10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მმართველობის კლანური ფორმა საქართველოში "ქალების კლანიდან" "კახურ კლანამდე" - ნეპოტიზმისა და ბიზნესგავლენების 25 წლიანი ქრონიკა
მმართველობის კლანური ფორმა საქართველოში "ქალების კლანიდან" "კახურ კლანამდე" - ნეპოტიზმისა და ბიზნესგავლენების 25 წლიანი ქრონიკა

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა - ბოლო 25 წე­ლია ნე­პო­ტიზ­მის, მმარ­თველ გუნდში ბიზ­ნეს­გავ­ლე­ნის გა­და­ნა­წი­ლე­ბი­სა თუ კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის ფაქ­ტე­ბი აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. Ambebi.ge სწო­რედ "ქარ­თუ­ლი კლა­ნე­ბის" ის­ტო­რი­ი­თა და აწ­მყო­თი და­ინ­ტე­რეს­და...

რო­გორც Ambebi.ge-სთან ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თენ­გიზ სი­გუა აცხა­დებს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ სა­ხე­ლი­სუფ­ლო კლანს "ქა­ლე­ბის ჯგუ­ფი" წარ­მო­ად­გენ­და. კერ­ძოდ, მისი მტკი­ცე­ბით, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს, პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია, მისი და და ასე­ვე მე­გო­ბა­რი, ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მა­ნა­ნა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი წყვეტ­და:

"ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ველ ეტაპ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა არ იკ­ვე­თე­ბო­და, თუმ­ცა "ქა­ლე­ბის კლან­მა" მოქ­მე­დე­ბა მა­ლე­ვე და­ი­წყო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ორი კვი­რის არ­ჩე­უ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლის­ტებს შევ­ხვდი. ინ­ტერ­ვი­უს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი ჩემს კა­ბი­ნეტ­ში დარ­ჩა და სა­უ­ბა­რი მთხო­ვა. რო­გორც გა­ირ­კვა, ის აშშ-ის სა­გა­რეო უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­ლდათ და ჩემ­თვის ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­ნა­ბა­რე­ბი უნდა გად­მო­ე­ცა. ამე­რი­კელ­მა მი­თხრა, რომ რო­გორც კი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­იშ­ლე­ბო­და, ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბალ­ტი­ის­პი­რა ქვეყ­ნებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რად და­ეხ­მა­რე­ბო­და. როცა ვი­კი­თხე, სა­ქარ­თვე­ლო რა­ტომ მოხ­ვდა თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა: ევ­რო­პა­ში აღ­მო­სავ­ლე­თის სიმ­დიდ­რის გა­სა­ტა­ნად სამი გზა არ­სე­ბობს, რუ­სე­თის გზა, რო­მე­ლიც არა­სა­ი­მე­დოა, მე­ო­რე - კას­პი­ის ზღვა-აზერ­ბა­ი­ჯა­ნი-შავი ზღვა-ევ­რო­პა, მე­სა­მე - ე.წ. მუ­სულ­მა­ნუ­რი გზა, ირა­ნი, თურ­ქე­თი და ა.შ. თუმ­ცა ამე­რი­კის­თვის ირა­ნიც არა­სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი­აო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთხო­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბა ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­თა­ნაც დაგ­ვემ­ყა­რე­ბი­ნა და აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა. სა­უ­ბა­რია იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა­ზე და ა.შ. ამე­რი­კე­ლი სტუ­მა­რი მა­შინ­ვე ზვი­ად­თან წა­ვიყ­ვა­ნე. სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტს მსა­ხი­ო­ბო­ბას ნამ­დვი­ლად ვერ და­ვაბ­რა­ლებთ, მას გულ­წრფე­ლად გა­უ­ხარ­და, როცა შე­ი­ტყო ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­დურ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევ­დნენ. ზვი­ად­მა ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა მთხო­ვა. ერთი სი­ტყვით, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბის პრე­მი­ე­რებ­თან ერ­თად 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ­დით, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი, ყვე­ლა პროგ­რა­მა შე­ვა­თა­ნახ­მეთ. გა­ვი­და დრო, თუმ­ცა ამ რე­ფორ­მე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ცერ­თი გა­ტა­რე­ბუ­ლა. ბალ­ტი­ის­პი­რე­ლე­ბი კი, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მა­ლე­ვე შე­უდ­გნენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ცოლ­მა, ცო­ლის­დამ და მა­შინ­დელ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზვი­ადს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნეს. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, მიწა თუ გლეხს მი­ე­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ტო­რი შენ არ და­ნიშ­ნე და ხალ­ხს ბი­ნე­ბი და­უ­რი­გეო, ავ­ტო­რი­ტეტს და­კარ­გა­ვო. ძი­რი­თა­დად, ეს ოჯა­ხუ­რი კლა­ნი მოქ­მე­დებ­და. სხვა კლა­ნი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენტზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნა შე­ეძ­ლო, არ ყო­ფი­ლა. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრმა მა­ნა­ნა ძო­ძუ­აშ­ვილ­მა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ ექიმს მა­მარ­დაშ­ვილს მი­წე­რა, სას­წრა­ფოდ ავად­მყოფ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ის­ტო­რია მო­მა­წო­დე­თო. ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად გა­მაჩ­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამას ჯა­დან­ცვის მოქ­მე­დი მი­ნის­ტრი პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით ბე­დავ­და! მა­მარ­დაშ­ვილ­მა მი­თხრა, შე­ვას­რუ­ლეთ და გა­და­ვუგ­ზავ­ნე­თო. ერთი სი­ტყვით, პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­ჭე­რი­ლი ყავ­დათ და აშან­ტა­ჟებ­დნენ. პარ­ლა­მენ­ტის მი­სა­მარ­თით ცე­ცხლის გახ­სნის გან­კარ­გუ­ლე­ბაც მა­ნა­ნა არჩვა­ძის დამ გას­ცა, ეს ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია და მა­შინ­დე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც ადას­ტუ­რებ­და".

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია მა­ლე­ვე ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ჩა­ა­ნაც­ვლა, შე­სა­ბა­მი­სად, კლა­ნურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მაც სახე იც­ვა­ლეს. ჟურ­ნა­ლისტ აკა­კი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ე.წ. გუ­რუ­ლი კლა­ნი მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, რომ­ლებ­საც ბიზ­ნეს­სა თუ პო­ლი­ტი­კა­ში გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ქონ­დათ:

"შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში კლა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის სა­თა­ვე­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ოჯა­ხი იდგა. ჩხარ­ტიშ­ვილს, სი­ო­რი­ძეს და სხვებს კი, ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ. ერთი ნავ­თობ­გა­და­ზიდ­ვას კუ­რი­რებ­და, მე­ო­რეს - გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცი შე­მო­ქონ­და, მე­სა­მე - კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს აკონ­ტრო­ლებ­და. ერთი სი­ტყვით, "გუ­რუ­ლე­ბის კლა­ნი" მარ­თავ­და ქვე­ყა­ნას, თუმ­ცა გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა მა­ინც შე­ვარ­დნა­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­ზე იყო. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის პრო­ექ­ტზე ხელ­მო­წე­რი­სას გა­თა­მაშ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ნავ­თობ­ზე არა­რე­ა­ლუ­რად მა­ღა­ლი ტა­რი­ფი და­ა­წე­სა. ეს სა­კი­თხი შე­ვარ­დნა­ძის ოჯახ­მა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძმიშ­ვი­ლებ­მა და სხვა ახ­ლობ­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს".

კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბებს ბოლო ვერც "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ" მო­უ­ღო. პი­რი­ქით, ჟურ­ნა­ლისტ ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბი­სას ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე კლა­ნი გა­მო­იკ­ვე­თა, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბო­და კი­დეც:

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის ერთ-ერთ ნა­თელ მა­გა­ლითს ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად, პარ­ტი­უ­ლი კლა­ნე­ბიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და... და­ფუძნ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დიც, სა­დაც და­კა­ვე­ბულ ბიზ­ნეს­მე­ნებს სო­ლი­დუ­რი თან­ხა შე­ქონ­დათ. ეს კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის კლა­სი­კა იყო. ბიზ­ნესს მთლი­ა­ნად სა­ხე­ლი­სუფ­ლო გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ, თუმ­ცა იმის გამო, რომ დღეს აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში არ ვარ, კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. სა­ყო­ველ­თა­ო­დაა ცნო­ბი­ლი, ბიზ­ნესს ვინ ინა­წი­ლებ­და, ამას არა­ერ­თი გა­და­ცე­მაც მი­ვუ­ძღვე­ნი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი დღე­საც არ მუ­შა­ობს".

რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", არა­ერ­თხელ გა­იჟ­ღე­რა ქვე­ყა­ნა­ში "კა­ხუ­რი კლა­ნის" მმარ­თვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, აღ­ნიშ­ნულ "კლანს" გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბი ხე­ლი­დან გა­მო­ე­ცა­ლა:

"მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას მას­ზე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­თავს. თა­ვის მხრივ კი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბის კლა­ნის მფარ­ვე­ლია. არა­ერ­თი ფაქ­ტი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ, როცა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი ინიშ­ნე­ბოდ­ნენ, ტენ­დერებ­შიც მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იმარ­ჯვებ­დნენ და ა.შ. თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ "კა­ხუ­რი კლა­ნი" შე­სუს­ტდა - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს არ სურს მის გა­რე­შე ვინ­მემ ფული იშო­ვოს, რად­გან კარ­გად იცის, რომ მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენს. ასე რომ, დღეს ქვე­ყა­ნას ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კლა­ნი, ოლი­გარ­ქი მარ­თავს", - ამ­ბობს ნა­დი­რაშ­ვი­ლი.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მმართველობის კლანური ფორმა საქართველოში "ქალების კლანიდან" "კახურ კლანამდე" - ნეპოტიზმისა და ბიზნესგავლენების 25 წლიანი ქრონიკა

მმართველობის კლანური ფორმა საქართველოში "ქალების კლანიდან" "კახურ კლანამდე" - ნეპოტიზმისა და ბიზნესგავლენების 25 წლიანი ქრონიკა

საქართველოს უახლეს ისტორიაში კლანური მმართველობა პოლიტიკური რეალობის განუყოფელ ნაწილად იქცა - ბოლო 25 წელია ნეპოტიზმის, მმართველ გუნდში ბიზნესგავლენის გადანაწილებისა თუ კორუფციული გარიგებების ფაქტები აქტუალობას არ კარგავს. Ambebi.ge სწორედ "ქართული კლანების" ისტორიითა და აწმყოთი დაინტერესდა...

როგორც Ambebi.ge-სთან ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა აცხადებს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველ სახელისუფლო კლანს "ქალების ჯგუფი" წარმოადგენდა. კერძოდ, მისი მტკიცებით, ყველა მნიშვნელოვან საკითხს, პრეზიდენტის ნაცვლად მანანა არჩვაძე-გამსახურდია, მისი და და ასევე მეგობარი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მანანა ძოძუაშვილი წყვეტდა:

"ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ეტაპზე, ხელისუფლებაში კლანური მმართველობა არ იკვეთებოდა, თუმცა "ქალების კლანმა" მოქმედება მალევე დაიწყო. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორი კვირის არჩეული ვიყავი, როცა ამერიკელ ჟურნალისტებს შევხვდი. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ჟურნალისტი ჩემს კაბინეტში დარჩა და საუბარი მთხოვა. როგორც გაირკვა, ის აშშ-ის საგარეო უწყების თანამშრომელიც გახლდათ და ჩემთვის ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციის დანაბარები უნდა გადმოეცა. ამერიკელმა მითხრა, რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ამერიკის ხელისუფლება ბალტიისპირა ქვეყნებსა და საქართველოს ფინანსურად დაეხმარებოდა. როცა ვიკითხე, საქართველო რატომ მოხვდა თქვენი ინტერესის სფეროში-მეთქი, მიპასუხა: ევროპაში აღმოსავლეთის სიმდიდრის გასატანად სამი გზა არსებობს, რუსეთის გზა, რომელიც არასაიმედოა, მეორე - კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-შავი ზღვა-ევროპა, მესამე - ე.წ. მუსულმანური გზა, ირანი, თურქეთი და ა.შ. თუმცა ამერიკისთვის ირანიც არასაიმედო პარტნიორიაო. მოგვიანებით მთხოვა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ურთიერთობა ბალტიისპირეთის ქვეყნებთანაც დაგვემყარებინა და აუცილებელი რეფორმებიც ერთდროულად გაგვეტარებინა. საუბარია იურიდიული საკითხების მოგვარებაზე, განათლების სისტემაში რეფორმის გატარებაზე და ა.შ. ამერიკელი სტუმარი მაშინვე ზვიადთან წავიყვანე. საქართველოს პირველ პრეზიდენტს მსახიობობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მას გულწრფელად გაუხარდა, როცა შეიტყო ამერიკელები საქართველოს სოლიდურ დახმარებას გაუწევდნენ. ზვიადმა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება მთხოვა. ერთი სიტყვით, ბალტიისპირეთის ქვეყნების პრემიერებთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, რამდენიმე დღეში კი, ყველა პროგრამა შევათანახმეთ. გავიდა დრო, თუმცა ამ რეფორმებიდან საქართველოში არცერთი გატარებულა. ბალტიისპირელები კი, მათ განხორციელებას მალევე შეუდგნენ. აღმოჩნდა, რომ ცოლმა, ცოლისდამ და მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ზვიადს რეფორმების გატარება გადააფიქრებინეს. ეუბნებოდნენ, მიწა თუ გლეხს მიეცი, უნივერსიტეტში ლექტორი შენ არ დანიშნე და ხალხს ბინები დაურიგეო, ავტორიტეტს დაკარგავო. ძირითადად, ეს ოჯახური კლანი მოქმედებდა. სხვა კლანი, რომელსაც პრეზიდენტზე ზემოქმედების მოხდენა შეეძლო, არ ყოფილა. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა მანანა ძოძუაშვილმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმს მამარდაშვილს მიწერა, სასწრაფოდ ავადმყოფ ზვიად გამსახურდიას ისტორია მომაწოდეთო. ამის მტკიცებულება დოკუმენტალურად გამაჩნია. წარმოიდგინეთ, ამას ჯადანცვის მოქმედი მინისტრი პრეზიდენტის მისამართით ბედავდა! მამარდაშვილმა მითხრა, შევასრულეთ და გადავუგზავნეთო. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი გამოჭერილი ყავდათ და აშანტაჟებდნენ. პარლამენტის მისამართით ცეცხლის გახსნის განკარგულებაც მანანა არჩვაძის დამ გასცა, ეს ცნობილი ფაქტია და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრიც ადასტურებდა".

ზვიად გამსახურდია მალევე ედუარდ შევარდნაძემ ჩაანაცვლა, შესაბამისად, კლანურმა დაჯგუფებებმაც სახე იცვალეს. ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის განცხადებით, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ე.წ. გურული კლანი მართავდა ქვეყანას, რომლებსაც ბიზნესსა თუ პოლიტიკაში გავლენის სფეროები გადანაწილებული ქონდათ:

"შევარდნაძის მმართველობის პერიოდში კლანური დაჯგუფებების სათავეში ედუარდ შევარდნაძის ოჯახი იდგა. ჩხარტიშვილს, სიორიძეს და სხვებს კი, ბიზნესინტერესები გადანაწილებული ჰქონდათ. ერთი ნავთობგადაზიდვას კურირებდა, მეორეს - გაყინული ხორცი შემოქონდა, მესამე - კომუნიკაციებს აკონტროლებდა. ერთი სიტყვით, "გურულების კლანი" მართავდა ქვეყანას, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მაინც შევარდნაძის ოჯახის წევრებზე იყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კორუფციული გარიგება ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე ხელმოწერისას გათამაშდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ საქართველომ ნავთობზე არარეალურად მაღალი ტარიფი დააწესა. ეს საკითხი შევარდნაძის ოჯახმა, ყოფილი პრეზიდენტის ძმიშვილებმა და სხვა ახლობლებმა გადაწყვიტეს".

კლანურ მმართველობებს ბოლო ვერც "ვარდების რევოლუციამ" მოუღო. პირიქით, ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ერთდროულად რამდენიმე კლანი გამოიკვეთა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდებოდა კიდეც:

"ნაციონალების დროს კლანური მმართველობის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს ძმები ახალაიები წარმოადგენდნენ. პარალელურად, პარტიული კლანებიც ჩამოყალიბდა... დაფუძნდა სპეციალური ფონდიც, სადაც დაკავებულ ბიზნესმენებს სოლიდური თანხა შექონდათ. ეს კლანური მმართველობის კლასიკა იყო. ბიზნესს მთლიანად სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ დღეს აქტიურ ჟურნალისტიკაში არ ვარ, კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. საყოველთაოდაა ცნობილი, ბიზნესს ვინ ინაწილებდა, ამას არაერთი გადაცემაც მივუძღვენი. სამწუხაროა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური დღესაც არ მუშაობს".

რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", არაერთხელ გაიჟღერა ქვეყანაში "კახური კლანის" მმართველობის შესახებ, თუმცა როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, აღნიშნულ "კლანს" გავლენის სფეროები ხელიდან გამოეცალა:

"მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მასზე დაქვემდებარებული ირაკლი ღარიბაშვილის საშუალებით მართავს. თავის მხრივ კი, პრემიერ-მინისტრიც თამაზაშვილების კლანის მფარველია. არაერთი ფაქტი გამოვაქვეყნეთ, როცა თანამდებობებზე თამაზაშვილების ნათესავები ინიშნებოდნენ, ტენდერებშიც მასთან დაახლოებული კომპანიები იმარჯვებდნენ და ა.შ. თუმცა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ "კახური კლანი" შესუსტდა - ბიძინა ივანიშვილს არ სურს მის გარეშე ვინმემ ფული იშოვოს, რადგან კარგად იცის, რომ მდიდარი ადამიანი საქართველოში საკმაოდ დიდ საშიშროებას წარმოადგენს. ასე რომ, დღეს ქვეყანას ერთი კონკრეტული კლანი, ოლიგარქი მართავს", - ამბობს ნადირაშვილი.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

მიხეილ სააკაშვილის და გიული ალასანიას სააღდგომო ფოტო იზოლაციიდან

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი