მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?
ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გოგი­ა­შვი­ლი დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლეს ბი­ნის უკა­ნო­ნო მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ 2012 წელს ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლე დოდო ხვი­ტი­ამ სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლა და სა­ლო­მეს ოჯა­ხის ბი­ნი­დან გა­სახ­ლე­ბა ან 100 ათა­სი ლარი მო­ი­თხო­ვა, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი 2013 წელს გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" სა­უბ­რობ­და. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ჩემს ოჯახს თბი­ლის­ში, ქო­ბუ­ლე­თის ქუ­ჩა­ზე, მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლი ჰქონ­და. ოცი წლის წინ მა­მას ("ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" მომ­ღე­რა­ლი, აწ გარ­დაც­ვლი­ლი დათო გო­გი­აშ­ვი­ლი - თ.ბ.) მშე­ნე­ბელ­მა გრი­გოლ ხვი­ტი­ამ შეს­თა­ვა­ზა ამ სახ­ლის დან­გრე­ვა და მის ად­გი­ლას კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა. მა­მას მე­გობ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ყვე­ლას ჩა­ე­დო თან­ხა და ამ კორ­პუს­ში შე­ე­ძი­ნათ ბი­ნე­ბი. გრი­გოლ ხვი­ტი­ამ აიღო ფული და მხო­ლოდ შე­ნო­ბის სა­ძირ­კვე­ლი გაჭ­რა. შე­დე­გად ჩემი და მა­მას ოჯა­ხი ქუ­ჩა­ში დარ­ჩა. 9 წლის შემ­დეგ მა­მამ იპო­ვა სხვა მშე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­საც თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და და ამი­ტომ უფრო პა­ტა­რა ბინა მოგ­ვცეს, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნას ამ პი­რო­ბებ­ზე და­თან­ხმე­ბა ჯობ­და. გრი­გოლ ხვი­ტი­ამ კი აღე­ბუ­ლი თან­ხით ქუ­თა­ის­ში სკო­ლა იყი­და.

გრი­გოლ ხვი­ტია ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სი­მამ­რია. რო­გორც კი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ პო­ლი­ცი­ა­ში პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რა, სა­სა­მარ­თლო­დან მოგ­ვი­ვი­და უწყე­ბა, რო­მელ­შიც ეწე­რა, ნინო ხვი­ტი­ამ გა­ნა­ცხა­და, თქვენს კორ­პუს­ში ბინა ეკუთ­ვნი­სო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხვი­ტი­ას ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქონ­და. და­ვი­ქი­რა­ვეთ ად­ვო­კა­ტე­ბი, საქ­მე შე­ის­წავ­ლეს და გვი­თხრეს, რომ ხვი­ტი­ას ამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის კა­ნო­ნი­ე­რი გზით მო­გე­ბის შან­სი არ ჰქონ­და... მაგ­რამ რად­გან საქ­მის უკან იდგა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, საქ­მე წა­ვა­გეთ. დაგ­ვე­კის­რა ფირ­ცხა­ლა­ვას ოჯა­ხის­თვის 100 000 ლა­რის გა­დახ­და.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?

ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ სალომე გოგიაშვილს სახლი წაართვა?

ტელეწამყვანი სალომე გოგი­ა­შვილი დიდუბე-ჩუღურე­თის პო­ლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს ბინის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ 2012 წელს ფირცხალავას მეუღლე დოდო ხვიტიამ სასამართლოში იჩივლა და სალომეს ოჯახის ბინიდან გასახლება ან 100 ათასი ლარი მოითხოვა, - ამის შესახებ ტელეწამყვანი 2013 წელს გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბრობდა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- ჩემს ოჯახს თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აშენებული ისტორიული სახლი ჰქონდა. ოცი წლის წინ მამას ("ქართული ხმების" მომღერალი, აწ გარდაცვლილი დათო გოგიაშვილი - თ.ბ.) მშენებელმა გრიგოლ ხვიტიამ შესთავაზა ამ სახლის დანგრევა და მის ადგილას კორპუსის აშენება. მამას მეგობრებმა გადაწყვიტეს, ყველას ჩაედო თანხა და ამ კორპუსში შეეძინათ ბინები. გრიგოლ ხვიტიამ აიღო ფული და მხოლოდ შენობის საძირკველი გაჭრა. შედეგად ჩემი და მამას ოჯახი ქუჩაში დარჩა. 9 წლის შემდეგ მამამ იპოვა სხვა მშენებელი, რომელსაც თავისი პირობები ჰქონდა და ამიტომ უფრო პატარა ბინა მოგვცეს, მაგრამ ქუჩაში დარჩენას ამ პირობებზე დათანხმება ჯობდა. გრიგოლ ხვიტიამ კი აღებული თანხით ქუთაისში სკოლა იყიდა.

გრიგოლ ხვიტია ირაკლი ფირცხალავას სიმამრია. როგორც კი ირაკლი ფირცხალავამ პოლიციაში პოზიციები გაიმყარა, სასამართლოდან მოგვივიდა უწყება, რომელშიც ეწერა, ნინო ხვიტიამ განაცხადა, თქვენს კორპუსში ბინა ეკუთვნისო. აღსანიშნავია, რომ ხვიტიას ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. დავიქირავეთ ადვოკატები, საქმე შეისწავლეს და გვითხრეს, რომ ხვიტიას ამ სასამართლო პროცესის კანონიერი გზით მოგების შანსი არ ჰქონდა... მაგრამ რადგან საქმის უკან იდგა ირაკლი ფირცხალავა, საქმე წავაგეთ. დაგვეკისრა ფირცხალავას ოჯახისთვის 100 000 ლარის გადახდა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია