ერთის მხრივ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენი პლანეტა უკვე საკმარისად გამოკვლეულია და დედამიწაზე არ არსებობს ე.წ. "ბნელი ლაქები". გეოგრაფიული აღმოჩენების საუკუნე დიდი ხანია დასრულდა, ხოლო კაცობრიობამ საკუთარი მზერა კოსმოსის გამოკვლევას მიაპყრო. თუმცა, ამის მიუხედავად, დედამიწაზე არსებობს ადგილები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შესვლა სასტიკად აკრძალულია.
პოგოდას მთა - ეს გასაიდუმლოებული ობიექტი ვირჯინიის შტატში მდებარეობს და მთელ მსოფლიოში ცნობილი 17-18 საუკუნის ამერიკელი ოსტატების ნამუშევრებით გახდა. ამ დროისთვის, საიდუმლო ობიექტი, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობის საევაკუაციო ადგილს წარმოადგენს.
სურტსეი – დაუსახლებელი კუნძული ისლანდიაში. ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე წერტილი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. კუნძული 1963 წლის 14 ნოემბერს წარმოიქმნა, როდესაც 130 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. კუძულზე შესვლა აკრძალული აქვს ყველა ადამიანს, მათ შორის მეცნიერებსაც. მიზეზი: არ შევუშალოთ ხელი ამ კუნძულზე სიცოცხლის განვითარების ბუნებრივ პროცესს.
ვატიკანის არქივები - ვინ იცის, რა ინახება ვატიკანის არქივებში? საუკუნეების განმავლობაში მათზე წვდომა ყველას აკრძალული ჰქონდა. მხოლოდ 1881 წლიდან შეეძლო რამდენიმე "რჩეულ ადამიანს" გაცნობოდა მათ. ითვლება, რომ არქივებში დაცული დოკუმენტები ეხება ყველაფერს. როგორც ცნობილია, არქივში არსებული დოკუმენტებით სავსე თაროების სიგრძე 83 კილომეტრია.
ზონა 51 - რა თქმა უნდა, საიდუმლოებით მოცულ ადგილებში პირველ პოზიციას ზონა 51 იკავებს, რომელიც უამრავ წიგნებში, ფილმებისა და კომპიუტერულ თამაშებში ყოფილა ნახსენები. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ზონაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, ხდება ახალი საფრენი აპარატების გამოცდა. ზონა 51 ნევადის შტატში მდებარეობს.