სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე''
''ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე''

მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ტა როხ­ვა­ძე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, ჰყავს ბენ­დი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მღე­რის კლუ­ბებ­ში, თუმ­ცა სურს, ქვეყ­ნის ფარ­გლებს გას­ცდეს, მალე ახალ ალ­ბომ­ზე იწყებს მუ­შა­ო­ბას... ამას­თა­ნა­ვე, უკვე და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს პრო­ექ­ტი ერთ-ერთ დი­ჯე­ის­თან ერ­თად, რო­მელ­საც მსმე­ნელს სულ მალე წა­რუდ­გენს.

მომ­ღე­რალს ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ზო­გა­დად, ტრა­დი­ცი­უ­ლი ვარ, თუმ­ცა არის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არ მეს­მის, მა­გა­ლი­თად, თა­მა­დის ინ­სტი­ტუ­ტი... თა­მა­დას კი არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი, პი­რი­ქით, მეც ძა­ლი­ან კარ­გი თა­მა­დო­ბა შე­მიძ­ლია და ვფიქ­რობ, სუფ­რას უნდა ჰყავ­დეს წი­ნამ­ძღო­ლი, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს კარ­გად ჩა­ა­ტა­რებს, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის­ცემს ცეკ­ვის, სიმ­ღე­რის, გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სუფ­რის წევ­რე­ბი ხე­ლის აწე­ვით ელა­პარ­კონ და სულ მას უს­მი­ნონ.

- რას ფიქ­რობ მა­ჭანკლო­ბა­ზე?

- მა­ჭანკლო­ბის ფე­ნო­მენს ვერ ჩავ­წვდი. ჩემი აზ­რით, მა­ჭან­კა­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ორი ადა­მი­ა­ნის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით იღებს სარ­გე­ბელს. თო­რემ, ჩემს ბიჭ მე­გო­ბარს ჩემი მე­გო­ბა­რი გოგო რომ გა­ვაც­ნო და ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დეთ, მეც მა­ჭან­კა­ლი გა­მოვ­დი­ვარ?

- რაც შე­ე­ხე­ბა გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დის თე­მას.

- ვე­თან­ხმე­ბი იმას, რომ წყვილ­მა ოჯა­ხის შექ­მნამ­დე გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ერ­თად უნდა იცხოვ­როს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე ჯერ ერ­თთან ვი­ცხოვ­რო, არ მო­მე­წო­ნოს, გა­და­ვი­ნაც­ვლო მე­ო­რეს­თან, მერე მე­სა­მეს­თან და ა.შ. ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებ­მა გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დო­ბა სულ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს და მათ­თვის პარტნი­ო­რის ხში­რი ცვლა თით­ქოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი გახ­და, რაც კარ­გი ნამ­დვი­ლად არაა. როცა ადა­მი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად მო­მე­წო­ნე­ბა, არ ვიცი, მას­თან ერ­თად ერთ სახ­ლში ვი­ცხოვ­რებ თუ არა, მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი, იმ­დე­ნად ხში­რად ვი­ყოთ ერ­თად, რომ ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვიც­ნო და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ჭი­რო არ იყოს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

''ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე''

''ძალიან მომწონს, რომ ახლავს ქორწილს პირველი ღამე''

მომღერალი მარიტა როხვაძე შემოქმედებითად ძალიან აქტიურია, ჰყავს ბენდი, რომელთან ერთადაც მღერის კლუბებში, თუმცა სურს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს, მალე ახალ ალბომზე იწყებს მუშაობას... ამასთანავე, უკვე დამუშავებული აქვს პროექტი ერთ-ერთ დიჯეისთან ერთად, რომელსაც მსმენელს სულ მალე წარუდგენს.

მომღერალს ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ზოგადად, ტრადიციული ვარ, თუმცა არის თემები, რომლებიც არ მესმის, მაგალითად, თამადის ინსტიტუტი... თამადას კი არ ვეწინააღმდეგები, პირიქით, მეც ძალიან კარგი თამადობა შემიძლია და ვფიქრობ, სუფრას უნდა ჰყავდეს წინამძღოლი, რომელიც საღამოს კარგად ჩაატარებს, დამსწრე საზოგადოებას მისცემს ცეკვის, სიმღერის, გართობის საშუალებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუფრის წევრები ხელის აწევით ელაპარკონ და სულ მას უსმინონ.

- რას ფიქრობ მაჭანკლობაზე?

- მაჭანკლობის ფენომენს ვერ ჩავწვდი. ჩემი აზრით, მაჭანკალი არის ადამიანი, რომელიც ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებით იღებს სარგებელს. თორემ, ჩემს ბიჭ მეგობარს ჩემი მეგობარი გოგო რომ გავაცნო და ერთმანეთი შეუყვარდეთ, მეც მაჭანკალი გამოვდივარ?

- რაც შეეხება გერლფრენდ-ბოიფრენდის თემას.

- ვეთანხმები იმას, რომ წყვილმა ოჯახის შექმნამდე გარკვეული დროით ერთად უნდა იცხოვროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჯერ ერთთან ვიცხოვრო, არ მომეწონოს, გადავინაცვლო მეორესთან, მერე მესამესთან და ა.შ. ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, პატარა გოგო-ბიჭებმა გერლფრენდ-ბოიფრენდობა სულ სხვანაირად გაიგეს და მათთვის პარტნიორის ხშირი ცვლა თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რაც კარგი ნამდვილად არაა. როცა ადამიანი სერიოზულად მომეწონება, არ ვიცი, მასთან ერთად ერთ სახლში ვიცხოვრებ თუ არა, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, იმდენად ხშირად ვიყოთ ერთად, რომ ძალიან კარგად გავიცნო და ახლო ურთიერთობა საჭირო არ იყოს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება