მეტ­რო და ავ­ტო­ბუ­სე­ბი, სა­დაც ყო­ველ­დღე ტარ­დე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. მეტ­როს ვა­გო­ნე­ბი რო­გორც კი სა­მუ­შა­ოს და­ამ­თავ­რე­ბენ და დე­პო­ში შე­დი­ან, უამ­რა­ვი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ტრან­სპორ­ტის და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე ზრუნ­ვას იწყებს. რო­გორც გა­რე­დან ხდე­ბა კა­პი­ტა­ლუ­რი გაწ­მენ­და, ძი­რი­თა­დად, გა­რე­ცხვა, ასე­ვე შიგ­ნით წმენ­დენ.

- შიგ­ნით რო­გორ იწ­მინ­დე­ბა?

- სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით ასუფ­თა­ვე­ბენ ვა­გო­ნებს და ავ­ტო­ბუ­სის სა­ლო­ნებს, ანუ იგი­ვე ხდე­ბა ავტბუ­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. რო­დე­საც ისი­ნი ავ­ტო­პარ­კებ­ში შე­დი­ან, მან­ქა­ნე­ბი ირე­ცხე­ბა, შემ­დეგ მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით ამუ­შა­ვე­ბენ. სა­ერ­თოდ, ორი სა­ხის (დე­რა­ტი­ზა­ცია და დე­ზინ­ფექ­ცია) და­სუფ­თა­ვე­ბა ხდე­ბა, რო­გორც მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის, ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბის.

- რა არის დე­რა­ტი­ზა­ცია?

- სა­ლო­ნებ­ში მღრღნე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხსნა­რებს იყე­ნე­ბენ. მოკ­ლედ, იწ­მინ­დე­ბა რო­გორც სა­ვარ­ძლე­ბი, ასე­ვე მთლი­ა­ნად ვა­გო­ნი, სა­ხე­ლუ­რე­ბი, შუ­შე­ბი; დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სას კი მწე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხსნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა.

- ზოგ­ჯერ ისე­თი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია ტრან­სპორ­ტი, რომ ცოტა და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც კია, რომ ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი ყო­ველ­დღე ტარ­დე­ბა?

- სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ყო­ველ­დღე ტარ­დე­ბა, ეს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კომ­ფორ­ტუ­ლი მგზავ­რო­ბის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ხომ გე­უბ­ნე­ბით, არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბი, ზოგი ია­ტა­კის­თვის, ზოგი შუ­შის­თვის, ზოგი კედ­ლე­ბის­თვის, სა­ხე­ლუ­რე­ბის­თვის და ა.შ. რომ­ლი­თაც ხდე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის და­სუფ­თა­ვე­ბა.

პ.ს. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია ამ სა­მუ­შა­ო­ებს ყო­ველ­დღე მარ­თლაც ატა­რებს, თუმ­ცა ამის შე­მოწ­მე­ბაც შე­იძ­ლე­ბა... მაგ­რამ სა­ნამ ამას შე­ვა­მოწ­მებთ, ბევ­რი რამ ჩვენ­ზეც, ანუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კულ­ტუ­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა დაავადება შეიძლება გადაგვედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რისკები და რეკომენდაციები

რა დაავადება შეიძლება გადაგვედოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რისკები და რეკომენდაციები

ვართ თუ არა მგზავრები დაცული იმისგან, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ამა თუ იმ დაავადებით არ დავსნებოვნდეთ, ამ კუთხით რა რისკები არსებობს, როგორ დავიცვათ თავი ინფექციებისგან ტრანსპორტში და საერთოდ, ტარდება თუ არა სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რათა მეტ-ნაკლებად მაინც ვიყოთ დაცულები დაავადებებისგან.

ისე, რა ამის პასუხია და, მეტროს ვაგონებშიც ხშირად მიგვრძნია შარდის სუნი და დაბინძურებულიც ხშირად ყოფილა... მოკლედ, ამ თემის ფართოდ გასაშლელად, სხვადასხვა დარგის სპეციალისტს მივმართე. ერთ-ერთი პირველია ნინო გაბისონია, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტი:

- ზოგჯერ ტრანსპორტი ისეთი გადავსებულია, ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომ "ცალ ფეხზეც" კი დგანან. იქ არსებული სივრცე არ ნიავდება (ფანჯარას არ აღებენ), სახელურებს ხელს უამრავი ადამიანი ჰკიდებს და აბინძურებს. ასეთ სიტუაციაში რა დაავადებების გადადების რისკები არსებობს?

- ასეთ ადგილებში მოხვედრისას, პირველ რიგში, მწვავე რესპირატორული დაავადების გადადების დიდი რისკი არსებობს. თქვენ გადაჭედილი ტრანსპორტი ახსენეთ, მოქალაქეები მართლაც, ახლო მანძილზე არიან ერთმანეთთან და ხველით, ცემინებით, უბრალოდ, ამონასუნთქითაც კი ხდება დაინფიცირება. მით უმეტეს, თუ საკმაოდ ახლო მანძილზე არიან ერთმანეთთან, ასე 20-30 სანტიმეტრის დაშორებით. ის კი არა, ზოგჯერ ერთ მეტრზე დაცილების შემთხვევაშიც, დაცემინებისას, დახველებისას მაინც ხდება დასნებოვნება, ანუ ჰაერწვეთოვანი ინფექციები ამონასუნთქით, ამონახველით, დაცემინებით ვრცელდება, ვირუსი ცხვირ-ხახაში ხვდება და თუ ადამიანს დაბალი იმუნიტეტი აქვს, ადვილად დაავადდება ისეთი ინფექციებით, როგორც არის რინიტი, გრიპი და ა.შ.

ამის გარდა, ტრანსპორტში დასნებოვნების რისკები კანის დაავადებების კუთხითაც არის შესაძლებელი, ანუ ხდება დერმატიტების გადადება.

დიახ, ამ კუთხით დასნებოვნების დიდი შანსი არსებობს, თუ იქ მოხვდება კანის პარაზიტული დაავადებების (მაგალითად, მუნი) მქონე ადამიანი. როდესაც ავადმყოფი ტრანსპორტში სახელურს ჰკიდებს ხელს და მერე მის ნათითურებს ჯანმრთელი ადამიანი შეეხება (თუ კანზეც პატარა დეფექტები აქვს), ადვილი შესაძლებელია, დაავადდეს კანის პარაზიტული დაავადებებით.

- რაც შეეხება სავარძლებს, იქიდან დასნებოვნების რა რისკები არსებობს?

- იგივეა აქაც. თუ მგზავრი ტანსაცმლით ეხება სავარძელს, საშიშროება არ არის, თუ შიშველი კანით (ფეხი, ხელი) მოხვდა და შემდეგ ამ ადგილს ჯანმრთელი ადამიანი ასევე შიშველი კანით შეეხო, თუ კანს მცირე დეფექტიც აქვს, აუცილებლად დაავადდება.

- რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ?

- ხელს რომ ხშირი დაბანა უნდა, ამაზე აღარ მინდა საუბარი... მოკლედ, ელემენტარული კულტურაა, როდესაც ხარ ავად და ადიხარ ტრანსპორტში, ნიღაბი უნდა გაიკეთო, რადგანაც ასეთი პაციენტების გამო მთელი მოსახლეობა ნიღბით ვერ ივლის.

- ვისაც კანის დაავადება აქვს, ის როგორ უნდა მოიქცეს?

- ესეც მისი კულტურის ნაწილია. თუ გადამდები დაავადებაა, გამწვავების პერიოდი აქვს, თან, მკურნალობს და თან, აუცილებელია მისი გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ჰიგიენური ხელთათმანები გაიკეთოს...

- რასაც ალბათ, არავინ აკეთებს. ეს დაუდევრობაა... როგორ უნდა მოხდეს ტრანსპორტის დეზინფექცია?

- აუცილებლად უნდა მოხდეს სავარძლების სახელურების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, ანუ იმ ადგილების, რასაც ადამიანი ეხება. ძალიან მეეჭვება, რომ ეს კეთდება.

ამის შემდეგ შევეხმიანეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

- საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზოგადად, სადეზინფეციო სამუშაოები რა სიხშირით ტარდება?

ნუცა ხიდირბეგიშვილი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი:

- ჩვენს კომპანიაში დაქვემდებარებაშია მეტრო და ავტობუსები, სადაც ყოველდღე ტარდება დასუფთავების სამუშაოები. მეტროს ვაგონები როგორც კი სამუშაოს დაამთავრებენ და დეპოში შედიან, უამრავი ჩვენი თანამშრომელი ტრანსპორტის დასუფთავებაზე ზრუნვას იწყებს. როგორც გარედან ხდება კაპიტალური გაწმენდა, ძირითადად, გარეცხვა, ასევე შიგნით წმენდენ.

- შიგნით როგორ იწმინდება?

- სპეციალური ხსნარებით ასუფთავებენ ვაგონებს და ავტობუსის სალონებს, ანუ იგივე ხდება ავტბუსებთან დაკავშირებითაც. როდესაც ისინი ავტოპარკებში შედიან, მანქანები ირეცხება, შემდეგ მათ სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ. საერთოდ, ორი სახის (დერატიზაცია და დეზინფექცია) დასუფთავება ხდება, როგორც მეტროს ვაგონების, ასევე ავტობუსების.

- რა არის დერატიზაცია?

- სალონებში მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარებს იყენებენ. მოკლედ, იწმინდება როგორც სავარძლები, ასევე მთლიანად ვაგონი, სახელურები, შუშები; დეზინფექციისას კი მწერების საწინააღმდეგო ხსნარის გამოყენება ხდება.

- ზოგჯერ ისეთი დაბინძურებულია ტრანსპორტი, რომ ცოტა დაუჯერებელიც კია, რომ ეს პროცედურები ყოველდღე ტარდება?

- სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღე ტარდება, ეს ჩვენი მოქალაქეების კომფორტული მგზავრობისთვის არის აუცილებელი. ხომ გეუბნებით, არის სპეციალური ხსნარები, ზოგი იატაკისთვის, ზოგი შუშისთვის, ზოგი კედლებისთვის, სახელურებისთვის და ა.შ. რომლითაც ხდება ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასუფთავება.

პ.ს. იმედი ვიქონიოთ, რომ სატრანსპორტო კომპანია ამ სამუშაოებს ყოველდღე მართლაც ატარებს, თუმცა ამის შემოწმებაც შეიძლება... მაგრამ სანამ ამას შევამოწმებთ, ბევრი რამ ჩვენზეც, ანუ მოქალაქეების კულტურაზეა დამოკიდებული...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია