Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის რადამ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა
უკრაინის რადამ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა

უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ ქვეყ­ნის ექ­სპრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩს პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი ჩა­მო­არ­თვა. "უნი­ა­ნის" ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას 281-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი. უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის სტა­ტუსს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ინარ­ჩუ­ნებს, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, თუ მას იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით არ გა­და­ა­ყე­ნე­ბენ. ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი 2010 წლის 25 თე­ბერ­ვალს აირ­ჩი­ეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტად, გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში კი ის კი­ევ­ში მა­სობ­რი­ვი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­და­ა­ყე­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ია­ნუ­კო­ვი­ჩი და სხვა არა­ერ­თი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამ დრო­ი­სათ­ვის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია, ის სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უკრაინის რადამ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა

უკრაინის რადამ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს პრეზიდენტის სტატუსი ჩამოართვა. "უნიანის" ცნობით, აღნიშნულ ინიციატივას 281-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის სტატუსს სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას იმპიჩმენტის წესით არ გადააყენებენ. ვიქტორ იანუკოვიჩი 2010 წლის 25 თებერვალს აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად, გასული წლის თებერვალში კი ის კიევში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადააყენეს. მოგვიანებით, იანუკოვიჩი და სხვა არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულეს. ზოგიერთ მათგანზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ამ დროისათვის ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი უცნობია, ის სავარაუდოდ, კვლავ რუსეთში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა