გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში მცხოვრები ივანე ფოცხვერაშვილი, რომელმაც სოფელში ე. წ. "ყორანა კლდის" ტერიტორიაზე გვიანი ბრინჯაოს ხანის სატევარი იპოვა, ნივთის მუზეუმისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.
ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, სატევარის ასაკი დაახლოებით 3 000 წლით განისაზღვრება და მსგავსი არქეოლოგიური ნიმუში რაიონს არ აქვს. მისივე თქმით, მამაკაცმა სატევარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, კლდის ზედაპირზე იპოვა, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნივთის განკარგვის უფლება აქვს.