ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ახლობლები სასამართლოს დარბაზში შესვლას კვლავ ითხოვენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ახლობლები სასამართლოს დარბაზში შესვლას კვლავ ითხოვენ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ახლობლები სასამართლოს დარბაზში შესვლას კვლავ ითხოვენ ე.წ.კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ახლობლები სასამართლოს დარბაზში შესვლას უშედეგოდ ითხოვენ. საქალაქო სასამართლოში 11 პირის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს, დარბაზის გარეთ კი, გარდაცვლილთა ახლობლები იმყოფებიან. საქალაქო სასამართლოში მისული არის გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი. როგორც ია მეტრეველი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიეცა პროცესზე შესვლის საშუალება.

"ეს არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი. მე მსურს, ჩემი პროტესტი გამოვხატო მკვლელების მიმართ. ვეთანხმები მე პროკურატურას და მოვითხოვ, რომ შეეფარდოთ პატიმრობა. თუმცა აქ არ არიან სრულად ის პირები და დამნაშავეები წარმოდგენილი, ვისზეც ბატონ იური ვაზაგაშვილს ჰქონდა პრეტენზია", - განაცხადა ია მეტრეველმა.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან ასევე ადვოკატები ირმა ჭკადუა, მალხაზ ჯანგირაშვილი, ასევე მისულები არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურამ 11 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ. დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიცირების მუხლების წარუდგინეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ