პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ვიკვებოთ სამსახურში და რა ვჭამოთ, რომ ვარჯიშმა შედეგი გამოიღოს - ქართველი ენდოკრინოლოგის რჩევები
როგორ უნდა ვიკვებოთ სამსახურში და რა ვჭამოთ, რომ ვარჯიშმა შედეგი გამოიღოს - ქართველი ენდოკრინოლოგის რჩევები

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წესი ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. რო­გორ უნდა ვიკ­ვე­ბოთ სამ­სა­ხურ­ში და რა ტი­პის პრო­დუქტს მი­ვა­ნი­ჭოთ უპი­რა­ტე­სო­ბა, ვარ­ჯიშ­მა შე­დე­გი რომ გა­მო­ი­ღოს, ამის შე­სა­ხებ ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ელე­ნე გი­ორ­გა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ სწო­რად სამ­სა­ხურ­ში?

- ეს დღეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრობ­ლე­მაა, რად­გან ყო­ველ­თვის არის დრო­ის პრობ­ლე­მა და ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბის­თვის 21-ე სა­უ­კუ­ნის საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვერ იც­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ელექტრო­ტექ­ნი­კა და სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი წვდო­მა, მა­ინც დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბაა. ასე­ვე ძა­ლი­ან დიდ როლს თა­მა­შობს სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა. ეს ხელს უწყობს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ჭარ­ბი წო­ნის ან სიმ­სუქ­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბის გამო, რა­საც დღეს უკვე მიხ­ვდა ამე­რი­კა და და­ი­წყო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. სიმ­სუქ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მით უმე­ტეს ბავ­შვებ­ში, სა­ბო­ლოო ჯამ­ში დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ქვეყ­ნის სო­ციო-ეკო­ნო­მი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ჩვენ ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია. ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ სწრა­ფი კვე­ბის ნა­წარ­მის ან ნე­ბის­მი­ე­რი ცო­მე­უ­ლის მირ­თმე­ვას სჭირ­დე­ბა ზუს­ტად იგი­ვე დრო, რაც ხი­ლის ან ნე­ბის­მი­ე­რი რძის პრო­დუქ­ტის მირ­თმე­ვას, რაც ბევ­რად უფრო სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მი­სათ­ვის. ასე­ვე თუ ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი დი­ლი­დან­ვე იწყე­ბა აქ­ტი­უ­რი გო­ნებ­რი­ვი თუ ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვით, უმ­ჯო­ბე­სია ჩვე­ნი სა­უზ­მე იყოს ამ დროს ნოყი­ე­რი, ხოლო სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­ხემ­სოთ ხი­ლით, ან მი­ვირ­თვათ ხაჭო-იო­გურ­ტი.

- რო­მე­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი?

- ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში უნდა შე­ვი­დეს ყვე­ლა სა­ხის საკ­ვე­ბი კომ­პო­ნენ­ტე­ბი: ცხი­მე­ბი, ცი­ლე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, მიკ­რო-მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და აუ­ცი­ლებ­ლად წყა­ლი. ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს უნი­ვერ­სა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ამ მო­თხოვ­ნას და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­ვირ­თვად ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლად. უნდა მოხ­დეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის სრუ­ლად ყვე­ლა ამ კომ­პო­ნენ­ტის მი­წო­დე­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვირ­თვათ, რო­გორც ხორ­ცის, რძის და ბურ­ღუ­ლე­უ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ასე­ვე ხილი და ბოსტნე­უ­ლი, უბ­რა­ლოდ ამ ყვე­ლა­ფერ­ში უნდა და­ვიც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და ბა­ლან­სი.

- რა პრო­დუქ­ტე­ბია რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვს ვარ­ჯი­ში და სურს დრო­უ­ლად ჩად­გეს ფორ­მა­ში?

- რო­დე­საც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას ვი­წყებთ, რა თქმა უნდა, ამ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვე­ბაც იყოს სწო­რი და ჯან­სა­ღი, რად­გან მი­ვი­ღოთ სრუ­ლი ეფექ­ტი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­დან. სწრა­ფი ტემ­პით დატ­ვირ­თვა და­სა­წყის პე­რი­ოდ­ში არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის სტრე­სია და უნდა მოხ­დეს ამას­თან ადაპ­ტა­ცია. ასე­ვე, არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი წო­ნის სწრა­ფი კლე­ბა. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სას უნდა გან­ვსა­ზღვროთ რამ­დენ კკალ-იას ვხარ­ჯავთ და იმის მი­ხედ­ვით უნდა მოხ­დეს კკალ-იე­ბის მი­ღე­ბა საკ­ვე­ბი სა­ხით. ვარ­ჯი­შის დროს სა­სურ­ვე­ლია, საკ­ვე­ბი მდი­და­რი იყოს ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით, რად­გან არ მოხ­დეს კუნ­თის მო­დუ­ნე­ბა (სწრა­ფი დაღ­ლა). ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია სი­თხის მი­ღე­ბა, რად­გან ვარ­ჯი­ში­სას გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის შემ­დგომ, დარ­ჩე­ნი­ლი შლა­კე­ბის და ტოქ­სი­ნე­ბი გა­მო­დევ­ნა მოხ­დეს ორ­გა­ნიზ­მი­დან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

როგორ უნდა ვიკვებოთ სამსახურში და რა ვჭამოთ, რომ ვარჯიშმა შედეგი გამოიღოს - ქართველი ენდოკრინოლოგის რჩევები

როგორ უნდა ვიკვებოთ სამსახურში და რა ვჭამოთ, რომ ვარჯიშმა შედეგი გამოიღოს - ქართველი ენდოკრინოლოგის რჩევები

თანამედროვე ცხოვრების წესი ადამიანის გარეგნობაზეც აისახება. როგორ უნდა ვიკვებოთ სამსახურში და რა ტიპის პროდუქტს მივანიჭოთ უპირატესობა, ვარჯიშმა შედეგი რომ გამოიღოს, ამის შესახებ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ელენე გიორგაძე გვესაუბრება.

- როგორ ვიკვებოთ სწორად სამსახურში?

- ეს დღეს საკმაოდ რთული პრობლემაა, რადგან ყოველთვის არის დროის პრობლემა და ჯანსაღი საკვებისთვის 21-ე საუკუნის საქმიანი ადამიანი ვერ იცლის. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულია ყველა სახის ელექტროტექნიკა და სოციოლოგიური წვდომა, მაინც დროის უკმარისობაა. ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს სწრაფი კვების ობიექტების სწრაფი გავრცელება. ეს ხელს უწყობს საბოლოო ჯამში, ჭარბი წონის ან სიმსუქნის ჩამოყალიბებას, გამორჩეულად მაღალკალორიული საკვების გამო, რასაც დღეს უკვე მიხვდა ამერიკა და დაიწყო პრევენციული ღონისძიებების გატარება. სიმსუქნის მაჩვენებელი, მით უმეტეს ბავშვებში, საბოლოო ჯამში დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის სოციო-ეკონომიურ მდგომარეობაზე, თუმცა არჩევანის გაკეთება ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სწრაფი კვების ნაწარმის ან ნებისმიერი ცომეულის მირთმევას სჭირდება ზუსტად იგივე დრო, რაც ხილის ან ნებისმიერი რძის პროდუქტის მირთმევას, რაც ბევრად უფრო სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ასევე თუ ჩვენი სამსახური დილიდანვე იწყება აქტიური გონებრივი თუ ფიზიკური დატვირთვით, უმჯობესია ჩვენი საუზმე იყოს ამ დროს ნოყიერი, ხოლო სამსახურში წავიხემსოთ ხილით, ან მივირთვათ ხაჭო-იოგურტი.

- რომელი საკვების მიღებაა რეკომენდებული?

- ადამიანის ორგანიზმში უნდა შევიდეს ყველა სახის საკვები კომპონენტები: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები, ვიტამინები და აუცილებლად წყალი. ბუნებაში არ არსებობს უნივერსალური პროდუქტი, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. შესაბამისად, ჩვენ დღის განმავლობაში უნდა მივირთვად ბალანსირებულად. უნდა მოხდეს ორგანიზმისთვის სრულად ყველა ამ კომპონენტის მიწოდება და საბოლოო ჯამში, ნივთიერებათა ცვლის ნორმალური ფუნქციონირება. აუცილებელია დღის განმავლობაში მივირთვათ, როგორც ხორცის, რძის და ბურღულეულის პროდუქტები, ასევე ხილი და ბოსტნეული, უბრალოდ ამ ყველაფერში უნდა დავიცვათ ზომიერება და ბალანსი.

- რა პროდუქტებია რეკომენდებული იმ ადამიანისთვის, ვისაც ახალი დაწყებული აქვს ვარჯიში და სურს დროულად ჩადგეს ფორმაში?

- როდესაც ფიზიკურ აქტივობას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ამ დროს აუცილებელია კვებაც იყოს სწორი და ჯანსაღი, რადგან მივიღოთ სრული ეფექტი ფიზიკური აქტივობიდან. სწრაფი ტემპით დატვირთვა დასაწყის პერიოდში არ შეიძლება, რადგან ეს ორგანიზმისთვის სტრესია და უნდა მოხდეს ამასთან ადაპტაცია. ასევე, არ არის რეკომენდებული წონის სწრაფი კლება. ფიზიკური აქტივობისას უნდა განვსაზღვროთ რამდენ კკალ-იას ვხარჯავთ და იმის მიხედვით უნდა მოხდეს კკალ-იების მიღება საკვები სახით. ვარჯიშის დროს სასურველია, საკვები მდიდარი იყოს ცილოვანი პროდუქტებით, რადგან არ მოხდეს კუნთის მოდუნება (სწრაფი დაღლა). ასევე აუცილებელია სითხის მიღება, რადგან ვარჯიშისას გააქტიურებული ნივთიერებათა ცვლის შემდგომ, დარჩენილი შლაკების და ტოქსინები გამოდევნა მოხდეს ორგანიზმიდან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ტემპერატურა დაიკლებს და გაწვიმდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ბიძინას მონებო, ვირთხებო" - აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში არ უშვებენ

ღამენათევი აქციის მონაწილეები, კარვები და ქვიშის ტომრების ბარიკადები - ფოტოები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან