მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილი ერთი ''გაძრომისთვის'' ოჯახს არ დაანგრევს
სალომე გოგიაშვილი ერთი ''გაძრომისთვის'' ოჯახს არ დაანგრევს

"ჩემი ბე­ბი­ი­სა და ბა­ბუ­ის თა­ო­ბა ბევ­რად უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი იყო, ვიდ­რე მე ვარ, რად­გან მათ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტად ღი­რე­ბუ­ლი და ფა­სე­უ­ლი გახ­ლდათ. თა­ო­ბებ­თან ერ­თად იც­ვლე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­დღეგ­რძე­ლოს თქმა, სუფ­რა­ზე თა­მა­დის ყოლა ჩემს ოჯახ­შიც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია", - ამ­ბობს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას.

- რას იტყვი იმ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც შენი აზ­რით მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია?

- მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბის დროს თუ ქალი უქ­მროდ აჩენ­და ბავ­შვს, ეს იყო დიდი სირ­ცხვი­ლი, გვა­რის, ოჯა­ხის, ნა­თე­სა­ვე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა. მეს­მის, ამას ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბი რთუ­ლად აღიქ­ვა­მენ, მაგ­რამ XXI სა­უ­კუ­ნე­ში შვი­ლის გა­ჩე­ნა, ქმრით თუ უქ­მროდ, არის ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქა­ლის მხრი­დან, რად­გან შვილ­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია.

- ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბის დროს მო­დუ­რი იყო მა­ჭანკლო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­დნენ მზითვს.

- მე ძა­ლი­ან მომ­წონს მა­ჭანკლო­ბა, მინ­და, ჩემ ირ­გვლივ ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი იყოს. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ხელი შე­ვუ­წყო, რო­გორც შე­მიძ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მზითვს, ვფიქ­რობ, მშვე­ნი­ე­რი ტრა­დი­ცი­აა. "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და ნარ­დი დღეს აღარ უნდა იდოს მზითვში, რად­გან ყვე­ლა დრო­სა და ეპო­ქას თა­ვი­სი სა­გან­ძუ­რი აქვს. დღეს რომ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" გა­ა­ტა­ნო მზითვში, შე­იძ­ლე­ბა, გო­გოც უკან გა­მო­უშ­ვან. მე გოგო მყავს და რომ გა­თხოვ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ვიზ­რუ­ნებ, რომ ოჯახ­ში ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი შე­ვუშ­ვა, იმი­ტომ, რომ ეს კულ­ტუ­რა­სა და ყუ­რა­დღე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

- რას ფიქ­რობ გერლფ­რენდ-ბო­იფ­რენ­დო­ბა­ზე, ზოგი, რე­ლი­გი­ის კუ­თხით, ამას უარ­ყო­ფი­თად უყუ­რებს.

- უკვე დიდი ხა­ნია მივ­ხვდი, რე­ლი­გი­ას ისე იყე­ნე­ბენ, რო­გორც უნ­დათ. რე­ლი­გია არაა დოგ­მა, რო­მელ­საც ეთან­ხმე­ბი თუ არა, მა­ინც უნდა და­უ­ჯე­რო. მრუ­შო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ცოდ­ვად მი­იჩ­ნე­ვა, თო­რემ არ­სად წე­რია, ბო­იფ­რენ­დი არ გა­ი­ჩი­ნო და მას­თან ერ­თად არ იცხოვ­როო.

როცა ჩემს შვილს ამის ასა­კი მო­უ­ვა, ალ­ბათ, გა­მი­ჭირ­დე­ბა შე­გუ­ე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში ვფიქ­რობ, ამ ინ­სტი­ტუ­ტის არ­სე­ბო­ბა სწო­რია. ერ­თია, როცა ბიჭი დაგ­პა­ტი­ჟებს სა­დღაც, გე­ტყვის კომ­პლი­მენტს და მე­ო­რეა ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა. ყო­ფით პრობ­ლე­მებს რომ ეჯა­ხე­ბი, გა­ზი­სა და შუ­ქის გა­და­სა­ხა­დი რომ გე­კის­რე­ბა, მერე უფრო ხვდე­ბი, გინ­და თუ არა იმ ადა­მი­ან­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ეწყო­ბით თუ არა, თუნ­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რად. თუმ­ცა ეს არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს პარტნი­ო­რე­ბის წამ­და­უ­წუმ ცვლა­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სალომე გოგიაშვილი ერთი ''გაძრომისთვის'' ოჯახს არ დაანგრევს

სალომე გოგიაშვილი ერთი ''გაძრომისთვის'' ოჯახს არ დაანგრევს

''ჩემი ბებიისა და ბაბუის თაობა ბევრად უფრო ტრადიციული იყო, ვიდრე მე ვარ, რადგან მათთვის ეს ყველაფერი მეტად ღირებული და ფასეული გახლდათ. თაობებთან ერთად იცვლება შეხედულებები, თუმცა სადღეგრძელოს თქმა, სუფრაზე თამადის ყოლა ჩემს ოჯახშიც შენარჩუნებულია'', - ამბობს სალომე გოგიაშვილი ტრადიციებზე საუბრისას.

- რას იტყვი იმ ტრადიციებზე, რომლებიც შენი აზრით მოძველებულია?

- მაგალითად, ჩვენი ბებიების დროს თუ ქალი უქმროდ აჩენდა ბავშვს, ეს იყო დიდი სირცხვილი, გვარის, ოჯახის, ნათესავების შეურაცხყოფა. მესმის, ამას ჩვენი ბებიები რთულად აღიქვამენ, მაგრამ XXI საუკუნეში შვილის გაჩენა, ქმრით თუ უქმროდ, არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება ქალის მხრიდან, რადგან შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია.

- ჩვენი ბებიების დროს მოდური იყო მაჭანკლობა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მზითვს.

- მე ძალიან მომწონს მაჭანკლობა, მინდა, ჩემ ირგვლივ ყველა ბედნიერი იყოს. მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო, როგორც შემიძლია. რაც შეეხება მზითვს, ვფიქრობ, მშვენიერი ტრადიციაა. ''ვეფხისტყაოსანი'' და ნარდი დღეს აღარ უნდა იდოს მზითვში, რადგან ყველა დროსა და ეპოქას თავისი საგანძური აქვს. დღეს რომ ''ვეფხისტყაოსანი'' გაატანო მზითვში, შეიძლება, გოგოც უკან გამოუშვან. მე გოგო მყავს და რომ გათხოვდება, აუცილებლად ვიზრუნებ, რომ ოჯახში ხელდამშვენებული შევუშვა, იმიტომ, რომ ეს კულტურასა და ყურადღებაზე მეტყველებს.

- რას ფიქრობ გერლფრენდ-ბოიფრენდობაზე, ზოგი, რელიგიის კუთხით, ამას უარყოფითად უყურებს.

- უკვე დიდი ხანია მივხვდი, რელიგიას ისე იყენებენ, როგორც უნდათ. რელიგია არაა დოგმა, რომელსაც ეთანხმები თუ არა, მაინც უნდა დაუჯერო. მრუშობა არ შეიძლება და ცოდვად მიიჩნევა, თორემ არსად წერია, ბოიფრენდი არ გაიჩინო და მასთან ერთად არ იცხოვროო.

როცა ჩემს შვილს ამის ასაკი მოუვა, ალბათ, გამიჭირდება შეგუება, მაგრამ რაღაც მომენტში ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის არსებობა სწორია. ერთია, როცა ბიჭი დაგპატიჟებს სადღაც, გეტყვის კომპლიმენტს და მეორეა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ყოფით პრობლემებს რომ ეჯახები, გაზისა და შუქის გადასახადი რომ გეკისრება, მერე უფრო ხვდები, გინდა თუ არა იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება, ეწყობით თუ არა, თუნდაც სექსუალურად. თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს პარტნიორების წამდაუწუმ ცვლაში.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება