პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამგეგმავმაც გაწირა ფირცხალავა" - მაია ნიკოლეიშვილი ვაზაგაშვილების საქმეების კავშირსა და აფეთქების სავარაუდო ავტორებზე
"დამგეგმავმაც გაწირა ფირცხალავა" - მაია ნიკოლეიშვილი ვაზაგაშვილების საქმეების კავშირსა და აფეთქების სავარაუდო ავტორებზე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. კორ­ტე­ბის სპეც-ოპე­რა­ცი­ის საქ­მე გახ­სნა. საქ­მე­ზე შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და სპეც-რაზ­მე­ლე­ბი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, რო­მე­ლიც კორ­ტე­ბის სპეც-ოპე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კორ­ტე­ბის სპეც-ოპე­რა­ცი­ის დროს, და­ღუ­პუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, შვი­ლის საფ­ლავ­ზე აა­ფეთ­ქეს. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აფეთ­ქე­ბამ­დე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და შეხ­ვედ­რა­ზე. ინ­ფორ­მა­ცია, ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ვა­ზა­გაშ­ვილს და ბუტა რო­ბა­ქი­ძის მშობ­ლებს ჰქონ­დათ, ისი­ნი ამა­ზე პრე­სა­შიც სა­უბ­რობ­დნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ დღეს, როცა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი შვი­ლის საფ­ლავ­ზე აა­ფეთ­ქეს, ის საქ­მის მთა­ვარ მოწ­მეს უნდა და­კავ­ში­რე­ბო­და, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს. ექ­სპერტ მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი არ აქვს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ მა­მის შვი­ლის საფ­ლავ­ზე აფეთ­ქე­ბა ე.წ. კორ­ტე­ბის სპეც-ოპე­რა­ცი­ას­თან კავ­შირ­შია.

- იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი იყო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას­თან ბრძო­ლის სიმ­ბო­ლო, მან, ფაქ­ტობ­რი­ვად, იცო­და მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი. უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მა­ნამ­დე იმი­ტომ ვერ გახ­მა­ურ­დე­ბო­და, რომ რა­ღაც სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა და ეს ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი კავ­შირ­შია ერ­თმა­ნეთ­თან, მაგ­რამ არ მგო­ნია იური ვა­ზა­გაშ­ვილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტი, იმ პი­რე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი იყოს, ვინც გუ­შინ და­ა­კა­ვეს კორ­ტე­ბის სპეც-ოპე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე. ყვე­ლა ვერ­სი­ით, თუ რამე და­ე­მარ­თე­ბო­და იური ვა­ზა­გაშ­ვილს, პირ­ვე­ლი, ვის­ზეც ეჭვი გაჩ­ნდე­ბო­და, ეს იქ­ნე­ბო­და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მისი გა­კე­თე­ბუ­ლი არაა. იური ვა­ზა­გაშ­ვილს სა­ში­ში ცნო­ბა­დო­ბა და დიდი ნდო­ბა ჰქონ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი ლიკ­ვი­და­ცია მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბას და იმ პრო­ცე­სე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ყო­ლო­და ან და­გეგ­მი­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამ ფორ­მით უკავ­შირ­დე­ბა მისი შვი­ლის საქ­მეს.

- თქვე­ნი აზ­რით, ვისი გა­კე­თე­ბუ­ლია ეს საქ­მე, სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის?

- შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ლო­ბა ბევ­რმა ჩა­ი­დი­ნოს, მაგ­რამ აფეთ­ქე­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გეგ­მა­ვენ და ას­რუ­ლე­ბენ. თან ეს იყო ისე­თი და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც ცხელ კვალ­ზე არ გა­იხ­სნა. ვის­ზე შე­იძ­ლე­ბა იფიქ­რო, თუ არა სპეც-სამ­სა­ხუ­რებ­ზე?

- ამ­ბო­ბენ, რომ შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, თქვენ რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ ამის შე­სა­ხებ?

- მა­გას ვერ ვი­ტყვი. ეს იყო მა­მუ­კა არე­ში­ძის ვა­რა­უ­დი, რად­გან ასე­თი საქ­მის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ქვე­ყა­ნას ტო­ვე­ბენ. კარ­გმა ანა­ლი­ტი­კურ­მა სამ­სა­ხურ­მა უნდა და­ად­გი­ნოს, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის სპე­ცი­ა­ლის­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არაა ის საქ­მე, რა­საც ინ­ტერ­ნე­ტით ის­წავ­ლი. უნდა დად­გინ­დეს პირ­თა წრე, ვინ შე­იძ­ლე­ბა ფლობ­დეს ამ დო­ნე­ზე დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბის მო­წყო­ბის ცოდ­ნას.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ იმის გამო, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა დრო­უ­ლად არ გა­მო­ი­ძია, თქვე­ნი აზ­რით, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა?

- გახ­სნა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი არაა. თუ ცხელ კვალ­ზე გა­იხ­სნე­ბო­და, დავ­რწმუნ­დე­ბო­დით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი არ მუ­შა­ობ­და ამა­ზე. ეს კი­დევ უფრო მარ­წმუ­ნებს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ამ ტე­რო­რის­ტულ­მა აქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უბ­რუ­ნა შიში, ამის უარ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, არ გა­მოვ­რი­ცხავ, ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­გეგ­მი­ლი იყოს, ვი­საც უკ­რა­ი­ნულ ბირ­თვს უწო­დე­ბენ. ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იმუქ­რე­ბა, ხვალ ან ზეგ ამას მო­ვა­წყო­ბო. არე­უ­ლო­ბის და­გეგ­მვის წინ სწო­რედ ასე­თი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბი იგეგ­მე­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბას და სიმ­ბო­ლო­ე­ბის მოკ­ვლას ისა­ხავს მიზ­ნად. ეს პირ­და­პირ ჯდე­ბა ტაქ­ტი­კა­ში. არ გა­მოვ­რი­ცხავ ეს და­გეგ­მი­ლი იყოს ქვეყ­ნის გა­რეთ, იმ ხალ­ხის მიერ, ვინც რე­ვანშს გეგ­მავს, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გვეს­მის მუ­ქა­რე­ბი, მათ შო­რის "ფე­ის­ბუქ­ზე". დამ­გეგ­მავ­მაც კი გა­წი­რა ფირ­ცხა­ლა­ვა, თუ ის ხვალ რა­ღაც ჩვე­ნე­ბებს მის­ცემს, უკვე მო­შო­რე­ბუ­ლია. ის თა­ვი­სი­ა­ნე­ბის გა­წი­რუ­ლია, ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტით, ფირ­ცხა­ლა­ვა­ზე უარი თქვა მის­მა მო­კავ­ში­რემ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დამგეგმავმაც გაწირა ფირცხალავა" - მაია ნიკოლეიშვილი ვაზაგაშვილების საქმეების კავშირსა და აფეთქების სავარაუდო ავტორებზე

"დამგეგმავმაც გაწირა ფირცხალავა" - მაია ნიკოლეიშვილი ვაზაგაშვილების საქმეების კავშირსა და აფეთქების სავარაუდო ავტორებზე

პროკურატურამ ე.წ. კორტების სპეც-ოპერაციის საქმე გახსნა. საქმეზე შსს-ს მაღალჩინოსნები და სპეც-რაზმელები დააკავეს. დაკავებულია კრიმინალური პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა, რომელიც კორტების სპეც-ოპერაციას ხელმძღვანელობდა. რამდენიმე კვირის წინ კორტების სპეც-ოპერაციის დროს, დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი აფეთქებამდე ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებოდა შეხვედრაზე. ინფორმაცია, ლიკვიდაციის შესახებ ვაზაგაშვილს და ბუტა რობაქიძის მშობლებს ჰქონდათ, ისინი ამაზე პრესაშიც საუბრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ დღეს, როცა ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფეთქეს, ის საქმის მთავარ მოწმეს უნდა დაკავშირებოდა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს. ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მამის შვილის საფლავზე აფეთქება ე.წ. კორტების სპეც-ოპერაციასთან კავშირშია.

- იური ვაზაგაშვილი იყო სამართლიანობასთან ბრძოლის სიმბოლო, მან, ფაქტობრივად, იცოდა მისი შვილის მკვლელობის საქმის ყველა დეტალი. უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც გუშინ გაავრცელა პროკურატურამ, მანამდე იმიტომ ვერ გახმაურდებოდა, რომ რაღაც სამუშაოები იყო ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ მისი შვილის მკვლელობა და ეს ტერორისტული აქტი კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ არ მგონია იური ვაზაგაშვილზე განხორციელებული ტერაქტი, იმ პირების გაკეთებული იყოს, ვინც გუშინ დააკავეს კორტების სპეც-ოპერაციის საქმეზე. ყველა ვერსიით, თუ რამე დაემართებოდა იური ვაზაგაშვილს, პირველი, ვისზეც ეჭვი გაჩნდებოდა, ეს იქნებოდა ირაკლი ფირცხალავა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი გაკეთებული არაა. იური ვაზაგაშვილს საშიში ცნობადობა და დიდი ნდობა ჰქონდა, ამ შემთხვევაში მისი ლიკვიდაცია მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას და იმ პროცესების პროვოცირებას, რომელიც შეიძლება მოყოლოდა ან დაგეგმილი ყოფილიყო. ამ ფორმით უკავშირდება მისი შვილის საქმეს.

- თქვენი აზრით, ვისი გაკეთებულია ეს საქმე, სპეც-სამსახურების?

- შეიძლება მკვლელობა ბევრმა ჩაიდინოს, მაგრამ აფეთქებას პროფესიონალები გეგმავენ და ასრულებენ. თან ეს იყო ისეთი დაგეგმილი, რომელიც ცხელ კვალზე არ გაიხსნა. ვისზე შეიძლება იფიქრო, თუ არა სპეც-სამსახურებზე?

- ამბობენ, რომ შემსრულებელმა საქართველო დატოვა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

- მაგას ვერ ვიტყვი. ეს იყო მამუკა არეშიძის ვარაუდი, რადგან ასეთი საქმის შემსრულებლები ქვეყანას ტოვებენ. კარგმა ანალიტიკურმა სამსახურმა უნდა დაადგინოს, ვინ შეიძლება იყოს ამის სპეციალისტი საქართველოში, ეს არაა ის საქმე, რასაც ინტერნეტით ისწავლი. უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვინ შეიძლება ფლობდეს ამ დონეზე დივერსიული აქტების მოწყობის ცოდნას.

- ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დროულად არ გამოიძია, თქვენი აზრით, დაგვიანებულია საქმის გამოძიება?

- გახსნა დაგვიანებული არაა. თუ ცხელ კვალზე გაიხსნებოდა, დავრწმუნდებოდით, რომ პროფესიონალი არ მუშაობდა ამაზე. ეს კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ პროფესიონალის შესრულებულია. ამ ტერორისტულმა აქტმა საზოგადოებას დაუბრუნა შიში, ამის უარყოფა არ შეიძლება. ამის მიუხედავად, არ გამოვრიცხავ, ეს იმ ადამიანების დაგეგმილი იყოს, ვისაც უკრაინულ ბირთვს უწოდებენ. ის ადამიანები, ვინც იმუქრება, ხვალ ან ზეგ ამას მოვაწყობო. არეულობის დაგეგმვის წინ სწორედ ასეთი ტერორისტული აქტები იგეგმება, რაც საზოგადოების დაშინებას და სიმბოლოების მოკვლას ისახავს მიზნად. ეს პირდაპირ ჯდება ტაქტიკაში. არ გამოვრიცხავ ეს დაგეგმილი იყოს ქვეყნის გარეთ, იმ ხალხის მიერ, ვინც რევანშს გეგმავს, ყოველ ნაბიჯზე გვესმის მუქარები, მათ შორის "ფეისბუქზე". დამგეგმავმაც კი გაწირა ფირცხალავა, თუ ის ხვალ რაღაც ჩვენებებს მისცემს, უკვე მოშორებულია. ის თავისიანების გაწირულია, ამ ტერორისტული აქტით, ფირცხალავაზე უარი თქვა მისმა მოკავშირემ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ