პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა პეტრემ უჩვეულო წარმოდგენით ადამიანებს სიყვარული კიდევ ერთხელ აუხსნა
მამა პეტრემ უჩვეულო წარმოდგენით ადამიანებს სიყვარული კიდევ ერთხელ აუხსნა

პან­ტო­მი­მის თე­ატ­რი, სა­ღა­მოს 7 სა­ა­თი, ფო­ი­ე­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია შეკ­რე­ბი­ლი, დარ­ბაზ­ში სი­ნათ­ლე ქრე­ბა და სცე­ნა ნათ­დე­ბა. მა­ყუ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბას ყუ­რა­დღე­ბას თეთ­რი ბადე-ფარ­დის მიღ­მა ადევ­ნებს, სცე­ნა­ზე ბევ­რი ნი­ღა­ბი და წიგ­ნია, მა­გი­დას­თან ზის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ხელ­ში წიგ­ნი უჭი­რავს, სა­ხეს აბა­ჟუ­რი უფა­რავს, კრე­ბუ­ლი­დან სა­კუ­თარ ლექ­სებს კი­თხუ­ლობს. მსა­ხი­ო­ბი არ არის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია, მო­ძღვა­რი, მაგ­რამ პო­ე­ტიც... სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი - პეტ­რე კვარ­ცხე­ლია, იგი­ვე პეტ­რე კოლ­ხი, თა­ვის რი­გით მე­თხუთ­მე­ტე პო­ე­ტურ კრე­ბულს წა­რად­გენს... სცე­ნა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კა ჟღერს. პე­რი­ო­დუ­ლად პან­ტო­მი­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი პო­ე­ტის სათ­ქმელს მა­ყუ­რე­ბელს პლას­ტი­კუ­რად გა­დას­ცემს. დარ­ბა­ზი სავ­სეა მა­ყუ­რებ­ლით, მო­ძღვარს პე­რი­ო­დუ­ლად ტა­შით აჯილ­დო­ვე­ბენ. ლექ­სე­ბი, სტრი­ქო­ნე­ბი, რით­მე­ბი, გრძნო­ბა, ემო­ცია... დრო სწრა­ფად გა­დის და პო­ე­ზი­ის მშვე­ნი­ე­რი სა­ღა­მო სრულ­დე­ბა. გვერ­დით მჯდო­მი ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, რომ ისე მო­ე­წო­ნა, სკა­მი­დან ად­გო­მა და წას­ვლაც არ უნდა... თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში მამა პეტ­რე ახალ წიგნ­ზე ავ­ტოგ­რა­ფებს არი­გებს. მას­თან სუ­რა­თებს იღე­ბენ, მე იქვე ადა­მი­ა­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბი.

ირაკ­ლი ბი­ბი­ლუ­რი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ძღვარ­თან ერ­თად, სცე­ნა­ზე ლექ­სებს პლას­ტი­კუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და:

- მამა პეტ­რეს­თან სცე­ნა­ზე ერ­თად ყოფ­ნა ჩემ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გა­ნაც მისი ლექ­სე­ბი ყო­ველ­თვის დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. სა­ერ­თოდ, მის პო­ე­ზი­ას კარ­გად ვიც­ნობ, რად­გა­ნაც სხვა დრო­საც მქო­ნია მსგავ­სი შემ­თხვე­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გას­ვლი­თი სა­ღა­მო­ე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

- თქენი მუ­შა­ო­ბა სცე­ნა­ზე იმპრო­ვი­ზა­ცია იყო?

- დიახ, ასეა ხოლ­მე. ვუს­მენ ლექ­სებს, მერე წა­მი­ე­რად ვი­ჭერ რა­ღაც ნა­წყვეტს და იმას ვა­სა­ხი­ე­რებ. უბ­რა­ლოდ ის არის, რომ მთე­ლი სა­ღა­მოს მან­ძილ­ზე სულ არ ვჩან­ვარ სცე­ნა­ზე, ასე რომ იყოს, ჩემი სა­ღა­მო გა­მო­ვა…

მთავ­რია, სცე­ნი­დან რას იტყვი. მა­მაო ყო­ველ­თვის გე­ლა­პა­რა­კე­ბა და მის ლექ­სებ­ში ჩანს სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. ამი­ტო­მაც არის, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი დარ­ბაზს სუ­ლი­ე­რად სავ­სე ტო­ვებს. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მამა გი­ორ­გი ცქი­ტიშ­ვი­ლი, პეტ­რე კოლ­ხის მე­გო­ბა­რი:

- მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და ღრმაა. გა­სა­ო­ცა­რია, 35 წლის ადა­მი­ა­ნი რო­გორ ახერ­ხებს სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას, სხვა­დას­ხვა ერე­ბის ტკი­ვი­ლის ჩვე­ნამ­დე მო­ტა­ნას, ეს ბევ­რის­თვის, მათ შო­რის ჩემ­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. როცა უს­მენ, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბა, თით­ქოს კა­ცობ­რი­ო­ბის ამ ემო­ცი­ებს, გა­მოც­დი­ლე­ბას და ტრა­დი­ცი­ებს მას­ში გა­უვ­ლია. მი­ხა­რია, რომ ის ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია.

- და რო­გო­რი მე­გო­ბა­რია?

- თავ­შე­წი­რუ­ლი და არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ზო­გა­დად ასე­თა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მზად არის თავი მსხვერ­პლად ყვე­ლას­თვის გა­ი­ღოს და ამ პი­როვ­ნე­ბა­ში სწო­რედ ეს მი­ზი­დავს.

- ბევ­რმა მო­ძღვა­რი სცე­ნა­ზე, თე­ატ­რა­ლუ­რი დად­გმის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­ი­ღოს და გა­ნი­კი­თხოს...

- ეს არ არის გა­საკ­ვი­რი. ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ, ქრის­ტე ჯვარ­ცმუ­ლია და ყო­ველ­მა ჩვენ­გან­მა ქრის­ტეს­თან ერ­თად, გოლ­გო­თა უნდა გა­ვი­ა­როთ და მას­თან ერ­თად, ჯვარს ვეც­ვეთ. მამა პეტ­რე არის გა­მორ­ჩე­უ­ლი და ზუს­ტად ეს გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა იზი­დავს ადა­მი­ა­ნებს. მას­ში შე­უძ­ლი­ათ, ამო­იც­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვის რა­ღაც ნა­წი­ლი...

დე­კა­ნო­ზი პეტ­რე:

- მად­ლო­ბა პან­ტო­მი­მის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრს, ამი­რან უფ­როს და უმ­ცროს შა­ლი­კაშ­ვი­ლებს, მათ­თან ხში­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, - პან­ტო­მი­მის მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის ალა­მა­ზებს სა­ღა­მო­ებს და ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა. მო­ლო­დი­ნი კი მქონ­და, რომ მსმე­ნე­ლი, მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ვი­დო­და, მაგ­რამ ამ­დენ ხალ­ხს არ ვე­ლო­დი, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი­სა, მა­ინც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს მარ­თა­ლი, სუფ­თა სი­ტყვა. ძა­ლი­ან მო­წყუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სიყ­ვა­რულს, ღი­მილს, ურ­თი­ერ­თო­ბას. დღე­ვან­დე­ლი დღე იყო ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი, რომ ლექ­სე­ბი ლექ­სე­ბის­თვის არ წაგ­ვი­კი­თხავს. ეს იყო კი­დევ ერთი სიყ­ვა­რუ­ლის გამ­ხე­ლა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი, ვინც დარ­ბაზ­ში იყო შეკ­რე­ბი­ლი.

- მა­მაო, ლექ­სე­ბის კი­თხვი­სას სცე­ნა­ზე სახე არ გი­ჩან­დათ. რა­ტომ?

- სახე არ მინ­დო­და გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რად­გა­ნაც იქ ისე­დაც ბევ­რი ნი­ღა­ბი იყო, მე კი ვა­კუ­უმ­ში ვი­ყა­ვი ისე, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მარ­თა­ლი სი­ტყვა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რია დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში, მაგ­რამ ბო­ლოს ხომ ნა­ხეთ, რომ ბადე გა­ირ­ღვა და ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარვდე­ქით... ასე უნდა და­მარ­ცხდეს ცოდ­ვა...

- პო­ე­ზი­ა­ში რა არის თქვენ­თვის მთა­ვა­რი?

- ღმერ­თი, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი...

ნინო ვე­კუა, მამა პეტ­რეს მე­უღ­ლე:

- ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რთუ­ლია თუ არა მო­ძღვრის ცო­ლო­ბა, ფო­ფო­დი­ო­ბა, პო­ე­ტის მე­უღ­ლე­ო­ბა? უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნო­ბაა რთუ­ლი, არა­და, ეს ჩვე­ნი ვა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ჯვა­რი აქვს... ეს ჩვე­ნი ჯვა­რია და ვცდი­ლობთ, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, ღირ­სე­უ­ლად ვა­ტა­როთ.

მოკ­ლედ, დღეს შედ­გა კი­დევ ერთი პო­ე­ზი­ის ზე­ი­მი, სი­ტყვის ძალა, მისი მად­ლი შე­ვიგ­რძე­ნით, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მო­ვის­მი­ნეთ არა მარ­ტო პო­ე­ტუ­რი ნი­მუ­შე­ბი, არა­მედ ეს ყვე­ლა­ფე­რი პან­ტო­მი­მა­ში ვი­ხი­ლეთ, რაც უკვე სხვა ხე­ლოვ­ნე­ბაა და ამის­თვის მად­ლო­ბა ირაკ­ლის. ორი ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ერ­წყა, - ასე­თია ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მამა პეტრემ უჩვეულო წარმოდგენით ადამიანებს სიყვარული კიდევ ერთხელ აუხსნა

მამა პეტრემ უჩვეულო წარმოდგენით ადამიანებს სიყვარული კიდევ ერთხელ აუხსნა

პანტომიმის თეატრი, საღამოს 7 საათი, ფოიეში უამრავი ადამიანია შეკრებილი, დარბაზში სინათლე ქრება და სცენა ნათდება. მაყურებელი მოქმედებას ყურადღებას თეთრი ბადე-ფარდის მიღმა ადევნებს, სცენაზე ბევრი ნიღაბი და წიგნია, მაგიდასთან ზის ადამიანი, რომელსაც ხელში წიგნი უჭირავს, სახეს აბაჟური უფარავს, კრებულიდან საკუთარ ლექსებს კითხულობს. მსახიობი არ არის, სასულიერო პირია, მოძღვარი, მაგრამ პოეტიც... სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი - პეტრე კვარცხელია, იგივე პეტრე კოლხი, თავის რიგით მეთხუთმეტე პოეტურ კრებულს წარადგენს... სცენაზე სასიამოვნო მუსიკა ჟღერს. პერიოდულად პანტომიმის თეატრის მსახიობი პოეტის სათქმელს მაყურებელს პლასტიკურად გადასცემს. დარბაზი სავსეა მაყურებლით, მოძღვარს პერიოდულად ტაშით აჯილდოვებენ. ლექსები, სტრიქონები, რითმები, გრძნობა, ემოცია... დრო სწრაფად გადის და პოეზიის მშვენიერი საღამო სრულდება. გვერდით მჯდომი ქალბატონი ამბობს, რომ ისე მოეწონა, სკამიდან ადგომა და წასვლაც არ უნდა... თეატრის ფოიეში მამა პეტრე ახალ წიგნზე ავტოგრაფებს არიგებს. მასთან სურათებს იღებენ, მე იქვე ადამიანებს ვესაუბრები.

ირაკლი ბიბილური, მსახიობი, მოძღვართან ერთად, სცენაზე ლექსებს პლასტიკურად განასახიერებდა:

- მამა პეტრესთან სცენაზე ერთად ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა, რადგანაც მისი ლექსები ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ, მის პოეზიას კარგად ვიცნობ, რადგანაც სხვა დროსაც მქონია მსგავსი შემთხვევა. საქართველოს მასშტაბით გასვლითი საღამოები ჩატარებულა.

- თქენი მუშაობა სცენაზე იმპროვიზაცია იყო?

- დიახ, ასეა ხოლმე. ვუსმენ ლექსებს, მერე წამიერად ვიჭერ რაღაც ნაწყვეტს და იმას ვასახიერებ. უბრალოდ ის არის, რომ მთელი საღამოს მანძილზე სულ არ ვჩანვარ სცენაზე, ასე რომ იყოს, ჩემი საღამო გამოვა…

მთავრია, სცენიდან რას იტყვი. მამაო ყოველთვის გელაპარაკება და მის ლექსებში ჩანს სახარებისეული ჭეშმარიტება. ამიტომაც არის, რომ მაყურებელი დარბაზს სულიერად სავსე ტოვებს. ეს არის მნიშვნელოვანი.

მამა გიორგი ცქიტიშვილი, პეტრე კოლხის მეგობარი:

- მისი შემოქმედება ძალიან საინტერესო და ღრმაა. გასაოცარია, 35 წლის ადამიანი როგორ ახერხებს საუკუნეების გამოცდილების ადამიანებისთვის გაზიარებას, სხვადასხვა ერების ტკივილის ჩვენამდე მოტანას, ეს ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვის, მნიშვნელოვანია. როცა უსმენ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს კაცობრიობის ამ ემოციებს, გამოცდილებას და ტრადიციებს მასში გაუვლია. მიხარია, რომ ის ჩემი უახლოესი მეგობარია.

- და როგორი მეგობარია?

- თავშეწირული და არა მხოლოდ ჩემთვის, ზოგადად ასეთა ადამიანებისთვის. მზად არის თავი მსხვერპლად ყველასთვის გაიღოს და ამ პიროვნებაში სწორედ ეს მიზიდავს.

- ბევრმა მოძღვარი სცენაზე, თეატრალური დადგმის ფონზე შეიძლება ვერ მიიღოს და განიკითხოს...

- ეს არ არის გასაკვირი. ქრისტიანები ვართ, ქრისტე ჯვარცმულია და ყოველმა ჩვენგანმა ქრისტესთან ერთად, გოლგოთა უნდა გავიაროთ და მასთან ერთად, ჯვარს ვეცვეთ. მამა პეტრე არის გამორჩეული და ზუსტად ეს გამორჩეულობა იზიდავს ადამიანებს. მასში შეუძლიათ, ამოიცნონ საკუთარი თავის რაღაც ნაწილი...

დეკანოზი პეტრე:

- მადლობა პანტომიმის სახელმწიფო თეატრს, ამირან უფროს და უმცროს შალიკაშვილებს, მათთან ხშირად ვთანამშრომლობთ, - პანტომიმის მსახიობი ყოველთვის ალამაზებს საღამოებს და ის მრავალფეროვანი ხდება. მოლოდინი კი მქონდა, რომ მსმენელი, მაყურებელი მოვიდოდა, მაგრამ ამდენ ხალხს არ ველოდი, რაც ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, მაინც ძალიან სჭირდება ადამიანებს მართალი, სუფთა სიტყვა. ძალიან მოწყურებულები არიან სიყვარულს, ღიმილს, ურთიერთობას. დღევანდელი დღე იყო ცოცხალი მაგალითი, რომ ლექსები ლექსებისთვის არ წაგვიკითხავს. ეს იყო კიდევ ერთი სიყვარულის გამხელა იმ ადამიანებისადმი, ვინც დარბაზში იყო შეკრებილი.

- მამაო, ლექსების კითხვისას სცენაზე სახე არ გიჩანდათ. რატომ?

- სახე არ მინდოდა გამოჩენილიყო, რადგანაც იქ ისედაც ბევრი ნიღაბი იყო, მე კი ვაკუუმში ვიყავი ისე, როგორც საზოგადოებაში მართალი სიტყვა და განსხვავებული აზრია დევნა-შევიწროებაში, მაგრამ ბოლოს ხომ ნახეთ, რომ ბადე გაირღვა და ჩვენ საზოგადოების წინაშე წარვდექით... ასე უნდა დამარცხდეს ცოდვა...

- პოეზიაში რა არის თქვენთვის მთავარი?

- ღმერთი, სითბო და სიყვარული...

ნინო ვეკუა, მამა პეტრეს მეუღლე:

- ხშირად მეკითხებიან, რთულია თუ არა მოძღვრის ცოლობა, ფოფოდიობა, პოეტის მეუღლეობა? უპირველესად ადამიანობაა რთული, არადა, ეს ჩვენი ვალია. აქედან გამომდინარე, ცხოვრებაში ყველას თავისი ჯვარი აქვს... ეს ჩვენი ჯვარია და ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია, ღირსეულად ვატაროთ.

მოკლედ, დღეს შედგა კიდევ ერთი პოეზიის ზეიმი, სიტყვის ძალა, მისი მადლი შევიგრძენით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მოვისმინეთ არა მარტო პოეტური ნიმუშები, არამედ ეს ყველაფერი პანტომიმაში ვიხილეთ, რაც უკვე სხვა ხელოვნებაა და ამისთვის მადლობა ირაკლის. ორი ხელოვნება ერთმანეთს კარგად შეერწყა, - ასეთია ჩემი სუბიექტური აზრი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება