მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს აპატურაი - საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ
ჯეიმს აპატურაი - საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ

კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნე­ლის, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო იღებს ისეთ მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც ნატო-ს არ გა­მო­უ­ხა­ტავს არც ერთი არა­წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. ამის შე­სა­ხებ აპა­ტუ­რა­იმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა კი­თხვას, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და­აჩ­ქა­რებს თუ არა უკ­რა­ი­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს.

"მე არ მინ­და ვი­სა­უბ­რო უკ­რა­ი­ნა­ზე, უკ­რა­ი­ნის ნატო-სკენ სწრაფ­ვა­ზე. მათ ჯერ არ მი­უ­ღი­ათ მის­წრა­ფე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ გა­და­წყვი­ტეს, რომ გა­ე­უქ­მე­ბი­ნათ ქვეყ­ნის ბლოკს მიღ­მა სტა­ტუ­სი. ამი­ტომ, მო­დით და­ვე­ლო­დოთ, სა­ბო­ლო­ოდ რას გა­და­წყვე­ტენ. რაც სა­ხე­ზე გვაქვს არის ის, რომ უკ­რა­ი­ნა უფრო პრო­ევ­რო­პუ­ლია და არა მგო­ნია, რომ ეს შე­იც­ვა­ლოს", - აღ­ნიშ­ნა აპა­ტუ­რა­იმ.

მი­სი­ვე თქმით, ნატო-ს პო­ზი­ცია ნა­თე­ლია და მკა­ფიო - ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა ძა­ლა­ში რჩე­ბა ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ე­ბის­თვის, მათ­თვის, ვინც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტებს და კრი­ტე­რი­უ­მებს.

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ მე­სა­მე მხა­რეს არ მივ­ცემთ უფ­ლე­ბას, გა­და­წყვი­ტოს ჩვენს ნაც­ვლად, ან ვეტო და­ა­დოს ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამი­ტომ არის აუ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მებ­ზე კონ­ცენ­ტრა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო იღებს ისეთ მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც ნატო-ს არ გა­მო­უ­ხა­ტავს არც ერთი არა­წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ. არ­ცერთ ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნას ასე­თი მხარ­და­ჭე­რა არ ჰქო­ნია და არ აქვს. მე იმე­დი მაქვს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას ხე­დავს. ეს არის პა­სუ­ხი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვან­ზე, მათ მის­წრა­ფე­ბა­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა", -გა­ნა­ცხა­და ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ჯეიმს აპატურაი - საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ

ჯეიმს აპატურაი - საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ. ამის შესახებ აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უკრაინაში განვითარებული მოვლენები დააჩქარებს თუ არა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს.

"მე არ მინდა ვისაუბრო უკრაინაზე, უკრაინის ნატო-სკენ სწრაფვაზე. მათ ჯერ არ მიუღიათ მისწრაფებაზე გადაწყვეტილება. ჯერჯერობით მხოლოდ გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ ქვეყნის ბლოკს მიღმა სტატუსი. ამიტომ, მოდით დაველოდოთ, საბოლოოდ რას გადაწყვეტენ. რაც სახეზე გვაქვს არის ის, რომ უკრაინა უფრო პროევროპულია და არა მგონია, რომ ეს შეიცვალოს", - აღნიშნა აპატურაიმ.

მისივე თქმით, ნატო-ს პოზიცია ნათელია და მკაფიო - ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, მათთვის, ვინც დააკმაყოფილებს სტანდარტებს და კრიტერიუმებს.

"ყველაზე მთავარია, რომ მესამე მხარეს არ მივცემთ უფლებას, გადაწყვიტოს ჩვენს ნაცვლად, ან ვეტო დაადოს ჩვენს გადაწყვეტილებას. ამიტომ არის აუციელებელი რეფორმებზე კონცენტრაცია. საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ. არცერთ ასპირანტ ქვეყანას ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია და არ აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამას ხედავს. ეს არის პასუხი ქართველი ხალხის არჩევანზე, მათ მისწრაფებაზე და ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება", -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა