მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედია, ეს ნაძირალა საკადრის პასუხს მიიღებს!" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ცააძეზე
"იმედია, ეს ნაძირალა საკადრის პასუხს მიიღებს!" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ცააძეზე

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 11 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბულ­თა შო­რი­საა შსს-ს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ძებ­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ცა­ა­ძე.

რო­გორც საქ­მე­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი: "ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლის შე­წყვე­ტის­თა­ნა­ვე, ე.წ. "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის" მო­ნა­წი­ლე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ძებ­რო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ცა­ა­ძე, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი ფირ­ცხალ­ვას მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის, თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში დარ­წუ­ნე­ბის მიზ­ნით, მი­უ­ახ­ლოვ­და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავ­ტო­მო­ბილს და თან­ნა­ქო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მო­ახ­დი­ნა სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლე­ბი, სა­ლო­ნის წინა ნა­წილ­ში მჯდო­მი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მი­სა­მარ­თით".

გუ­შინ გი­ორ­გი ცა­ა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი მის­ცა.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­მი­რე­კა, მთხო­ვა მივ­სუ­ლი­ყა­ვი სახ­ლთან. სახ­ლთან რომ მი­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე სპეც­ნა­ზი, მან­ქა­ნე­ბი და გა­დავ­წყვი­ტე, მივ­სუ­ლი­ყა­ვი მე თვი­თონ... რა გან­ზა­რახ მკვლე­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, გვეს­რო­ლეს და ეს­რო­ლა სპეც­ნაზ­მა. კრი­მი­ნა­ლებ­მა გვეს­რო­ლეს და ეს­რო­ლეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ცა­ა­ძემ.

ცა­ა­ძის გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

"რო­გორ და­მა­ვი­წყდა ამ ნა­ძი­რა­ლას ხსე­ნე­ბა მა­შინ, "იმე­დის" ეთერ­ში... თა­ვის დრო­ზე ჩემი უბ­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო - შე­ვარ­დნა­ძის ოპე­რი­სა და ვა­ნოს პო­ლი­ცი­ე­ლის ნა­ზა­ვი. იმე­დია, სა­კად­რის პა­სუხს მი­ი­ღებს!", - და­წე­რა გამ­სა­ხურ­დი­ამ.

გამ­სა­ხურ­დის "ფე­ის­ბუქ-მე­გობ­რებს" შო­რის ცა­ა­ძეს დამ­ცვე­ლი გა­მო­უჩ­ნდა:

- მე ამ ადა­მი­ანს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ მას ისე­თი კარ­გი გაზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს, ერ­თე­უ­ლი რო­მაა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ისე­თი, მე­ეჭ­ვე­ბა, ნა­ძი­რა­ლას ღი­რე­ბუ­ლე­ბი­სა და მემ­კვიდ­რე­ო­ბი­დან იყოს...

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია: ძა­ლი­ან ბევ­რმა ნა­ძი­რა­ლამ სხვი­სი შვი­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ფა­სად შვი­ლე­ბი­სათ­ვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბი­სა და აღ­ზრდის მი­ცე­მა შეძ­ლო. ბო­ლო­ბო­ლო, რო­დის უნდა შე­იც­ვა­ლოთ გურ­ჯებ­მა ზო­ო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი?

სხვა­თა შო­რის, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­საც აქე­ბენ, მეც რო­გორც ვიცი, კარ­გი ახალ­გაზ­რდაა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე გახ­სნი­ლია! - პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლებ­სა და ფირ­ცხა­ლა­ვას და­კა­ვე­ბის მო­ტი­ვებ­ზე

რო­გორ ჩა­ცხრი­ლეს ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ხუ­ბუ­ლო­ვი კორ­ტებ­ზე - შემ­ზა­რა­ვი დღის დე­ტა­ლუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"იმედია, ეს ნაძირალა საკადრის პასუხს მიიღებს!" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ცააძეზე

"იმედია, ეს ნაძირალა საკადრის პასუხს მიიღებს!" - რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია გიორგი ცააძეზე

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე.

როგორც საქმეთან დაკავშირებით პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: "ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით".

გუშინ გიორგი ცააძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით კომენტარი მისცა.

"პროკურატურის გამომძიებელმა დამირეკა, მთხოვა მივსულიყავი სახლთან. სახლთან რომ მივედი, დავინახე სპეცნაზი, მანქანები და გადავწყვიტე, მივსულიყავი მე თვითონ... რა განზარახ მკვლელობაზეა ლაპარაკი, ჩვეულებრივი ღონისძიება იყო, გვესროლეს და ესროლა სპეცნაზმა. კრიმინალებმა გვესროლეს და ესროლეს", - განაცხადა გიორგი ცააძემ.

ცააძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია.

"როგორ დამავიწყდა ამ ნაძირალას ხსენება მაშინ, "იმედის" ეთერში... თავის დროზე ჩემი უბნის პოლიციის უფროსი იყო - შევარდნაძის ოპერისა და ვანოს პოლიციელის ნაზავი. იმედია, საკადრის პასუხს მიიღებს!", - დაწერა გამსახურდიამ.

გამსახურდის "ფეისბუქ-მეგობრებს" შორის ცააძეს დამცველი გამოუჩნდა:

- მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მაგრამ მას ისეთი კარგი გაზრდილი შვილი ჰყავს, ერთეული რომაა ჩვენს რეალობაში ისეთი, მეეჭვება, ნაძირალას ღირებულებისა და მემკვიდრეობიდან იყოს...

ცოტნე გამსახურდია: ძალიან ბევრმა ნაძირალამ სხვისი შვილების სიცოცხლის ფასად შვილებისათვის კარგი განათლებისა და აღზრდის მიცემა შეძლო. ბოლობოლო, როდის უნდა შეიცვალოთ გურჯებმა ზოოლოგიური მიდგომები ადამიანებისადმი?

სხვათა შორის, ედუარდ სააკაშვილსაც აქებენ, მეც როგორც ვიცი, კარგი ახალგაზრდაა.

იხილეთ ასევე: ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე

როგორ ჩაცხრილეს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კორტებზე - შემზარავი დღის დეტალური რეკონსტრუქცია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს