მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟვანია თელავში მოკლეს, მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა, საიდანაც 3 ამჟამად მინისტრია" - მოსამართლემ პროცესზე პატიმრის წერილი წაიკითხა
"ჟვანია თელავში მოკლეს, მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა, საიდანაც 3 ამჟამად მინისტრია" - მოსამართლემ პროცესზე პატიმრის წერილი წაიკითხა

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტის, ლე­ვან ჩა­ჩუ­ას პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა პა­ტიმ­რის წე­რი­ლი წა­ი­კი­თხა.

რო­გორც მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას წე­რი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მარ­მა თე­ი­მუ­რაზ გვა­რა­ძემ გა­მო­უგ­ზავ­ნა. წე­რილ­ში ეწე­რა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია და რაულ უსუ­პო­ვი კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში არი­ან მოკ­ლუ­ლე­ბი.

"კა­ხეთ­ში, თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში მოხ­და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პო­ვის მკვლე­ლო­ბა. ამის მომსწრე მე პი­რა­დად ვარ. ამ მკვლე­ლო­ბას 11 პირი ეს­წრე­ბო­და და 3 ამ­ჟა­მად მი­ნის­ტრია. მე პი­რა­დად მაქვს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც კბი­ლაშ­ვილს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა", - წა­ი­კი­თხა მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #8-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტი­მა­რი თე­ი­მუ­რაზ გვა­რა­ძე წე­რილ­ში წერს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვის წევ­რიც არის. მისი წე­რი­ლის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ მან ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ პრო­კუ­რორს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს აც­ნო­ბა, თუმ­ცა მის წე­რილ­ზე რე­ა­გი­რე­ბა ამ დრომ­დე არ მომ­ხდა­რა. წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, თე­ი­მუ­რაზ გვა­რა­ძე მო­ი­თხოვს, მისი და­კი­თხვა მოხ­დეს.

პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რის წე­რილ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ლე­ვან ჩა­ჩუ­ას ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ ტა­ბი­ძემ. მისი თქმით, ამ პი­როვ­ნე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ად­ვო­კა­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს წე­რილ­ში ასა­ხუ­ლი ფაქ­ტე­ბის სი­ზუს­ტეს. მისი თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და რაულ უსუ­პო­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოხ­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, CO-ს გა­ჟონ­ვის შე­დე­გად.

თე­ი­მუ­რაზ გვა­რა­ძის წე­რი­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა რე­ვაზ ნა­დო­ი­მაც შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ხში­რად შე­დის ხოლ­მე და ხდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­სა­მარ­თლო უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­და­უგ­ზავ­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რას წე­რილს, რისი გა­და­მოწ­მე­ბაც უკვე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მოხ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"ჟვანია თელავში მოკლეს, მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა, საიდანაც 3 ამჟამად მინისტრია" - მოსამართლემ პროცესზე პატიმრის წერილი წაიკითხა

"ჟვანია თელავში მოკლეს, მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა, საიდანაც 3 ამჟამად მინისტრია" - მოსამართლემ პროცესზე პატიმრის წერილი წაიკითხა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესზე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრის წერილი წაიკითხა.

როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაცხადა, მას წერილი სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულების პატიმარმა თეიმურაზ გვარაძემ გამოუგზავნა. წერილში ეწერა, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი კახეთში, თელავის რაიონში არიან მოკლულები.

"კახეთში, თელავის რაიონში მოხდა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის მკვლელობა. ამის მომსწრე მე პირადად ვარ. ამ მკვლელობას 11 პირი ესწრებოდა და 3 ამჟამად მინისტრია. მე პირადად მაქვს ვიდეოჩანაწერი, რომელიც კბილაშვილს გადაეგზავნება", - წაიკითხა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულების პატიმარი თეიმურაზ გვარაძე წერილში წერს, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრიც არის. მისი წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მან ამის შესახებ ყოფილ პროკურორს არჩილ კბილაშვილს აცნობა, თუმცა მის წერილზე რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. წერილის მიხედვით, თეიმურაზ გვარაძე მოითხოვს, მისი დაკითხვა მოხდეს.

პროცესის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების პატიმრის წერილზე კომენტარი გააკეთა ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ. მისი თქმით, ამ პიროვნების წერილობითი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს წერილში ასახული ფაქტების სიზუსტეს. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება მოხდა შემთხვევის ადგილზე, CO-ს გაჟონვის შედეგად.

თეიმურაზ გვარაძის წერილი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა რევაზ ნადოიმაც შეაფასა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები პროკურატურაში ხშირად შედის ხოლმე და ხდება შესაბამისი რეაგირება. მისივე თქმით, სასამართლო უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის პროკურატურას წერილს, რისი გადამოწმებაც უკვე პროკურატურის მიერ მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ