აღმოსავლეთ უკრაინაში 180 "ბოევიკია" განადგურებული

აღმოსავლეთ უკრაინაში 180 "ბოევიკია" განადგურებული

აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის არმიამ გუშინ 180 "ბოევიკის" განადგურება შეძლო, - ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე იტყობინება. "ჩვენი სამხედროები პოზიციებს მყარად იცავენ. ტერორისტები გამუდმებით დანაკარგს განიცდიან. გასულ ღამეს პრორუსი მებრძოლები ჩვენს პოზიციებს განუწყვეტლივ უტევდნენ", - აცხადებენ ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელები.

ლუგანსკის გუბერნატორის თქმით, გუშინ ლუგანსკის ოლქში დასახლებულ ადგილას, სეპარატისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა. დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერები კი, მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ. დონეცკის თვითგამოცხადებული თავდაცვის მინისტრის თქმით, 11 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა გასული დღე-ღამის განმავლობაში.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა