ამ წუთებში "ბიბლუსი გალერისთან" რიგია. ამის მიზეზი პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული ბესტსელერის, გეილ ფორმანის წიგნის, "თუ დავრჩები" 2 ლარად გაყიდვაა.
აღნიშნული წიგნი დღეს "ბიბლუსი გალერიში" მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთი საათით, 8 ლარის ნაცვლად 2 ლარად გაიყიდება. ჭავჭავაძეზე, "ბიბლუსი გალერის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითთა ტროტუარზე გადაადგილება შეუძლებელია. ადგილზე უამრავი ახალგაზრდა იმყოფება, რომლებსაც წიგნის შეძენა სურთ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში თინეიჯერები ამბობენ, მათი დიდი მოწონება დაიმსახურა ფილმმა "თუ დავრჩები" და წიგნის ყიდვაც აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს.
წიგნის 2 ლარად გაყიდვა რამდეგიმე წუთში დაიწყება, თუმცა "ბიბლუსი გალერისთან" უკვე ძალიან დიდი რიგია.
წიგნი პროექტ LiberTeens -ის ფარგლებში გამოიცა. პროექტის მონაწილე თინიეიჯერებმა ეს და სხვა წიგნები, რომლებიც მომავალში გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი"" - ასეთია სლოგანი, რომელიც იმ მოზარდებს აერთიანებს, რომლებიც LiberTeens-ის წევრები არიან.
პროექტის პირველი წიგნი ,,ლაბირინთში მორბენალი" გაყიდვაში დეკემბერში გამოვიდა და უპრეცედენტო გამოხმაურება ჰქონდა. პირველ დღეს აქციაზე წიგნის შესაძენად რიგში 1000-მდე ადამიანი იდგა.