გოგონა კლდიდან გადაიჩეხა, მას შემდეგ, რაც ხელი სთხოვეს

გოგონა კლდიდან გადაიჩეხა, მას შემდეგ, რაც ხელი სთხოვეს

ესპანეთის კუნძულ იბიცაზე გოგონა კლდიდან გადაიჩეხა, მას შემდეგ, რაც მისმა შეყვარებულმა სთხოვა ცოლობა.

29 წლის ქალი ბულგარეთის მოქალაქე იყო, რომელიც კუნძულზე მეგობართან ჩავიდა. ბიჭმა ის სასეირნოდ დაპატიჟა დიდი კლდის ტერიტორიაზე, სადაც ულამაზესი ხედი იშლება და ამ რომანტიკულ გარემოში ხელი სთხოვა.

გოგონამ სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო, რის შედეგადაც წონასწორობა დაკარგა და 20 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადაიჩეხა.

როდესაც შემთხვევის ადგილზე ექიმები მივიდნენ, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს