საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ქართველს მინსკის სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ქართველს მინსკის სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბე­ლო­რუს­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. ამის შე­სა­ხებ "პოსტსო­ვე­ტი" იუ­წყე­ბა. გელა სა­ხე­ლაშ­ვილ­მა გა­სუ­ლი წლის 10 ივ­ნისს "ბე­ლა­ვი­ას" კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა სცა­და, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სი-მინ­სკის რე­ისს ას­რუ­ლებ­და. ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა მფრი­ნა­ვებს კურ­სის შეც­ვლა და რო­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაფ­რე­ნა მოს­თხო­ვა. მან­ვე ეკი­პა­ჟის მე­თა­ურს მუ­ქა­რის წე­რი­ლიც გა­დას­ცა. იმ დრო­ის­თვის თვითმფრი­ნავ­ში ეკი­პა­ჟის ოთხი წევ­რი და 32 მგზავ­რი, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და.

მა­მა­კა­ცი მინ­სკის აე­რო­პორ­ტში სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც "სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის გა­ტა­ცე­ბას" გუ­ლის­ხმობს. კომ­პლექ­სუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­რა­ცხა­დად ცნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ქართველს მინსკის სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით დაკავებულ ქართველს მინსკის სასამართლომ 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბელორუსში საქართველოს მოქალაქეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამის შესახებ "პოსტსოვეტი" იუწყება. გელა სახელაშვილმა გასული წლის 10 ივნისს "ბელავიას" კუთვნილი თვითმფრინავის გატაცება სცადა, რომელიც ქუთაისი-მინსკის რეისს ასრულებდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მფრინავებს კურსის შეცვლა და რომის მიმართულებით გაფრენა მოსთხოვა. მანვე ეკიპაჟის მეთაურს მუქარის წერილიც გადასცა. იმ დროისთვის თვითმფრინავში ეკიპაჟის ოთხი წევრი და 32 მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

მამაკაცი მინსკის აეროპორტში სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს. მას ბრალი ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით წარედგინა, რაც "საჰაერო ხომალდის გატაცებას" გულისხმობს. კომპლექსური ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად, დაკავებული მამაკაცი შერაცხადად ცნეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა