ოზურგეთელი გოგონა მისი გამტაცებლის გათავისუფლებას ითხოვს - 10 წლიანი სასჯელი ცოლის მოყვანის ნაცვლად

ოზურგეთელი გოგონა მისი გამტაცებლის გათავისუფლებას ითხოვს - 10 წლიანი სასჯელი ცოლის მოყვანის ნაცვლად

ჯუდუ ქაჯაია, ძმასთან და მეგობრებთან ერთად, 27 იანვარს სოფელ ბაილეთში დააპატიმრეს. მას შეყვარებული გოგონას გატაცება ედება ბრალად, რომელიც, მისი მტკიცებით, მეზობელ სოფელში მასზე დაქორწინების მიზნით წაიყვანა. სოფელში ჩასულები კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

დაკავება გოგონას მამის შეტყობინების საფუძველზე მოხდა. სულიკო ვანაძე პოლიციის გამოძახებას ადასტურებს, თუმცა სამართალდამცავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ჯუდუ ქაჯაიას და მისი მეგობრების დასჯა მისი სურვილი არ არის.

დაცვის მხარის მტკიცებით, სულიკო ვანაძის მიმართ ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენება საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც პროკურატურა ბრალდებულებისთვის 10-წლიან სასჯელს ითხოვს.

ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ ქაჯაიამ შეყვარებული წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, მაინც გაიტაცა.

ასევე დაგაინტერესებთ| რას ფიქრობენ ქართველი ბიჭები ცოლის მოტაცებით მოყვანაზე (+VIDEO)

ამ ვერსიას არ ადასტურებს თავად მზია ვანაძე, რომლის ერთადერთი მოთხოვნა ქმრის გათავისუფლებაა.

აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულ ბრალდებულს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 9000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებულების ოჯახი აცხადებს, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში არ დარჩება, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მზია ვანაძე ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქმრის დაბრუნების მოთხოვნით, ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

"რუსთავი 2"-ის მასალა.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია