პარტნიორები:

    როგორ ამზადებენ სპორტის სასახლეს ალენ დელონისა და პაატა ბურჭულაძისთვის (+ფოტო)

    როგორ ამზადებენ სპორტის სასახლეს ალენ დელონისა და პაატა ბურჭულაძისთვის (+ფოტო)

    2015 წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" დიდი ქართველი საოპერო მომღერლის - პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სიურპრიზებით აღსავსე, გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს.

    კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, "არტპალასის" მოწვევით, საქართველოს ესტუმრება 15-მდე ქართველი და უცხოელი მსოფლიო ვარსკვლავი. ქართველი და უცხოელი პრიმადონები მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილეს ულოცავენ.

    ამ გრანდიოზულ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი, ნანა მირიანი (ქავთარაშვილი) და უცხოელი პრიმადონები: მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა.

    სპეციალურად ამ დღისათვის ერთიანდება ორი სიმფონიური ორკესტრი: ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორი მაესტრო უდირიჟორებს - ჯანლუკა მარჩიანო და ნიკოლოზ რაჭველი.

    გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე - ლიანა ისაკაძე.

    სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი" პაატა ბურჭულაძის საიუბილეო თარიღისთვის აქტიურად აგრძელებს მზადებას.

    საგანგებოდ ამ თარიღისათვის სპორტის სასახლეში შენდება უპრეცედენტო 600 კვ.მ-იანი სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.

    ჩანაფიქრის მიხედვით. სპეციალურად ამ დღისთვის აგებული ორი სცენა ერთმანეთთან ხიდით იქნება დაკავშირებული, რომელიც ერთიანობაში ვიოლინოს გასაღების ფორმას მიიღებს.

    პროექტის გენერალური სპონსორის, სამშენებლო კომპანია "ჯი-დი-ჯი"-ს დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე:

    "არტპალასის" შემოთავაზებას, ვყოფილიყავით ამ პროექტის გენერალური სპონსორი, პირველივე შეხვედრაზე დავთანხმდით. როგორც რიგითი ქართველისა და როგორც სამშენებლო კომპანია "ჯი-დი-ჯი"-ს ერთ-ერთი დამფუძნებლისთვის, დიდი პატივია, იყო პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილეს გენერალური სპონსორი და ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე.

    ბატონ პაატა ბურჭულაძეს არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს უდიდეს მომღერლად".

    პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო.

    მონაწილეების ოფიციალური გადამყვანია გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზა".

    პროექტის პარტნიორები არიან:

    გაზეთი "კვირის პალიტრა", ტელეკომპანია "იმედი", myvideo.ge, outdoor.ge, სარეკლამო კომპანია " ემ ეს ჯგუფი"; რადიოები: "ფორტუნა", "არ დაიდარდო", "ავტორადიო" და "ფორტუნა+"; ჟურნალი OK!, გაზეთი Georgia Today, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"; "ექსპო ჯორჯია".

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია