პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ
გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნის" ეთერ­ში, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე და გუ­რამ დო­ნა­ძე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. და­პი­რის­პი­რე­ბა 2004 წელს, წე­რე­თელ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვას მოჰ­ყვა.

გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, "პირ­ველ რა­დი­ოს" გუ­რამ დო­ნა­ძის დამ გა­ნუ­ცხა­და, რომ დო­ნა­ძის მშობ­ლე­ბი, მა­რი­ნა და როს­ტომ დო­ნა­ძე­ე­ბი სოსო რო­ბა­ქი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩელს შე­ი­ტა­ნენ. მი­ზე­ზად თოქ­შოუ "არ­ჩე­ვან­ში" სოსო რო­ბა­ქი­ძის მიერ დარ­ღვე­უ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცია და მუ­ქა­რა და­სა­ხელ­და. გუ­რამ დო­ნა­ძის ოჯა­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს.

"ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სოსო რო­ბა­ქი­ძე გუ­რამ დო­ნა­ძეს ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ით და­ე­მუქ­რა. ასე­ვე და­არ­ღვია უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმ­ცია, ისა­უბ­რა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ჯა­როდ მოხ­სე­ნი­ე­ბი­სას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი არ უნდა იყოს. ჩვენ ხვალ შე­ვი­ტანთ სარ­ჩელს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და და­ვა­ყე­ნებთ სოსო რო­ბა­ქი­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს,"- აცხა­დე­ბენ გუ­რამ დო­ნა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ გა­და­ცე­მა­ში გუ­რამ დო­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი არ მი­უ­ძღვით და ბოლო პე­რი­ოდ­ში საქ­მით პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა­ზეც სოსო რო­ბა­ქი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს ტყვია კი არ გა­უ­ვარ­დათ, ყვე­ლა ბი­ჭის და­ხოც­ვა უნ­დო­დათ. "ახლა სპე­ცო­პე­რა­ცია და­არ­ქვეს და გა­უ­ვარ­დათ ტყვია თურ­მე. მერე რა გა­გი­ვარ­დათ, 3-5 ბი­ჭის და­პა­ტიმ­რე­ბა – ეგეც გა­გი­ვარ­დათ?! არა­კა­ცუ­რად ბავ­შვს რომ არ უშ­ვე­ლეთ, ეგეც გა­გი­ვარ­დათ?! ერთი მე გა­მი­ვარ­დე­ბა და გაჩ­ვე­ნებ მერე, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი რომ არ გიშ­ვე­ლის არა­ვინ და რო­გორ იქ­ნე­ბა, მი­ი­ღოს ეს ყვე­ლამ თა­ვის თავ­ზე. თუ გა­გი­ვარ­დათ, შტე­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყო­ფილ­ხართ და მა­გა­ზეც და­სა­ჭე­რი ხართ", - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

გურამ დონაძის მშობლები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და გურამ დონაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება 2004 წელს, წერეთელზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების განხილვას მოჰყვა.

გადაცემის დასრულების შემდეგ, "პირველ რადიოს" გურამ დონაძის დამ განუცხადა, რომ დონაძის მშობლები, მარინა და როსტომ დონაძეები სოსო რობაქიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ. მიზეზად თოქშოუ "არჩევანში" სოსო რობაქიძის მიერ დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმცია და მუქარა დასახელდა. გურამ დონაძის ოჯახი პროკურატურის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

"ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სოსო რობაქიძე გურამ დონაძეს ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა. ასევე დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმცია, ისაუბრა მის პირად ცხოვრებაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საჯაროდ მოხსენიებისას, რაც საზოგადოების განსახილველი საკითხი არ უნდა იყოს. ჩვენ ხვალ შევიტანთ სარჩელს პროკურატურაში და დავაყენებთ სოსო რობაქიძის პასუხისმგებლობის საკითხს,"- აცხადებენ გურამ დონაძის ოჯახის წევრები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გადაცემაში გურამ დონაძემ განაცხადა, რომ რობაქიძის საქმეში ბრალდებულ პირებს რობაქიძის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვით და ბოლო პერიოდში საქმით პოლიტიკური სპეკულირება მიმდინარეობს, რაზეც სოსო რობაქიძემ უპასუხა, რომ პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ყველა ბიჭის დახოცვა უნდოდათ. "ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ", - განაცხადა რობაქიძემ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა