მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟვანიასა და უსუპოვის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას ბრალი წარედგინა
ჟვანიასა და უსუპოვის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას ბრალი წარედგინა

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს მა­მუ­კა გვა­რა­მი­ას და ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს რ. ლა­ზა­რი­ას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­უ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"2015 წლის 31 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ: სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს მა­მუ­კა გვა­რა­მი­ა­სა და ლ. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს როს­ტომ ლა­ზა­რი­ას. საქ­მე ეხე­ბა მ. გვა­რა­მი­ა­სა და რ. ლა­ზა­რი­ას მიერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი: 2005 წლის 03 თე­ბერ­ვალს, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან ერ­თად, გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ე­ვა­ლათ თბი­ლი­სის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს იმ­ჟა­მინ­დელ რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რორს მა­მუ­კა გვა­რა­მი­ა­სა და პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წეს როს­ტომ ლა­ზა­რი­ას.

გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, მო­ცე­მულ საქ­მე­ზე შექ­მნი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ფაქ­ტობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო მ. გვა­რა­მია, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ატა­რებ­და საქ­მი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ისეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას პი­რა­დი დაც­ვის წევ­რე­ბის, მათ შო­რის: კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას და­კი­თხვებს, რო­მელ­თა ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და საქ­მე­ზე რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა.

და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მუ­კა გვა­რა­მი­ა­სა და როს­ტომ ლა­ზა­რი­ას, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წევ­რებს, ევა­ლე­ბო­დათ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი წე­სით, ობი­ექ­ტუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი და ყო­ველ­მხრი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და იმ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნი იქ­ნე­ბო­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე "ცხელ კვალ­ზე" მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბის გზით, ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, მ. გვა­რა­მი­ამ და რ. ლა­ზა­რი­ამ, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მო­ახ­დი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცია. კერ­ძოდ:

2005 წლის 04 თე­ბერ­ვალს, მა­მუ­კა გვა­რა­მი­ამ მოწ­მის სა­ხით და­კი­თხა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას პი­რა­დი დაც­ვის წევ­რი მი­ხე­ილ ძა­ძა­მია. ჩვე­ნე­ბა­ში და­ფიქ­სირ­და, რომ თით­ქოს­და 2005 წლის 02 თე­ბერ­ვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 23:50 სა­ათ­ზე, მ. ძა­ძა­მი­ამ ქ. თბი­ლის­ში, სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში ზ. ჟვა­ნი­ას მი­თი­თე­ბით შე­ი­ძი­ნა: ერთი ბოთ­ლი კო­ნი­ა­კი "ძა­ლი­ან ძვე­ლი", "ნი­კო­რას" ფირ­მის სო­სი­სი, ძეხ­ვი, ორი ბოთ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი წვე­ნი, რის შემ­დე­გაც მი­ვიდ­ნენ ქ. თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს ქუჩა №53ა-ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში.

მას შემ­დეგ, რაც შემ­თხვე­ვით გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ზ. ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტი მუ­შა­ობ­და 22:00 სა­ა­თამ­დე და შე­სა­ბა­მი­სად ძა­ძა­მია ვერ შე­ი­ძენ­და ჩვე­ნე­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას, მა­მუ­კა გვა­რა­მი­ამ, 2005 წლის 10 თე­ბერ­ვალს და­მა­ტე­ბით და­კი­თხა მი­ხე­ილ ძა­ძა­მია და ჩვე­ნე­ბა­ში და­ა­ფიქ­სი­რა, რომ თით­ქოს­და 2005 წლის 2 თე­ბერ­ვალს სას­მე­ლი და პრო­დუქ­ტე­ბი შე­ი­ძი­ნა არა სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კეტ­ში, არა­მედ სა­ბურ­თა­ლოს №37ა-ში მდე­ბა­რე სა­დღე­ღა­მი­სო სუ­პერ­მარ­კეტ "ლილე"-ში.

მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას მიერ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სას­მე­ლი­სა და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ტა­ნის ფაქ­ტის მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის მა­მუ­კა გვა­რა­მი­ამ, როს­ტომ ლა­ზა­რი­ას­თან ერ­თად, შე­ად­გი­ნა ყალ­ბი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმი და გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ბა­ზის ყალ­ბი ამო­ნა­წე­რი მას­ზედ, რომ თით­ქოს­და მათ 2005 წლის 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლოს ქუჩა №37ა-ში მდე­ბა­რე სა­დღე­ღა­მი­სო სუ­პერ­მარ­კეტ "ლილე"-ში მო­ახ­დი­ნეს გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ბა­ზის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქმს და­ურ­თეს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ამო­ნა­წე­რი, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა თით­ქოს­და ხელ­მო­წე­რით და­ა­დას­ტუ­რეს სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მში და გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ბა­ზის ამო­ნა­წერ­ში მა­მუ­კა გვა­რა­მი­ამ და როს­ტომ ლა­ზა­რი­ამ და­ა­ფიქ­სი­რეს ზუს­ტად იმა­ვე კო­დის მქო­ნე სას­მე­ლი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლე­ბიც აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. მ. გვა­რა­მი­ამ და რ. ლა­ზა­რი­ამ იცოდ­ნენ რა, რომ სუ­პერ­მარ­კეტ "ლილე"-ს კომ­პი­უ­ტე­რულ ბა­ზა­ში არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას ჩვე­ნე­ბა­ში აღ­წე­რი­ლი და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი სას­მე­ლი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, არ ასა­ხეს სუ­პერ­მარ­კეტ "ლილე"-ში გა­ყი­დუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ამ­სახ­ველ კომ­პი­უ­ტე­რულ ბა­ზა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მო­ახ­დი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზი­თა და სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­კი­თხვე­ბით.

გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ოქმი და ამო­ნა­წე­რი, რო­გორც საქ­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მა­მუ­კა გვა­რა­მი­ამ და როს­ტომ ლა­ზა­რი­ამ მო­ა­თავ­სეს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, რი­თაც გამ­ყა­რე­ბუ­ლი იქნა იმ­ჟა­მად პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბი­ნა­ში, სა­დაც ზ. ჟვა­ნი­ა­სა და რ. უსუ­პო­ვის გვა­მე­ბი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, მა­გი­და­ზე გაშ­ლი­ლი იყო სუფ­რა, ხოლო სუფ­რა­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო ის სას­მე­ლე­ბი და პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­მოთ­ვლი­ლია სუ­პერ­მარ­კეტ "ლი­ლეს"" რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყალ­ბე­ბულ ამო­ნა­წერ­ში.

მ. გვა­რა­მი­ა­სა და რ. ლა­ზა­რი­ას ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია მძი­მე შე­დე­გი. კერ­ძოდ: შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ზრაზ და­მა­ხინ­ჯე­ბით ხელი შე­ე­შა­ლა საქ­მე­ზე ობი­ექ­ტუ­რი, სრულ­ყო­ფი­ლი და ყო­ველ­მხრი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, შე­დე­გად არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი.

2015 წლის 29 იან­ვარს პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მ.გვა­რა­მი­ა­სა და რ.ლა­ზა­რი­ას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბის მი­ღე­ბის თო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ არ იქნა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი.

მა­მუ­კა გვა­რა­მი­ას და როს­ტომ ლა­ზა­რი­ას ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვთ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 369-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას სა­მი­დან შვიდ წლამ­დე ვა­დით.

2015 წლის 4 თე­ბერ­ვალს პრო­კუ­რა­ტუ­რამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მ.გვა­რა­მი­ა­სა და რ.ლა­ზა­რი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჟვანიასა და უსუპოვის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას ბრალი წარედგინა

ჟვანიასა და უსუპოვის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს, მამუკა გვარამიას ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს რ. ლაზარიას ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურაურის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"2015 წლის 31 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება წარედგინათ: საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიასა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას. საქმე ეხება მ. გვარამიასა და რ. ლაზარიას მიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას.

გამოძიებით დადგენილია შემდეგი: 2005 წლის 03 თებერვალს, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებთან ერთად, გამოძიების წარმოება დაევალათ თბილისის ვაკე-საბურთალოს იმჟამინდელ რაიონულ პროკურორს მამუკა გვარამიასა და პროკურორის თანაშემწეს როსტომ ლაზარიას.

გამოძიების პირველ ეტაპზე, მოცემულ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო ჯგუფის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო მ. გვარამია, რომელიც უშუალოდ ატარებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ საგამოძიებო მოქმედებებს, როგორებიცაა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრების, მათ შორის: კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაკითხვებს, რომელთა ობიექტურად ჩატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე რეალური გარემოებების დადგენა.

დაკავებული თანამდებობებიდან გამომდინარე, მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას, როგორც საგამოძიებო ჯგუფის წევრებს, ევალებოდათ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების წარმოება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა მიზანი იქნებოდა სისხლის სამართლის საქმეზე "ცხელ კვალზე" მტკიცებულებათა მოპოვების გზით, ჭეშმარიტების დადგენა.

მიუხედავად აღნიშნულისა, მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის შესახებ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. კერძოდ:

2005 წლის 04 თებერვალს, მამუკა გვარამიამ მოწმის სახით დაკითხა ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია. ჩვენებაში დაფიქსირდა, რომ თითქოსდა 2005 წლის 02 თებერვალს, დაახლოებით 23:50 საათზე, მ. ძაძამიამ ქ. თბილისში, სააკაძის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში ზ. ჟვანიას მითითებით შეიძინა: ერთი ბოთლი კონიაკი "ძალიან ძველი", "ნიკორას" ფირმის სოსისი, ძეხვი, ორი ბოთლი ნატურალური წვენი, რის შემდეგაც მივიდნენ ქ. თბილისში, საბურთალოს ქუჩა №53ა-ში მდებარე ბინაში.

მას შემდეგ, რაც შემთხვევით გამოძიებისთვის ზ. ჟვანიას ოჯახის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტი მუშაობდა 22:00 საათამდე და შესაბამისად ძაძამია ვერ შეიძენდა ჩვენებაში დაფიქსირებულ პროდუქციას, მამუკა გვარამიამ, 2005 წლის 10 თებერვალს დამატებით დაკითხა მიხეილ ძაძამია და ჩვენებაში დააფიქსირა, რომ თითქოსდა 2005 წლის 2 თებერვალს სასმელი და პროდუქტები შეიძინა არა სააკაძის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში, არამედ საბურთალოს №37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ "ლილე"-ში.

მიხეილ ძაძამიას მიერ შემთხვევის ადგილზე სასმელისა და საკვები პროდუქტების მიტანის ფაქტის მეტი დამაჯერებლობისთვის მამუკა გვარამიამ, როსტომ ლაზარიასთან ერთად, შეადგინა ყალბი დათვალიერების ოქმი და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ყალბი ამონაწერი მასზედ, რომ თითქოსდა მათ 2005 წლის 11 თებერვალს თბილისში, საბურთალოს ქუჩა №37ა-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტ "ლილე"-ში მოახდინეს გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის დათვალიერება და დათვალიერების ოქმს დაურთეს რეალიზებული პროდუქციის ამსახველი ამონაწერი, ხოლო აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა თითქოსდა ხელმოწერით დაადასტურეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა. დათვალიერების ოქმში და გაყიდული პროდუქციის ამსახველი კომპიუტერული ბაზის ამონაწერში მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ დააფიქსირეს ზუსტად იმავე კოდის მქონე სასმელი და საკვები პროდუქტები, რომელებიც აღმოჩენილი იქნა შემთხვევის ადგილზე. მ. გვარამიამ და რ. ლაზარიამ იცოდნენ რა, რომ სუპერმარკეტ "ლილე"-ს კომპიუტერულ ბაზაში არ იყო დაფიქსირებული მიხეილ ძაძამიას ჩვენებაში აღწერილი და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სასმელი და საკვები პროდუქტები, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ ასახეს სუპერმარკეტ "ლილე"-ში გაყიდული პროდუქციის ამსახველ კომპიუტერულ ბაზაში არსებული რეალური მონაცემები და მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. აღნიშნული დადასტურებულია გამოძიების პროცესში ჩატარებული ექსპერტიზითა და სუპერმარკეტის თანამშრომლების დაკითხვებით.

გაყალბებული ოქმი და ამონაწერი, როგორც საქმის მტკიცებულება, მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ მოათავსეს ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რითაც გამყარებული იქნა იმჟამად პროკურატურის მიერ გაცხადებული ვერსია, რომლის თანახმადაც ბინაში, სადაც ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გვამები იქნა აღმოჩენილი, მაგიდაზე გაშლილი იყო სუფრა, ხოლო სუფრაზე მოთავსებული იყო ის სასმელები და პროდუქტები, რომლებიც ჩამოთვლილია სუპერმარკეტ ,,ლილეს"" რეალიზებული პროდუქციის გაყალბებულ ამონაწერში.

მ. გვარამიასა და რ. ლაზარიას ქმედებამ გამოიწვია მძიმე შედეგი. კერძოდ: შემთხვევის ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობის განზრაზ დამახინჯებით ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებას, შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

2015 წლის 29 იანვარს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას დაკავების შესახებ განჩინების მიღების თობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული.

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.

2015 წლის 4 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულების მ.გვარამიასა და რ.ლაზარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ