სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს შვედური პრესა კორუფციულ სქემაზე ბილდტის, სააკაშვილისა და არასამთავრობოების მონაწილეობით
რა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს შვედური პრესა კორუფციულ სქემაზე ბილდტის, სააკაშვილისა და არასამთავრობოების მონაწილეობით

გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რის" ეთერ­ში გოგა ხა­ინ­დრა­ვა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. გოგა ხა­ინ­დრა­ვამ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამ თე­მა­ზე Ambebi.ge გოგა ხა­ინ­დრა­ვას და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს" და­უ­კავ­შირ­და. ამას­თან, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის და­სას­რულს იხი­ლავთ სტა­ტი­ას, რო­მე­ლიც შვე­დურ პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

- ბა­ტო­ნო გოგა, "იმე­დის კვი­რა­ში" გა­ნა­ცხა­დეთ, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ...

- მე ვთქვი, რომ კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბით მუ­შა­ობ­და კარლ ბილ­დტი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი უნებ­ლი­ედ აღ­მოჩ­ნდნენ ამ ამ­ბავ­ში.

- რა სქე­მით მუ­შა­ობ­და ეს კო­რუფ­ცი­უ­ლი გეგ­მა და რა ფორ­მით იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი ამა­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი?

- უცხო­ურ პრე­სა­ში მთე­ლი ამ­ბა­ვია ატე­ხი­ლი ამა­ზე. შვე­დურ პრე­სა­ში სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ხდე­ბო­და შვე­დუ­რი ბი­უ­ჯე­ტის, კერ­ძოდ SIDA-ს ფონ­დის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის ხარ­ჯვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2006 წლი­დან, როცა ბილ­დტი მო­ვი­და შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, გა­აქ­ტი­ურ­და თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ეს თან­ხე­ბი გა­მო­ი­ყო­ფო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა­ზე და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე გა­საკ­ვი­რი შვე­დუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ამ ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბო­და NDI. გა­ურ­კვე­ვე­ლია, შვე­დე­თი რა­ტომ უნდა აფი­ნან­სებ­დეს ამე­რი­კულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ამ სქე­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი იყ­ვნენ "ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი" (NDI), "ევ­რა­ზი­ის ფონ­დი" (EF) და მისი შვი­ლო­ბი­თი Eurasia Partnership Foundation ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო, ევ­რო­კავ­ში­რი, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ეს ფონ­დე­ბი გას­ცემ­დნენ გრანტს პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. როცა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამო­ტივ­ტივ­და რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, მათ შო­რის "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო", რო­მელ­მაც 2012 წლის პირ­ველ ივ­ლისს და­ი­წყო პრო­ექ­ტი მთავ­რო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ­ლის გრან­ტიც 2 მი­ლი­ონ 53 ათა­სი დო­ლა­რია, ასე­ვე "სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ნდო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში", რო­მელ­საც "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი" ახორ­ცი­ე­ლებ­და NDI-თან, კავ­კა­სი­ის კვლე­ვის რე­სურს ცენ­ტრსა და საია-თან ერ­თად. ამ პრო­ექ­ტებ­ზე SIDA-მ გა­მო­ყო 2 მი­ლი­ონ 776 ათა­სი დო­ლა­რი, რაც პრო­ექ­ტის მხო­ლოდ 25 პრო­ცენტს შე­ად­გენს, და­ნარ­ჩენს თვი­თონ NDI აფი­ნან­სებს.

ეს ჩვენ შვე­დე­თის გა­ზე­თე­ბი­დან შე­ვი­ტყვეთ, სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მა­გა­ლი­თად პრო­ექტს, რო­მელ­საც ჰქვია "პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში", 2014 წლი­დან NDI აფი­ნან­სებს და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 4 451 371 დო­ლა­რი. ევ­რა­ზი­ის ფონდს 2007-დან 2020 მდე აქვს გა­წე­რი­ლი სტრა­ტე­გია და დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 5 მი­ლი­ონ 552 ათა­სი დო­ლა­რი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი წე­სით შვე­დე­თი­დან სი­ღა­რი­ბის და­საძ­ლე­ვად მო­დი­ო­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მოხ­მარ­და თოქ-შო­უ­ებს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პი­არს, ისეთ საქ­მე­ებს, რაც სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვას­თან კავ­შირ­ში არაა. ეს იყო თა­ვის დრო­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, იმ ამე­რი­კე­ლებ­თან, ვინც მხარს უჭერს სა­ა­კაშ­ვილს, კარლ ბილ­დტ­თან, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად იყო ჩარ­თუ­ლი კო­რუფ­ცი­ულ სქე­მა­ში.

- არა­ლე­გა­ლუ­რად მი­დი­ო­და ეს თან­ხე­ბი ქარ­თულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში?

- ეს ფული ლე­გა­ლუ­რად მი­დი­ო­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, სხვა საქ­მეა, რა­ტომ იღებ­დნენ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გრან­ტებს. ჩვენ ვნა­ხეთ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, რო­გორ გან­ვი­თარ­და დე­მოკ­რა­ტია და რო­გორ და­იძ­ლია სი­ღა­რი­ბე. ამის სა­ფუძ­ველ­ზე მე მაქვს უფ­ლე­ბა ვთქვა, ეს იყო წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი კო­რუფ­ცი­ის სქე­მა, რო­მელ­შიც ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ აღ­მოჩ­დნენ ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის ნა­წი­ლი. ზოგს იქ­ნებ არც ეს­მო­და, რომ კო­რუფ­ცი­ის ნა­წი­ლი იყო, რად­გან პა­ტა­რა ჭან­ჭი­კე­ბი იყ­ვნენ. რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის სამი ორ­გა­ნი­ზა­ცია მარ­თავ­და პო­ლე­მი­კას, ყო­ველ­თვის მიკ­ვირ­და ეს, ახლა კი ამის მა­სა­ლე­ბი გვაქვს. ალ­ბათ შვე­დე­თის გა­მო­ძი­ე­ბა გა­არ­კვევს, რო­გორ ის­ხდნენ ისი­ნი ამ სქე­მა­ში, ჩემი აზ­რით, ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

რო­გორც Ambebi.ge-ს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თუთა ჩხე­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გოგა ხა­ინ­დრა­ვას ბრალ­დე­ბე­ბი ცი­ლის­წა­მე­ბაა და მის გან­ცხა­დე­ბას NGO-ს იუ­რის­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ.

- ნინო ლომ­ჯა­რია მე­ო­თხე წე­ლია "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის" დი­რექ­ტო­რია, ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე გრან­ტის სა­ხით 35 000 დო­ლა­რი გვაქვს აღე­ბუ­ლი "SIDA"-სგან. "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი" "SIDA" პირ­და­პი­რი გრან­ტი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია არას­დროს ყო­ფი­ლა. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე 35 000 დო­ლა­რი გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი გრან­ტის სა­ხით და მგო­ნი 2-4 მი­ლი­ონს და 35 000 შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. გოგა ხა­ინ­დრა­ვას კო­მენ­ტარს გან­ცალ­კე­ვე­ბულ ცი­ლის­წა­მე­ბად ვერ გან­ვი­ხი­ლავთ. ვფიქ­რობთ, ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ქვეყ­ნის­თვის ძირ­გა­მომ­თხრე­ლი უწო­და. შემ­დეგ ეს გაგ­რძელ­და ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­თი, სა­დაც ის ამ­ბობს, პი­როვ­ნულ კვლე­ვას ვა­პი­რე­ბო და გოგა ხა­ინ­დრა­ვას გან­ცხა­დე­ბა იყო ცი­ლის­წა­მე­ბის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა. აქ არ არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კრი­ტი­კა მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ვფიქ­რობთ, ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცია მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის. "SIDA"-ს ოფი­ცი­ა­ლურ გევ­რდზეც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რომ მის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტე­ბის მიმ­ღე­ბი, NGO-ის გარ­და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბიც არის. უხერ­ხუ­ლია პირ­და­პირ ეთერ­ში თი­თით ჩვე­ნე­ბა, თით­ქოს კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ში და გა­რი­გე­ბებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, ეს აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. 50-ზე მეტი ორ­გა­ნი­ზა­ცია დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. ჩვე­ნი იუ­რის­ტე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი რე­ა­გი­რე­ბა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­ცხა­დე­ბა­საც გა­ვავ­რცე­ლებთ.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და სტა­ტი­ით, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შვე­დურ პრე­სა­ში გავ­რცელ­და. შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თვის (SIDA) სი­ღა­რი­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­ყო­ფი­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით შვე­დუ­რი კრო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო პო­ლი­ტი­კურ თოქ-შო­უ­ებ­ზე, ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თე­მა­ზე რა­დიო და ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე გა­იფ­ლან­გა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია შვე­დურ გა­მო­ცე­მა Aftonbladet-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, 95 მი­ლი­ო­ნი შვე­დუ­რი კრო­ნი, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის­თვის გა­მო­ი­ყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა.

"Sida-ს თან­ხე­ბი ასე­ვე იხარ­ჯე­ბო­და ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა ხელ­ფა­სებ­ზე, მათ სა­მივ­ლი­ნე­ბო ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და ვა­შინგტონ­ში ავი­ა­რე­ი­სებ­ზე" - ცი­ტი­რებს რუ­სუ­ლი მე­დია Aftonbladet-ის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

შვე­დუ­რი გა­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, 2007 წლი­დან Sida-ს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა აქვს სამ ამე­რი­კულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებს აფი­ნან­სე­ბენ.

რო­გორც შვე­დურ გა­მო­ცე­მა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისეთ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, რო­გო­რიც "ეროვ­ნუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი" (NDI), "ევ­რა­ზი­ის ფონ­დი" (EF) და მისი შვი­ლო­ბი­თი Eurasia Partnership Foundation არი­ან, დღე­ი­სათ­ვის სიდა-სგან, სა­ერ­თო ჯამ­ში, 95 მი­ლი­ო­ნი კრო­ნი მი­ი­ღეს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შვე­დუ­რი გა­მო­ცე­მა თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის ერთ-ერთ მა­გა­ლი­თად NDI-ის ერთ-ერთი კვლე­ვა მოჰ­ყავს, რო­დე­საც 2012 წლის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩე­ნე­ბი­სა და 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ძლი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად კი გა­ირ­კვა, რე­ა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მხარ­დამ­ჭერ­თა პრო­ცენ­ტი იმის ნა­ხე­ვა­რი იყო, რაც გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა.

"რო­გორც Aftonbladet-ი წერს, 2011-2013 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში Sida-ს თან­ხე­ბი ასე­ვე იხარ­ჯე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში 49 სა­ტე­ლე­ვი­ზიო პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბა­ზე, თუ რა­ტომ უნდა გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი", - ცი­ტი­რებს რუ­სუ­ლი მე­დია შვე­დუ­რი გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რუ­სუ­ლი მე­დია ასე­ვე წერს, რომ შვე­დუ­რი გა­ზე­თის­თვის ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის მი­ცე­მი­სას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ სა­ხელ­დე­ბა, გა­ნა­ცხა­და, რომ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბაა.

"თქვენ ალ­ბათ, რა­ღაც ვერ გა­ი­გეთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ თან­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზია იღებ­და? ეს ჩვენს კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და შვე­დურ გა­მო­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შვე­დუ­რი გა­ზე­თის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, Sida-ს ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლენა ინ­გელსტამ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ Sida-ს მიერ გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა ერ­თობ აქ­ტუ­ა­ლუ­რად შე­ფას­და. შვე­დე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კი გა­ნა­ცხა­დეს, რომ Sida-ს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რას და ამ თე­მის გან­ხილ­ვას აპი­რე­ბენ.

ამას­თან, 2014 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ამა­ვე შვე­დურ­მა გა­მო­ცე­მამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შვე­დე­თის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის კარლ ბილ­დტის ახლო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "აფ­ტონბ­ლა­დეტ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­დე­თის ყო­ფი­ლი ელჩი ჰანს გუ­ნარ ადე­ნი ადას­ტუ­რებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მას შემ­დეგ გა­იწ­ვი­ეს, რაც ან­გა­რიშ­ში და­წე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობ­და. ამა­ვე გა­ზეთ­მა ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ კარლ ბილ­დტ­მა და ლო­ბის­ტურ­მა კომ­პა­ნი­ამ "კრე­ა­ბი", რო­მელ­საც მა­ნამ­დე კარლ ბილ­დტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, დი­დძა­ლი თან­ხე­ბი მი­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---------
0

ოოო დავიჯერებდი, მაგარამ ეს რუსული პრესა არ მომწონს.... სკაბაევა და ღორი სიმონიანი მახსენდება

პატრიოტი 2
0

როდემდე უნდა იპარპაშოს ხაინდრავამ და მისნაირებმა???????????? ხალხო, თავმოყვარეობა საერთოდ სხვა პლანეტაზე გაგზავნეთ თუ რაშია საქმე!!!!!!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს შვედური პრესა კორუფციულ სქემაზე ბილდტის, სააკაშვილისა და არასამთავრობოების მონაწილეობით

რა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს შვედური პრესა კორუფციულ სქემაზე ბილდტის, სააკაშვილისა და არასამთავრობოების მონაწილეობით

გადაცემა "იმედის კვირის" ეთერში გოგა ხაინდრავა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გოგა ხაინდრავამ გადაცემაში განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციულ სქემებში მონაწილეობდნენ. ამ თემაზე Ambebi.ge გოგა ხაინდრავას და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებს" დაუკავშირდა. ამასთან, ინტერვიუების დასასრულს იხილავთ სტატიას, რომელიც შვედურ პრესაში გამოქვეყნდა.

- ბატონო გოგა, "იმედის კვირაში" განაცხადეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციულ სქემებში მონაწილეობდნენ...

- მე ვთქვი, რომ კორუფციული სქემებით მუშაობდა კარლ ბილდტი და მიხეილ სააკაშვილი, არასამთავრობოები უნებლიედ აღმოჩნდნენ ამ ამბავში.

- რა სქემით მუშაობდა ეს კორუფციული გეგმა და რა ფორმით იყვნენ ჩართული ამაში არასამთავრობო ორგანიზაციები?

- უცხოურ პრესაში მთელი ამბავია ატეხილი ამაზე. შვედურ პრესაში სკანდალური ინფორმაციები გამოქვეყნდა იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა შვედური ბიუჯეტის, კერძოდ SIDA-ს ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვა საქართველოში. 2006 წლიდან, როცა ბილდტი მოვიდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, გააქტიურდა თანხების გამოყოფა საქართველოსთვის. ეს თანხები გამოიყოფოდა საქართველოში სიღარიბის დაძლევაზე და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. ყველაზე გასაკვირი შვედური საზოგადოებისთვის აღმოჩნდა ის, რომ ამ ფულით ფინანსდებოდა NDI. გაურკვეველია, შვედეთი რატომ უნდა აფინანსებდეს ამერიკულ დაწესებულებას. ამ სქემის ბენეფიციარები იყვნენ "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), "ევრაზიის ფონდი" (EF) და მისი შვილობითი Eurasia Partnership Foundation ნიდერლანდების სამეფო, ევროკავშირი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება, ეს ფონდები გასცემდნენ გრანტს პროექტების განსახორციელებლად. როცა ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა საქართველოში, ამოტივტივდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო", რომელმაც 2012 წლის პირველ ივლისს დაიწყო პროექტი მთავრობის საქმიანობის მონიტორინგი, რომლის გრანტიც 2 მილიონ 53 ათასი დოლარია, ასევე "საარჩევნო პროცესის ნდობის გაძლიერება საქართველოში", რომელსაც "სამართლიანი არჩევნები" ახორციელებდა NDI-თან, კავკასიის კვლევის რესურს ცენტრსა და საია-თან ერთად. ამ პროექტებზე SIDA-მ გამოყო 2 მილიონ 776 ათასი დოლარი, რაც პროექტის მხოლოდ 25 პროცენტს შეადგენს, დანარჩენს თვითონ NDI აფინანსებს.

ეს ჩვენ შვედეთის გაზეთებიდან შევიტყვეთ, სხვა ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად პროექტს, რომელსაც ჰქვია "პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში", 2014 წლიდან NDI აფინანსებს და მისი ღირებულება არის 4 451 371 დოლარი. ევრაზიის ფონდს 2007-დან 2020 მდე აქვს გაწერილი სტრატეგია და დღევანდელი მონაცემებით, 5 მილიონ 552 ათასი დოლარი აქვს დახარჯული. ეს ყველაფერი წესით შვედეთიდან სიღარიბის დასაძლევად მოდიოდა, სინამდვილეში კი მოხმარდა თოქ-შოუებს, პოლიტიკოსების პიარს, ისეთ საქმეებს, რაც სიღარიბის დაძლევასთან კავშირში არაა. ეს იყო თავის დროზე მოლაპარაკებული პროექტი, იმ ამერიკელებთან, ვინც მხარს უჭერს სააკაშვილს, კარლ ბილდტთან, რომელიც სააკაშვილთან ერთად იყო ჩართული კორუფციულ სქემაში.

- არალეგალურად მიდიოდა ეს თანხები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში?

- ეს ფული ლეგალურად მიდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვა საქმეა, რატომ იღებდნენ მაინცდამაინც ეს ორგანიზაციები გრანტებს. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის დროს, როგორ განვითარდა დემოკრატია და როგორ დაიძლია სიღარიბე. ამის საფუძველზე მე მაქვს უფლება ვთქვა, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კორუფციის სქემა, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ აღმოჩდნენ ქართული არასამთავრობოების ნაწილი. ზოგს იქნებ არც ესმოდა, რომ კორუფციის ნაწილი იყო, რადგან პატარა ჭანჭიკები იყვნენ. რაც არ უნდა ხდებოდეს, საქართველოში ყოველთვის სამი ორგანიზაცია მართავდა პოლემიკას, ყოველთვის მიკვირდა ეს, ახლა კი ამის მასალები გვაქვს. ალბათ შვედეთის გამოძიება გაარკვევს, როგორ ისხდნენ ისინი ამ სქემაში, ჩემი აზრით, ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

როგორც Ambebi.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" პრესსამსახურის უფროსმა თუთა ჩხეიძემ განუცხადა, გოგა ხაინდრავას ბრალდებები ცილისწამებაა და მის განცხადებას NGO-ს იურისტები სწავლობენ.

- ნინო ლომჯარია მეოთხე წელია "სამართლიანი არჩევნების" დირექტორია, ამ პერიოდის მანძილზე გრანტის სახით 35 000 დოლარი გვაქვს აღებული "SIDA"-სგან. "სამართლიანი არჩევნები" "SIDA" პირდაპირი  გრანტიორი ორგანიზაცია არასდროს ყოფილა. ამ პერიოდის მანძილზე 35 000 დოლარი გვაქვს მიღებული გრანტის სახით და მგონი 2-4 მილიონს და 35 000 შორის დიდი განსხვავებაა. გოგა ხაინდრავას კომენტარს განცალკევებულ ცილისწამებად ვერ განვიხილავთ. ვფიქრობთ, ყველაფერი დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი უწოდა. შემდეგ ეს გაგრძელდა ივანიშვილის ინტერვიუთი, სადაც ის ამბობს, პიროვნულ კვლევას ვაპირებო და გოგა ხაინდრავას განცხადება იყო ცილისწამების დაგვირგვინება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კრიტიკა მიუღებელია. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების. "SIDA"-ს ოფიციალურ გევრდზეც შეგიძლიათ ნახოთ, რომ მის მიერ გამოყოფილი გრანტების მიმღები, NGO-ის გარდა სახელმწიფო სტრუქტურებიც არის. უხერხულია პირდაპირ ეთერში თითით ჩვენება, თითქოს კორუფციულ სქემებში და გარიგებებში ვმონაწილეობთ, ეს აღმაშფოთებელია. 50-ზე მეტი ორგანიზაცია დაგვიდგა გვერდით. ჩვენი იურისტები იზრუნებენ, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი რეაგირება და მოგვიანებით განცხადებასაც გავავრცელებთ.

Ambebi.ge დაინტერესდა სტატიით, რომელიც აღნიშნულ თემაზე შვედურ პრესაში გავრცელდა. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (SIDA) სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად და დემოკრატიის განვითარების მიზნით გამოყოფილი მილიონობით შვედური კრონი საქართველოში სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თემაზე რადიო და ტელეგადაცემების მომზადებაზე გაიფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია შვედურ გამოცემა Aftonbladet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, 95 მილიონი შვედური კრონი, რომელიც დახმარების გაწევისთვის გამოიყო, საქართველოში მომუშავე ამერიკული ორგანიზაციების განკარგულებაში აღმოჩნდა.

"Sida-ს თანხები ასევე იხარჯებოდა ამერიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ხელფასებზე, მათ სამივლინებო ანაზღაურებასა და ვაშინგტონში ავიარეისებზე" - ციტირებს რუსული მედია Aftonbladet-ის ინფორმაციას.

შვედური გამოცემის თანახმად, 2007 წლიდან Sida-ს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აქვს სამ ამერიკულ ორგანიზაციასთან, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პროექტებს აფინანსებენ.

როგორც შვედურ გამოცემაშია აღნიშნული, ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიც "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), "ევრაზიის ფონდი" (EF) და მისი შვილობითი Eurasia Partnership Foundation არიან, დღეისათვის სიდა-სგან, საერთო ჯამში, 95 მილიონი კრონი მიიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შვედური გამოცემა თანხების გაფლანგვის ერთ-ერთ მაგალითად NDI-ის ერთ-ერთი კვლევა მოჰყავს, როდესაც 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩენებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. არჩევნების შედეგად კი გაირკვა, რეალურად მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერთა პროცენტი იმის ნახევარი იყო, რაც გამოკითხვამ აჩვენა.

"როგორც Aftonbladet-ი წერს, 2011-2013 წლების პერიოდში Sida-ს თანხები ასევე იხარჯებოდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში 49 სატელევიზიო პროგრამის მომზადებაზე, თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი", - ციტირებს რუსული მედია შვედური გამოცემის ინფორმაციას.

რუსული მედია ასევე წერს, რომ შვედური გაზეთისთვის ამ საკითხზე კომენტარის მიცემისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, განაცხადა, რომ რაღაც გაუგებრობაა.

"თქვენ ალბათ, რაღაც ვერ გაიგეთ. დარწმუნებული ხართ, რომ თანხებს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია იღებდა? ეს ჩვენს კანონებს ეწინააღმდეგება", - განუცხადა შვედურ გამოცემას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა.

რუსული მედიის ცნობით, შვედური გაზეთის ჟურნალისტების მიერ ჩატარებული ანალიზის კომენტირებისას, Sida-ს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ლენა ინგელსტამმა აღნიშნა, რომ Sida-ს მიერ გაწეული დახმარება ერთობ აქტუალურად შეფასდა. შვედეთის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ Sida-ს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ამ თემის განხილვას აპირებენ.

ამასთან, 2014 წლის სექტემბერში ამავე შვედურმა გამოცემამ მიხეილ სააკაშვილთან შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის ახლო კავშირების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. "აფტონბლადეტთან" ინტერვიუში საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი ჰანს გუნარ ადენი ადასტურებდა, რომ საქართველოდან მოულოდნელად, მას შემდეგ გაიწვიეს, რაც ანგარიშში დაწერა, რომ საქართველოს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა. ამავე გაზეთმა ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კარლ ბილდტმა და ლობისტურმა კომპანიამ "კრეაბი", რომელსაც მანამდე კარლ ბილდტი ხელმძღვანელობდა, დიდძალი თანხები მიიღეს საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისგან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE