პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ბესელიას დიდი სიამოვნებით დავხატავდი, შეიძლება ჩექმებით, შეიძლება მის გარეშე''
''ბესელიას დიდი სიამოვნებით დავხატავდი, შეიძლება ჩექმებით, შეიძლება მის გარეშე''

ბე­სიკ დუ­ღაშ­ვი­ლი მსოფ­ლიო კა­რი­კა­ტუ­რის­ტთა ათე­ულ­ში შე­ვი­და. კა­რი­კა­ტუ­რის­ტე­ბის სა­იტ­ზე გა­მარ­თულ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა ათ­ჯერ მო­ი­პო­ვა. მე­ტიც, შეძ­ლო ისიც, რომ სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის კან­დი­და­ტუ­რა და­სა­ხატ მსა­ხი­ო­ბებს შო­რის გა­ე­ტა­ნა.

- ხატ­ვა და­ბა­დე­ბი­დან არ­სე­ბობს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სამი თვი­სა მომ­ნათ­ლეს და ხელ­ში ფან­ქა­რი და სა­ხა­ტა­ვი მე­ჭი­რა. არ ვიცი, რო­გორ მოხ­ვდა ჩემ­თან, მაგ­რამ როცა მარ­თმევ­დნენ, ტი­რი­ლი და­მი­წყია, მღვდელს უთ­ქვამს, ოღონდ არ ატი­როთ და ჰქონ­დე­სო. ვერ ვი­ძი­ნებ­დი, თუ სა­ხა­ტა­ვი არ მედო ბა­ლი­შის ქვეშ, ჩემი თეთ­რე­უ­ლი სულ დას­ვრი­ლი იყო ფან­ქრე­ბი­თა და სა­ღე­ბა­ვე­ბით, ყო­ველ­თვის ვხა­ტავ­დი.

თა­ვი­დან­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მერ­ვე კლა­სი­დან ჩა­ვა­ბა­რე ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში ხატ­ვა-ხაზ­ვის პე­და­გო­გის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. მერე მო­ვი­ა­რე ჯარი. აი­რია ცხოვ­რე­ბა, ნელ-ნელა სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ბა­საც და­ვე­უფ­ლე. ვსწავ­ლობ­დი თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სტუ­დი­ა­ში სა­რე­ჟი­სო­რო­ზე, ორი სპექ­ტაკ­ლი მაქვს დად­გმუ­ლი. ვე­ტე­რან­თა კლუ­ბის დრამ­წრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, სა­დაც სტუ­დი­ი­დან გა­მა­ნა­წი­ლეს. მო­ხუ­ცებ­თან ერ­თად დავ­დგი ორი სპექ­ტაკ­ლი, მე­ტის დად­გმა, მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, ვერ მო­ვას­წა­რით. ამ სტუ­დი­ამ და­მა­კავ­ში­რა სცე­ნას, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფე­რან­სიე გახ­ლდით.

1995 წელს სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ვემ­გზავ­რე. უკან დაბ­რუ­ნე­ბულს, კონ­ფე­რან­სიე ბე­სიკ დუ­ღაშ­ვი­ლი აღა­რა­ვის ახ­სოვ­და, ამი­ტომ გა­ვაგ­რძე­ლე ხატ­ვა. მერე ცოლ­მა მა­ი­ძუ­ლა და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ვა­ბა­რე.

2000 წელს, 33 წლის ასაკ­ში, 20 წლის გო­გო­ნა მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად, ოჯახ­ში ჩემ­ზე რა­ღა­ცებს ჰყვე­ბოდ­ნენ და დე­და­ჩემ­მა უთხრა, ამ­დე­ნი ბავ­შვი ჰყავს მომ­ზა­დე­ბუ­ლი და თვი­თონ აკა­დე­მია არ და­უმ­თავ­რე­ბი­აო. ამის გა­გო­ნე­ბა იყო და, რომ შე­მო­მიჩ­ნდა, სა­ნამ 33 წლის ასაკ­ში ისევ სტუ­დენ­ტი არ გავ­ხდი, თავი არ და­მა­ნე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

''ბესელიას დიდი სიამოვნებით დავხატავდი, შეიძლება ჩექმებით, შეიძლება მის გარეშე''

''ბესელიას დიდი სიამოვნებით დავხატავდი, შეიძლება ჩექმებით, შეიძლება მის გარეშე''

ბესიკ დუღაშვილი მსოფლიო კარიკატურისტთა ათეულში შევიდა. კარიკატურისტების საიტზე გამართულ კონკურსში გამარჯვება ათჯერ მოიპოვა. მეტიც, შეძლო ისიც, რომ სერგო ზაქარიაძის კანდიდატურა დასახატ მსახიობებს შორის გაეტანა.

- ხატვა დაბადებიდან არსებობს ჩემს ცხოვრებაში. სამი თვისა მომნათლეს და ხელში ფანქარი და სახატავი მეჭირა. არ ვიცი, როგორ მოხვდა ჩემთან, მაგრამ როცა მართმევდნენ, ტირილი დამიწყია, მღვდელს უთქვამს, ოღონდ არ ატიროთ და ჰქონდესო. ვერ ვიძინებდი, თუ სახატავი არ მედო ბალიშის ქვეშ, ჩემი თეთრეული სულ დასვრილი იყო ფანქრებითა და საღებავებით, ყოველთვის ვხატავდი.

თავიდანვე გამოიკვეთა, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. მერვე კლასიდან ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ხატვა-ხაზვის პედაგოგის სპეციალობაზე. მერე მოვიარე ჯარი. აირია ცხოვრება, ნელ-ნელა სხვადასხვა ხელობასაც დავეუფლე. ვსწავლობდი თეატრისა და კინოს სტუდიაში სარეჟისოროზე, ორი სპექტაკლი მაქვს დადგმული. ვეტერანთა კლუბის დრამწრის ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც სტუდიიდან გამანაწილეს. მოხუცებთან ერთად დავდგი ორი სპექტაკლი, მეტის დადგმა, მათი გარდაცვალების გამო, ვერ მოვასწარით. ამ სტუდიამ დამაკავშირა სცენას, წლების განმავლობაში კონფერანსიე გახლდით.

1995 წელს საზღვარგარეთ გავემგზავრე. უკან დაბრუნებულს, კონფერანსიე ბესიკ დუღაშვილი აღარავის ახსოვდა, ამიტომ გავაგრძელე ხატვა. მერე ცოლმა მაიძულა და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.

2000 წელს, 33 წლის ასაკში, 20 წლის გოგონა მოვიყვანე ცოლად, ოჯახში ჩემზე რაღაცებს ჰყვებოდნენ და დედაჩემმა უთხრა, ამდენი ბავშვი ჰყავს მომზადებული და თვითონ აკადემია არ დაუმთავრებიაო. ამის გაგონება იყო და, რომ შემომიჩნდა, სანამ 33 წლის ასაკში ისევ სტუდენტი არ გავხდი, თავი არ დამანება.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება