ირაკლი ფირცხალავას მეუღლე "კანონიერი ქურდების" მხრიდან შესაძლო შურისძიებასა და საფრთხეებზე საუბრობს

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე "კანონიერი ქურდების" მხრიდან შესაძლო შურისძიებასა და საფრთხეებზე საუბრობს

პროკურატურის მიერ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობისთვის დაკავებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია აცხადებს, რომ ის დღეიდან თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს, რადგან ის, შესაძლოა შურისძიების ობიექტი გახდეს იმ კრიმინალების მხრიდან, ვისაც მისი მეუღლე ებრძოდა, - ამის შესახებ ნინო ხვიტიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

"სახელმწიფო დღეს გახდა მკვლელების, ყაჩაღების, მძარცველების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების და გამტაცებლების ოფიციალური ადვოკატი. ამ ქვეყანაში დღეიდან ვერცერთი მოქალაქე უსაფრთხოდ თავს ვერ იგრძნობს, ეს რასაკვირველია პირველ რიგში გვეხება მე და ჩემს შვილებს, რამდენადაც ჩემი მეუღლე ამ ჩამოთვლილი დამნაშავეების გარდა, ებრძოდა ღიად, პერსონალურად, კანონიერ ქურდებს და ქვეყნის მოღალატეებს. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული საფრთხეები და დარტყმები მოსალოდნელია ჩემს წინააღმდეგ," - განაცხადა ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.

მეტი ინფორმაციისთვის| ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ