საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე
ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე

გა­ნახ­ლე­ბა| რო­გორ ჩა­ცხრი­ლეს ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ხუ­ბუ­ლო­ვი კორ­ტებ­ზე - შემ­ზა­რა­ვი დღის დე­ტა­ლუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. კო­რე­ტებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბას Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ე.წ. კორ­ტებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის საქ­მე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გახ­სნი­ლია.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და 150-მდე მოწ­მის და­კი­თხვას, მათ შო­რის ერთი მოწ­მე და­ი­კი­თხა სა­ზღვარ­გა­რეთ, ათზე მეტი ექ­სპერ­ტი­ზის და სხვა მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მოკ­ვე­თა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, აღად­გი­ნა ის სუ­რა­თი, რაც მოხ­და 2006 წლის 2 მა­ისს კორ­ტებ­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და და­ად­გი­ნა, რომ ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი მოკ­ლულ იქ­ნენ შსს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მომ­ხდა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმი­სას, რო­მელ­საც ყალ­ბად ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბის აღ­საკ­ვე­თად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია უწო­დეს.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მხრი­დან შე­საძ­ლო შუ­რის­ძი­ე­ბა­სა და საფრ­თხე­ებ­ზე სა­უბ­რობს

ხსე­ნე­ბულ საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ბრალ­დე­ბე­ბით და­კა­ვე­ბულ იქნა 11 პირი:

შსს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა;

შსს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ძებ­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ცა­ა­ძე;

შსს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ლე­ვან ბე­რო­ძე;

შსს ქ.თბი­ლი­სის შს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჯგუ­ფის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი კა­ხა­ბერ ნა­კა­ნი და მისი ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გულ­ბი­ა­ნი;

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი: ია­სონ მი­ლა­ძე, ალექ­სან­დრე ცი­მა­კუ­რი­ძე, ზუ­რაბ ჯო­ხა­ძე, და­ვით ალე­ლიშ­ვი­ლი, სოსო ჩაკ­ვე­ტა­ია და ალექ­სან­დრე სა­ნი­კი­ძე.

ხოლო ერთი პი­რის - შსს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ გა­მომ­ძი­ე­ბელ გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის მი­მართ, რო­მელ­საც და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი, გა­მო­ტა­ნილ იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა შემ­დე­გი: 2006 წლის მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პა­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის მიერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას წინ უს­წრებ­და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მი­მართ, ასე­ვე იმ პე­რი­ოდ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის და კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლი­სათ­ვის სას­ტი­კი მე­თო­დე­ბის პრო­პა­გან­და, რაც გუ­ლის­ხმობ­და წი­ნას­წარ "დამ­ნა­შა­ვედ" მო­ნათ­ლუ­ლი პი­რე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იქი­დან, რომ 2006 წლის 7 აპ­რილს, სო­დის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ იქნა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ძმა ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, მის და­კა­ვე­ბამ­დე რა­მო­დე­ნი­მე დღით ადრე მი­ა­წო­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლულ­მა ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვ­მა, რის შე­სა­ხე­ბაც ცნო­ბი­ლი გახ­და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თვის. მის­თვის, რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა მისი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის ამ­გვა­რი ფორ­მით საფრ­თხის ქვეშ და­ყე­ნე­ბა, რის გა­მოც გა­და­წყვი­ტა ლიკ­ვი­და­ცი­ის გზით, შური ეძია მისი ძმის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ში მთა­ვარ ფი­გუ­რანტ ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვ­ზე.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მით, იგი შსს სხვა მა­ღა­ლი თა­ნა­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვებ­და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მიერ ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბის სცე­ნარს და და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის საქ­ვეყ­ნოდ გა­ცხა­დე­ბუ­ლი ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში,"წარ­მა­ტე­ბუ­ლი" სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფორ­მით მო­ახ­დენ­და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის ლიკ­ვი­და­ცი­ას, რი­თაც იგი ერ­თის მხრივ შურს იძი­ებ­და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვ­ზე, რო­მელ­მაც ამ­ხი­ლა მისი ძმა ნარ­კო­ტი­კებ­თან კავ­შირ­ში, ხოლო მე­ო­რეს მხრივ ეს სპე­ცო­პე­რა­ცია მას და მის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს და­ნა­შა­ულ­თან მებ­რძო­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის იმი­ჯის და­უმ­კვიდ­რებ­და.

2006 წლის 01 მა­ისს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მომ­დევ­ნო დღეს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი მე­გობ­რებ­თან აპი­რებ­და შეხ­ვედ­რას, რის შემ­დგო­მაც მათ­თან ერ­თად გა­ე­მარ­თე­ბო­და ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გა, მის მიერ მო­ბი­ლი­ზე­ბულ იქნა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და და­ი­წყო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა, რო­მე­ლიც შე­ი­ნიღ­ბა ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პი­რე­ბის მი­მართ ჩა­სა­ტა­რე­ბელ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბად.

2006 წლის 02 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 09:00 სა­ათ­ზე, ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი შეხ­ვდა მის მე­გობ­რებს ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილს და ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძეს და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ე­მარ­თა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით. ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი გან­თავ­სდა მძღო­ლის გვერ­დით, წინა მარ­ჯვე­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, ხოლო ბონ­დო ფუ­თუ­რუ­ძე - ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე.

მოძ­რა­ო­ბი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით 09:45 სა­ათ­ზე, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნა, ქ.თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე სა­ჩოგ­ბურ­თო კორ­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შუქ­ნიშ­ნის ამ­კრძა­ლავ წი­თელ ფერ­ზე გა­ჩერ­და, რა დრო­საც შსს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პა­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­თან ერ­თად, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ მათ თვალ­თვალს. ამ დროს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ ხე­ლის რა­დი­ო­სად­გუ­რის მეშ­ვე­ო­ბით ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მის­თა­ნა­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რე­ბი: ია­სონ მი­ლა­ძე, გი­ორ­გი გულ­ბი­ა­ნი, ალექ­სან­დრე ცი­მა­კუ­რი­ძე, ზუ­რაბ ჯო­ხა­ძე, და­ვით ალე­ლიშ­ვი­ლი, სოსო ჩაკ­ვე­ტა­ია, ალექ­სან­დრე სა­ნი­კი­ძე და კა­ხა­ბერ ნა­კა­ნი გად­მო­ვიდ­ნენ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და გა­ე­მარ­თნენ ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა­კენ. მან­ქა­ნას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, ამას­თან ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი პი­რე­ბი­სა­გან არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბო­დათ, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მიერ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­გვა­რი მო­წო­დე­ბი­სა და გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლის გა­რე­შე, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავმტო­მან­ქა­ნას და მის მგზავ­რებს. ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი სრო­ლე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, შე­ე­ცა­და ავ­ტო­მან­ქა­ნით გაქ­ცე­ვას, გა­და­ვი­და სა­პი­რის­პი­რო გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე, თუმ­ცა ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლე­ბის გამო და­კარ­გა ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვა და შე­ე­ჯა­ხა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ, გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მდე­ბა­რე ელექტრო­გა­ნა­თე­ბის ბოძს, რის შემ­დე­გაც ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლე­ბი ა/მან­ქა­ნის მგზავ­რე­ბის მი­სა­მარ­თით კვლავ გაგ­რძელ­და. (იხი­ლეთ გრა­ფი­კუ­ლი ვი­დეო)ინ­ტენ­სი­უ­რი სრო­ლის შე­წყვე­ტის­თა­ნა­ვე, ე.წ. "სპე­ცო­პე­რა­ცი­ის" მო­ნა­წი­ლე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ძებ­რო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ცა­ა­ძე, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, ირაკ­ლი ფირ­ცხალ­ვას მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის, თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბა­ში დარ­წუ­ნე­ბის მიზ­ნით, მი­უ­ახ­ლოვ­და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ავ­ტო­მო­ბილს და თან­ნა­ქო­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მო­ახ­დი­ნა სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლე­ბი, სა­ლო­ნის წინა ნა­წილ­ში მჯდო­მი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის მი­სა­მარ­თით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ა/მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­და ასზე მეტი გას­რო­ლა, ა/მან­ქა­ნას აღე­ნიშ­ნე­ბა 97 ცე­ცხლსას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა; ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილს სხე­ულ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და 8 ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა; ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვს აღე­ნიშ­ნე­ბო­და 9 ცე­ცხსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა; მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და ასე­ვე ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძე­საც.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძემ მი­ი­ღო სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის პირ­ველ ნა­წი­ლი დას­რულ­და. ამის შემ­დგომ სა­ჭი­რო იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ი­სათ­ვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მა და ლე­გენ­დის მო­გო­ნე­ბა, რომ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, ხუ­ბუ­ლო­ვი და ფუ­თუ­რი­ძე გეგ­მავ­დნენ ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმას.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ არა­ნა­ი­რი ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბის სცე­ნა­რი შე­თხზულ იქნა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას ორ­გა­ნი­ზე­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის გზით:

ე.წ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, გა­მომ­ძი­ე­ბელ გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძის მიერ შედ­გე­ნილ იქნა ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბის ოქმი, თით­ქოს იგი ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვილ­თან და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლოვ­თან ერ­თად ამ­ზა­დებ­და ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმას, მა­შინ რო­დე­საც არ არ­სე­ბობ­და ყა­ჩა­ღო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნილ იქნა ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა წინა სა­ქა­რე მი­ნა­ზე. ხსე­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა გან­თავ­სდა ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, 48 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, თით­ქოს­და ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ქა­რე მი­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და გას­რო­ლა, ხოლო ტყვია მოხ­ვდა პო­ლი­ცი­ე­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას, რაც იქ­ნე­ბო­და ერ­თგვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და მისი მე­გობ­რე­ბის მი­მართ ცე­ცხლის გახ­სნის.

თუმ­ცა, მხო­ლოდ მან­ქა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა არა­საკ­მა­რი­სად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მო­სა­ნათ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლის არ­სე­ბო­ბა, რის გა­მოც, შსს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ლე­ვან ბე­რო­ძემ თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა მარ­ცხე­ნა ფე­ხის არე­ში, რო­მე­ლიც მან თით­ქოს ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მარ­თვის ქვეშ მყოფ ა/მან­ქა­ნას­თან შე­ჯა­ხე­ბი­სას მი­ი­ღო.

ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის და ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძის მიერ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გუ­ლის­ხმობ­და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ცეცლხლსას­რო­ლი ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბას, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და მისი მგზავ­რე­ბი­სათ­ვის ცე­ცხლის გახ­სნა კა­ნო­ნი­ერ სა­ხეს ვერ შე­ი­ძენ­და, რის გა­მოც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და­ვა­ლე­ბით შსს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ი­ტა­ნეს და ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ა­წყვეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, მას­რე­ბი, რა­ცი­ე­ბი და ყა­ჩა­ღო­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო სხვა ნივ­თე­ბი, რი­თაც მო­ახ­დი­ნეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, სა­ჭი­რო იყო პირი, რო­მე­ლიც "და­აგ­ვირ­გვი­ნებ­და" ვერ­სი­ას ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ და აღი­ა­რებ­და ხსე­ნე­ბულ პი­რებ­თან ერ­თად და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას. ამ მიზ­ნით, 2006 წლის 03 ივ­ნისს, სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი ცა­ა­ძემ აი­ძუ­ლა ედუ­არდ სინ­დო­ი­ა­ნი, ეთ­ქვა თით­ქოს­და ყა­ჩა­ღურ თავ­დას­ხმას გეგ­მავ­და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­თან - ვა­ზა­გაშ­ვილ­თან, ხუ­ბუ­ლოვ­თან და ფუ­თუ­რი­ძეს­თან ერ­თად, რა დრო­საც მოხ­და ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო ჩა­წე­რა და მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად და­ერ­თო საქ­მეს, რო­გორც ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი და ბონ­დო ფუ­თუ­რი­ძე საქ­ვეყ­ნოდ გა­მო­ცხად­დნენ ყა­ჩა­ღე­ბად, ხოლო შსს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე­ში სა­მა­გა­ლი­თო უწყე­ბად.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის "ა", "ზ" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 369-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით და 147-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 10- დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: "კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის" გრა­ფი­კუ­ლად აღ­დგე­ნი­ლი კად­რე­ბი

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე

ვაზაგაშვილის საქმე გახსნილია! - პროკურატურა გამოძიების დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე

განახლება| როგორ ჩაცხრილეს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კორტებზე - შემზარავი დღის დეტალური რეკონსტრუქცია

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა.

პროკურატურის განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია.

განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც მოიცავდა 150-მდე მოწმის დაკითხვას, მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ, ათზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი, აღადგინა ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.

დაგაინტერესებთ| ირაკლი ფირცხალავას მეუღლე "კანონიერი ქურდების" მხრიდან შესაძლო შურისძიებასა და საფრთხეებზე საუბრობს

ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი:

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა;

შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე;

შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე;

შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი;

სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება შემდეგი: 2006 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის ხელმძღვანელი პირების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სპეცოპერაცია, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობით დასრულდა. სპეცოპერაციის ჩატარებას წინ უსწრებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ფირცხალავას პირადი დაინტერესება ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ, ასევე იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში დამკვიდრებული დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის და კრიმინალთან ბრძოლისათვის სასტიკი მეთოდების პროპაგანდა, რაც გულისხმობდა წინასწარ "დამნაშავედ" მონათლული პირების ლიკვიდაციას.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 2006 წლის 7 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. აღსანიშნავია, რომ ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. მისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე.

ირაკლი ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანადებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში,"წარმატებული" სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი ერთის მხრივ შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო მეორეს მხრივ ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯის დაუმკვიდრებდა.

2006 წლის 01 მაისს, ირაკლი ფირცხალავასთვის ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღეს, დილის საათებში, ალექსანდრე ხუბულოვი მეგობრებთან აპირებდა შეხვედრას, რის შემდგომაც მათთან ერთად გაემართებოდა ისანი-სამგორის რაიონის მიმართულებით. ირაკლი ფირცხალავა საკუთარი დანაშაულებრივი გეგმის განხორციელებას შეუდგა, მის მიერ მობილიზებულ იქნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაიწყო სპეცოპერაციის დაგეგმვა, რომელიც შეინიღბა ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი პირების მიმართ ჩასატარებელ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად.

2006 წლის 02 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ალექსანდრე ხუბულოვი შეხვდა მის მეგობრებს ზურაბ ვაზაგაშვილს და ბონდო ფუთურიძეს და ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ალექსანდრე ხუბულოვი განთავსდა მძღოლის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ბონდო ფუთურუძე - ავტომანქანის უკანა სავარძელზე.

მოძრაობისას, დაახლოებით 09:45 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა, რა დროსაც შსს კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს. ამ დროს, ირაკლი ფირცხალავას მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები: იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და კახაბერ ნაკანი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაემართნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისაკენ. მანქანასთან მიახლოებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავმტომანქანას და მის მგზავრებს. ზურაბ ვაზაგაშვილი სროლებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შეეცადა ავტომანქანით გაქცევას, გადავიდა საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ, გზის სავალ ნაწილზე მდებარე ელექტროგანათების ბოძს, რის შემდეგაც ინტენსიური სროლები ა/მანქანის მგზავრების მისამართით კვლავ გაგრძელდა. (იხილეთ გრაფიკული ვიდეო) ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით.

ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ვაზაგაშვილის ა/მანქანის მიმართულებით მოხდა ასზე მეტი გასროლა, ა/მანქანას აღენიშნება 97 ცეცხლსასროლი დაზიანება; ზურაბ ვაზაგაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 8 ცეცხლსასროლი ჭრილობა; ალექსანდრე ხუბულოვს აღენიშნებოდა 9 ცეცხსასროლი ჭრილობა; მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ასევე ბონდო ფუთურიძესაც.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზევე გარდაიცვალნენ, ხოლო ბონდო ფუთურიძემ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება.

აღნიშნულით, დანაშაულებრივი გეგმის პირველ ნაწილი დასრულდა. ამის შემდგომ საჭირო იყო ჩატარებული ოპერაციისათვის კანონიერი სახის მიცემა და ლეგენდის მოგონება, რომ ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გეგმავდნენ ყაჩაღურ თავდასხმას.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ არანაირი ყაჩაღობის მომზადებას ადგილი არ ჰქონია და ყაჩაღობის მომზადების სცენარი შეთხზულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით:

ე.წ. სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიერ შედგენილ იქნა ბონდო ფუთურიძის ეჭვმიტანილის სახით დაკავების ოქმი, თითქოს იგი ზურაბ ვაზაგაშვილთან და ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად ამზადებდა ყაჩაღურ თავდასხმას, მაშინ როდესაც არ არსებობდა ყაჩაღობის მომზადების ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება.

შემთხვევის ადგილზე მიყვანილ იქნა ავტომანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანება წინა საქარე მინაზე. ხსენებული ავტომანქანა განთავსდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკან, 48 მეტრის მოშორებით, თითქოსდა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის უკანა საქარე მინიდან განხორციელდა გასროლა, ხოლო ტყვია მოხვდა პოლიციელის მართვის ქვეშ მყოფ ზემოხსენებულ ავტომანქანას, რაც იქნებოდა ერთგვარი საფუძველი ვაზაგაშვილის და მისი მეგობრების მიმართ ცეცხლის გახსნის.

თუმცა, მხოლოდ მანქანის დაზიანება არასაკმარისად იქნა მიჩნეული შეიარაღებული წინააღმდეგობის მოსანათლად, აუცილებელი იყო ადამიანური მსხვერპლის არსებობა, რის გამოც, შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლევან ბეროძემ თვითდაზიანება მიიყენა მარცხენა ფეხის არეში, რომელიც მან თითქოს ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანასთან შეჯახებისას მიიღო.

ზურაბ ვაზაგაშვილის, ალექსანდრე ხუბულოვის და ბონდო ფუთურიძის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა აუცილებლად გულისხმობდა ავტომანქანაში ცეცლხლსასროლი იარაღის არსებობას, სხვა შემთხვევაში კი, ავტომანქანისა და მისი მგზავრებისათვის ცეცხლის გახსნა კანონიერ სახეს ვერ შეიძენდა, რის გამოც ირაკლი ფირცხალავას დავალებით შსს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები, რითაც მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება.

გარდა ამისა, საჭირო იყო პირი, რომელიც "დააგვირგვინებდა" ვერსიას ყაჩაღური თავდასხმის მომზადების შესახებ და აღიარებდა ხსენებულ პირებთან ერთად დანაშაულის ჩადენას. ამ მიზნით, 2006 წლის 03 ივნისს, საკონტროლო გასროლების განმახორციელებელმა გიორგი ცააძემ აიძულა ედუარდ სინდოიანი, ეთქვა თითქოსდა ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა თანამზრახველებთან - ვაზაგაშვილთან, ხუბულოვთან და ფუთურიძესთან ერთად, რა დროსაც მოხდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მიღებული მასალები მტკიცებულებად დაერთო საქმეს, როგორც ყაჩაღური თავდასხმის მომზადების მტკიცებულება.

ირაკლი ფირცხალავას და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ზურაბ ვაზაგაშვილი, ალექსანდრე ხუბულოვი და ბონდო ფუთურიძე საქვეყნოდ გამოცხადდნენ ყაჩაღებად, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის "ა", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას", - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "კორტების სპეცოპერაციის" გრაფიკულად აღდგენილი კადრები

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ