საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი
"ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი

დღეს "რუს­თა­ვი2"-ის ეთერ­ში 2002 წელს და­ღუ­პუ­ლი გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მა­მამ გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ო­რე არ­ხის პრო­ექტ "გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი რე­პორ­ტი­ო­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი იყო, ვინც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ თქვა, რომ მას ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე ესა­უბ­რა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მან ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ეს წე­რი­ლი თით­ქოს ერ­თგვა­რი პა­სუ­ხია ლე­ვან გა­ბუ­ნი­ას დღე­ვან­დე­ლი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ.

"მწე­რენ "რუს­თა­ვი-2-ში" გა­სუ­ლი გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც გა­ბუ­ნია გა­მო­ვი­და და ბრა­ლი დას­დო ვა­ზა­გაშ­ვი­ლებს. შვილს იმა­ში, რომ მკვლე­ლი იყო, მა­მას იმა­ში - რომ კრი­მი­ნა­ლი იყო. ამ ბა­ტონ­თან დღეს ისა­უბ­რეს ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და ეს ამ გა­და­ცე­მამ­დე იყო. ვე­ლო­დე­ბო­დით ჩა­წე­რა­ზე, მაგ­რამ არ მო­ვი­და. მას­თან ბევ­რი კი­თხვა გვაქვს. კი­თხვე­ბის წინ კი - სამ­ძი­მა­რი და ბო­დი­ში მინ­დო­და მეთ­ქვა. დიახ, იმა­ში ვე­თან­ხმე­ბი, რომ გა­ბუ­ნია და პა­პუ­აშ­ვი­ლიც ვი­ღა­ცის შვი­ლე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნიც იმ ბი­ჭებს შო­რის უნდა მო­იხ­სე­ნი­ე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩებ­ში ჩა­ხო­ცეს გა­ნუ­კი­თხა­ვად და რო­მელ­თა სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზე­ბი დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია. კი­დევ ერთი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც ჯერ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის, შემ­დეგ კი მის­მა მემ­კვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩი­დი­ნეს, ის არის, რომ გა­ურ­კვე­ვე­ლი და ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი და­ტო­ვეს ყვე­ლა საქ­მე, მათ შო­რის - არა მხო­ლოდ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ხუ­ბუ­ლო­ვის, არა­მედ პა­პუ­აშ­ვი­ლი­სა და გა­ბუ­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეც.

არ დავ­მა­ლავ, როცა ბა­ტონ იური ვა­ზა­გაშ­ვილს შევ­ხვდი, მქონ­და გულ­ში ეს სა­ჩო­თი­რო მო­მენ­ტი. მო­ვა­ხერ­ხე და რა­ღაც ფორ­მით ვკი­თხე ამა­ზე. შევ­თან­ხმდით, რომ ამა­ზეც უნდა გვე­მუ­შა­ვა - ბა­ტონ იუ­რის ჰქონ­და ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი არ იყო გა­რე­უ­ლი ამ ბი­ჭე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში. სამ­წუ­ხა­როა, რომ ბა­ტონ იუ­რის ესეც არ დას­ცალ­და.

და კი­დევ ერთი - რისი თქმა უნდა "რუს­თა­ვი-2-ს"? ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი კი­დეც რომ კრი­მი­ნა­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ხუ­ბუ­ლო­ვი - ორ­ჯერ კრი­მი­ნა­ლი - ქუ­ჩა­ში უნდა ჩა­ე­ხო­ცათ ცხო­ვე­ლე­ბი­ვით? მათი ტვი­ნი და სის­ხლი უნდა და­ენ­თხი­ათ მა­ინც და მა­ინც ქა­ლაქ­ში? ასე­თი "სა­მარ­თა­ლი" და" კა­ნო­ნის" ასე­თი ნორ­მე­ბი არ­სე­ბობ­და? ჰა! ბა­რემ აღი­ა­რონ, რომ არ­სე­ბობ­და! " - წერს ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ|"ვა­ზა­გაშ­ვილ­მა შვი­ლი მო­მიკ­ლა, იურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლიც კრი­მი­ნა­ლი იყო" - ლე­ვან გა­ბუ­ნი­ას სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა

"ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი

"ბატონ იურის ჰქონდა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში" - ლია ტოკლიკიშვილი

დღეს "რუსთავი2"-ის ეთერში  2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამამ გარდაცვლილი ვაზაგაშვილების შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პროექტ "გამომძიებელი რეპორტიორის" ხელმძღვანელი, ლია ტოკლიკიშვილი პირველი იყო, ვინც იური ვაზაგაშვილის დაღუპვის შემდეგ თქვა, რომ მას ნახევარი საათით ადრე ესაუბრა.

რამდენიმე წუთის წინ მან ფეისბუქის პირად გვერდზე კიდევ ერთი საინტერესო წერილი გამოაქვეყნა. ეს წერილი თითქოს ერთგვარი პასუხია ლევან გაბუნიას დღევანდელი ბრალდების შემდეგ.

"მწერენ "რუსთავი-2-ში" გასული გადაცემის შესახებ, რომელშიც გაბუნია გამოვიდა და ბრალი დასდო ვაზაგაშვილებს. შვილს იმაში, რომ მკვლელი იყო, მამას იმაში - რომ კრიმინალი იყო. ამ ბატონთან დღეს ისაუბრეს ჩვენმა ჟურნალისტებმა და ეს ამ გადაცემამდე იყო. ველოდებოდით ჩაწერაზე, მაგრამ არ მოვიდა. მასთან ბევრი კითხვა გვაქვს. კითხვების წინ კი - სამძიმარი და ბოდიში მინდოდა მეთქვა. დიახ, იმაში ვეთანხმები, რომ გაბუნია და პაპუაშვილიც ვიღაცის შვილები იყვნენ და ისინიც იმ ბიჭებს შორის უნდა მოიხსენიებოდნენ, რომლებიც ქუჩებში ჩახოცეს განუკითხავად და რომელთა სიკვდილის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც ჯერ ნაციონალების, შემდეგ კი მისმა მემკვიდრე ხელისუფლებამ ჩიდინეს, ის არის, რომ გაურკვეველი და ობიექტურად გამოუძიებელი დატოვეს ყველა საქმე, მათ შორის - არა მხოლოდ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის, არამედ პაპუაშვილისა და გაბუნიას მკვლელობის საქმეც.

არ დავმალავ, როცა ბატონ იური ვაზაგაშვილს შევხვდი, მქონდა გულში ეს საჩოთირო მომენტი. მოვახერხე და რაღაც ფორმით ვკითხე ამაზე. შევთანხმდით, რომ ამაზეც უნდა გვემუშავა - ბატონ იურის ჰქონდა ყველა მტკიცებულება, რომ ზურა ვაზაგაშვილი არ იყო გარეული ამ ბიჭების მკვლელობის საქმეში. სამწუხაროა, რომ ბატონ იურის ესეც არ დასცალდა.

და კიდევ ერთი - რისი თქმა უნდა "რუსთავი-2-ს"? ზურა ვაზაგაშვილი კიდეც რომ კრიმინალი ყოფილიყო და ხუბულოვი - ორჯერ კრიმინალი - ქუჩაში უნდა ჩაეხოცათ ცხოველებივით? მათი ტვინი და სისხლი უნდა დაენთხიათ მაინც და მაინც ქალაქში? ასეთი "სამართალი" და" კანონის" ასეთი ნორმები არსებობდა? ჰა! ბარემ აღიარონ, რომ არსებობდა! " - წერს ტოკლიკიშვილი.

დაგაინტერესებთ| "ვაზაგაშვილმა შვილი მომიკლა, იურა ვაზაგაშვილიც კრიმინალი იყო" - ლევან გაბუნიას სკანდალური განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს