საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს აპატურაი - სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს
ჯეიმს აპატურაი - სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს

კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბით, სად გან­თავ­სდე­ბა ნატო-ს საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრი, ამის შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მი­ი­ღოს. ამის შე­სა­ხებ ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნატო-მ არა, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მი­ი­ღოს, რად­გან ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია. მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვაგ­ზავ­ნით ექ­სპერ­ტე­ბის ჯგუფს. მათ ქარ­თულ მხა­რეს უნდა მის­ცენ რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. საქ­მე ისაა, რომ ერ­თია აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და მე ვიცი, რომ ორი­ვე შე­საძ­ლო ლო­კა­ცი­ა­ზე, რომ­ლებ­ზეც მი­დის სა­უ­ბა­რი, სა­ჭი­როა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. მე­ო­რე სა­კი­თხია და ამა­ში ვე­თან­ხმე­ბით ქარ­თველ კო­ლე­გებს, რომ ად­გი­ლი უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ იმის მი­ხედ­ვით, რას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ეს ერ­თობ­ლი­ვი ცენ­ტრი.

ჩვენ სა­ბო­ლოო მო­ნა­ხა­ზის გა­კე­თე­ბა ჯერ კი­დევ გვჭირ­დე­ბა. ერთ ად­გი­ლი უკვე და­ათ­ვა­ლი­ე­რა ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯია ექ­სპერ­ტე­ბის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბო­ლოს - სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", -გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

კი­თხვა­ზე, რა იქ­ნე­ბა საწ­ვრთნე­ლი ცენ­ტრის მი­ზა­ნი, აპა­ტუ­რა­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ ამა­ზე უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ სა­ბო­ლო­ოდ. "ისე­თი ცენ­ტრი უნდა გა­ვა­კე­თოთ, ისე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­თა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რით, რომ ალი­ან­სის წევ­რე­ბის­თვის და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­თვის იყოს სა­ინ­ტე­რე­სო. არ გვინ­და მა­გა­ლი­თად იყოს ისე­თი, რო­გორც ყვე­ლას აქვს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ისე­თი ცენ­ტრი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ და ისე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ვა­კე­თოთ, რო­მე­ლიც ალი­ან­სის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის და პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იყ­ვანს რო­ტა­ცი­ით, მათ­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ რა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ყვე­ლა ქვეყ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სპე­ცი­ფი­უ­რია. მა­გა­ლი­თად, ის, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თო ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ამის გა­კე­თე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ის რთუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ, ზუს­ტად უნდა გან­ვსა­ზღვროთ რა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს შე­მოგ­ვთა­ვა­ზოს", - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბო­ლოო პა­სუხს დღეს ვერ იტყვის. "მაგ­რამ, მიზ­ნის და ფუნ­ქცი­ე­ბის გან­სა­ზღვრის ბოლო ეტაპ­ზე ვართ", - აღ­ნიშ­ნა აპა­ტუ­რა­იმ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ჯეიმს აპატურაი - სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს

ჯეიმს აპატურაი - სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა.

"ეს გადაწყვეტილება ნატო-მ არა, საქართველომ უნდა მიიღოს, რადგან ეს არის საქართველოს ტერიტორია. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე საქართველოში გავაგზავნით ექსპერტების ჯგუფს. მათ ქართულ მხარეს უნდა მისცენ რჩევები და რეკომენდაციები. საქმე ისაა, რომ ერთია აღჭურვილობა და მე ვიცი, რომ ორივე შესაძლო ლოკაციაზე, რომლებზეც მიდის საუბარი, საჭიროა ინფრასტრუქტურა. მეორე საკითხია და ამაში ვეთანხმებით ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ერთობლივი ცენტრი.

ჩვენ საბოლოო მონახაზის გაკეთება ჯერ კიდევ გვჭირდება. ერთ ადგილი უკვე დაათვალიერა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, შემდეგი ნაბიჯია ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ბოლოს - საქართველოს გადაწყვეტილება", -განაცხადა აპატურაიმ.

კითხვაზე, რა იქნება საწვრთნელი ცენტრის მიზანი, აპატურაიმ განაცხადა, რომ ამაზე უნდა ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ. "ისეთი ცენტრი უნდა გავაკეთოთ, ისეთი შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომ ალიანსის წევრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის იყოს საინტერესო. არ გვინდა მაგალითად იყოს ისეთი, როგორც ყველას აქვს. ჩვენი მიზანია, ისეთი ცენტრი ჩამოვაყალიბოთ და ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საქართველოში ჩამოიყვანს როტაციით, მათთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი წინადადება. ამიტომ, ვფიქრობთ რა არის შესაძლებელი. ყველა ქვეყნის შესაძლებლობა სპეციფიურია. მაგალითად, ის, რაც შეიძლება გააკეთო ჩემს ქვეყანაში, ამის გაკეთება ძნელი იქნება საქართველოში, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, ის რთული იქნება ჩემს ქვეყანაში. ამიტომ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რა შეუძლია საქართველოს შემოგვთავაზოს", - განაცხადა აპატურაიმ და აღნიშნა, რომ საბოლოო პასუხს დღეს ვერ იტყვის. "მაგრამ, მიზნის და ფუნქციების განსაზღვრის ბოლო ეტაპზე ვართ", - აღნიშნა აპატურაიმ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე