მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება ლოთის გვერდით - ერთი ქალის ტკივილიანი ისტორია
ცხოვრება ლოთის გვერდით - ერთი ქალის ტკივილიანი ისტორია

"ათე­ნი­დან გწერთ. აქ ჩა­მო­მიყ­ვა­ნა შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­მა და ქმრის უნი­ა­თო­ბამ

თქვენ არ იცით, რო­გო­რი ძნე­ლი ასა­ტა­ნია, როცა შენს შვილს საჭ­მე­ლი არ აქვს, როცა სკო­ლა­ში ვერ უშ­ვებ იმის გამო, რომ ფეხ­ზე არ აც­ვია; როცა ბავ­შვი გე­უბ­ნე­ბა, რომ კლას­ში ვი­ღა­ცამ დას­ცი­ნა, რა­და­გან მა­მა­მი­სი ქუ­ჩა­ში წაქ­ცე­უ­ლი ნახა. ჩემს მე­უღ­ლეს კი სუ­ლაც არ ადარ­დებ­და, რომ ქუ­ჩა­ში ეძი­ნა და თუ ვინ­მე მის წა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბო­და, ყვე­ლას ლან­ძღავ­და, აგი­ნებ­და. ამი­ტო­მაც, ახ­ლოს არა­ვინ ეკა­რე­ბო­და, მხო­ლოდ ჭო­რა­ობ­დნენ მას­ზე. შიმ­შილ­სა და უქონ­ლო­ბას კი­დევ აი­ტანს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ასე­თი კა­ცის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ ჩემი შვი­ლე­ბის­თვი­საც ძნე­ლი ასა­ტა­ნი იყო... თუ ჩემი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბით, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­გიშ­ლით გულს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი და მინ­და, სა­კუ­თა­რი ტკი­ვი­ლი მის მკი­თხვე­ლებს გა­ვუ­ზი­ა­რო. გმად­ლობთ".

ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ახლა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს, ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა არ ისურ­ვა. მი­თხრა: ჩემი ამ­ბა­ვი რა­ი­ონ­ში ისე­დაც ყვე­ლამ იცის და აუ­ცი­ლებ­ლად მიც­ნო­ბენ, მაგ­რამ შვი­ლე­ბი უკვე სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან და არ მინ­და, მათ სირ­ცხვი­ლი კი­დევ ერთხელ ვა­ჭა­მოო...

- დაბ­ნე­უ­ლი ვარ. არ ვიცი, რაზე გე­ლა­პა­რა­კოთ, მო­ყო­ლა სა­ი­დან და­ვი­წყო, არა­და, მე­გო­ნა, თუ და­მი­კავ­შირ­დე­ბო­დით, მთებს შევძრავ­დი (იცი­ნის)... ერთ ღა­რიბ ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. სი­ღა­რი­ბე­ში ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ერთ მუშ­ტად ვი­ყა­ვით შეკ­რუ­ლე­ბი. დედ-მამა სა­ოც­რად პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მობ­დნენ, რომ მე და ჩემს და-ძმებს საჭ­მე­ლი არ მოგ­ვკლე­ბო­და. როცა წა­მო­ვი­ზარ­დეთ, ჩემი უფ­რო­სი და გთხოვ­და. შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვილს გაჰ­ყვა. ის ხში­რად გვეხ­მა­რე­ბო­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და მშობ­ლებ­მა ცოტა ამო­ი­სუნ­თქეს. მერე ჩემ­მა ძმამ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მომ­დევ­ნო ძმა­მაც იშო­ვა საქ­მე. მე დი­ა­სახ­ლი­სო­ბა მე­ვა­ლე­ბო­და. 16 წლის გახ­ლდით, ჩვენს სახ­ლში მა­ჭან­კა­ლი რომ მო­ვი­და: კარ­გი ბიჭი მე­გუ­ლე­ბა, თქვენს შვილს უნდა გა­ვუ­რი­გოო. მამა გა­და­ი­რია, - რა დროს ამის გა­თხო­ვე­ბაა? ეს საქ­მე არ მეჩ­ქა­რე­ბაო, - და წა­მოდ­გა, ის ქალი შუა ლა­პა­რაკ­ში მი­ა­ტო­ვა: - სა­მუ­შაო მაქვს, თქვენ­თვის არ მცა­ლიო. ამით დე­და­საც ანიშ­ნა, რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა. სა­ბო­ლო­ოდ, დე­დამ მა­ჭან­კალს არც ჰკი­თხა, ვის­ზე იყო ლა­პა­რა­კი, ის ქალი უა­რით გა­ის­ტუმ­რა. ეს ამ­ბა­ვი გა­მი­ხარ­და, რად­გან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვი­ღაც უცხო­ზე გა­თხო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და.

- თა­ნა­სოფ­ლელ­ზე იყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- არა. ის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ჩვენს სო­ფელ­ში მა­მი­და ჰყავ­და და ზა­ფხუ­ლო­ბით ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე, მას შემ­დეგ კი, რაც ერ­თმა­ნეთს კურ­კუ­რი და­ვუ­წყეთ, უფრო ხში­რად გვსტუმ­რობ­და. მა­მუ­კა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ჩემ­ზე 4 წლით უფ­რო­სი. ჩემს ბავ­შვურ ან­ცო­ბებს უხ­მოდ იტან­და. ალ­ბათ იცო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლის­გან მომ­დი­ო­და... ვოც­ნე­ბობ­დით, მო­მა­ვალს ვგეგ­მავ­დით. მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მინ­დო­და, მას კი უკვე სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და და სა­კუ­თა­რი კუ­თხის მო­წყო­ბას აპი­რებ­და. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კაცი იყო. იმ ქარ­თველ ბიჭს კი არ ჰგავ­და, რომ­ლე­ბიც სი­ბე­რემ­დე მშობ­ლე­ბის კმა­ყო­ფა­ზე ცხოვ­რო­ბენ და მო­ხუ­ცე­ბიც არ იუ­კად­რი­სებ­დნენ ასეთ საქ­ცი­ელს, დედ-მამა ცო­ცხლე­ბი რომ ეგუ­ლე­ბო­დეთ.

- რო­გორც ვხვდე­ბი, თქვენ და თქვენს შეყ­ვა­რე­ბულს ვი­ღა­ცამ გეგ­მე­ბი ჩა­გი­შა­ლათ.

- კი, ასე მოხ­და! საქ­მე ის არის, რომ თურ­მე, მა­ჭან­კა­ლი ჩვენ­თან სა­კუ­თა­რი ნე­ბით კი არ მო­სუ­ლა, ჩემს მო­მა­ვალ ქმარს გა­მო­უგ­ზავ­ნია. გი­ორ­გი (პი­რო­ბი­თად ასე და­ვარ­ქმევ, თქვე­ნი ნე­ბარ­თვით) შო­რი­დან მიც­ნობ­და და მოვ­წონ­დი თურ­მე, მე კი მას­ზე ცხა­დია, არც ვფიქ­რობ­დი. ჩემი ყუ­რა­დღე­ბა რომ ვერ მი­იქ­ცია, მა­ჭანკლის დახ­მა­რე­ბით სურ­და ჩე­მამ­დე გზის გაკ­ვალ­ვა. სო­ფელ­ში შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლად მი­იჩ­ნე­ო­და და ეგო­ნა, ჩემი მშობ­ლე­ბი მის პე­და­გოგ დედ-მა­მას ქა­ლის მი­ცე­მა­ზე უარს ვერ ეტყოდ­ნენ. ჰოდა, არა­ფე­რი რომ არ გა­მო­უ­ვი­და, თურ­მე, ჩემი მო­ტა­ცე­ბა გა­და­წყვი­ტა. იმ დღეს, როცა 17 წელი შე­მის­რულ­და, მე­გო­ბარ­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ა­ში წა­ვე­დი, ლი­მო­ნა­თის სა­ყიდ­ლად. გზა­ში მან­ქა­ნამ გაგ­ვი­ჩე­რა. ჩვენ­თვის უცხო ბიჭ­მა გა­მოჰ­ყო თავი (სა­ჭეს­თან იჯდა), - უკაც­რად­ვად, ხომ არ იცით, ესა და ეს ადა­მი­ა­ნი სად ცხოვ­რობს? მის სახ­ლამ­დე გზას ხომ ვერ მი­მას­წავ­ლი­თო? მე­გო­ბარ­მა გო­გონ­მა აუხ­სნა, სა­ი­თაც უნდა წა­სუ­ლი­ყო. ამა­სო­ბა­ში, ხელი მტა­ცეს და მან­ქა­ნა­ში ჩამ­ტე­ნეს. ეს რომ და­ი­ნა­ხა, ჩემი და­ქა­ლი აკივ­ლდა, მან­ქა­ნას ხელი არაფ­რით გა­უშ­ვა, კა­რის გა­მო­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა და ვი­ღა­ცას თმა­შიც სწვდა. ისიც ჩემ­თან ერ­თად, მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს და პირ­ზე ხელი აა­ფა­რეს.

- მან­ქა­ნა­ში­ვე აგისხნეს ალ­ბათ, ვინ გი­პი­რებ­დათ ქმრო­ბას.

- კი, გი­ორ­გიმ თავი გა­მო­ი­დო, ცივ ნი­ავს არ მო­გა­კა­რებ, ჩემი ერ­თა­დერ­თი სი­ხა­რუ­ლი ხარო. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ არ მყო­ლო­და, ალ­ბათ, ბედ­ნი­ერ გო­გოდ ვიგ­რძნობ­დი თავს, ისე იქ­ცე­ო­და... წაგ­ვიყ­ვა­ნეს რა­ი­ონ­ში, გი­ორ­გის ბი­ძის სახ­ლში. კარ­გად მიგ­ვი­ღეს. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლის­მა მე და ხა­ტი­ას გვი­თხრა: ნუ გე­ში­ნი­ათ, აქ ზედ­მეტს ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­კად­რებ­თო. გული გა­ვი­მაგ­რე. ეჰ, ნე­ტავ, მა­შინ რა­ტომ არ არ­სე­ბობ­და ეს ოხე­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, თო­რემ მა­მუ­კას ხომ გა­ვა­გე­ბი­ნებ­დი, ჩემს თავს რაც ხდე­ბო­და? მე­სიჯს მა­ინც მივ­წერ­დი...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ცხოვრება ლოთის გვერდით - ერთი ქალის ტკივილიანი ისტორია

ცხოვრება ლოთის გვერდით - ერთი ქალის ტკივილიანი ისტორია

"ათენიდან გწერთ. აქ ჩამომიყვანა შვილების სიყვარულმა და ქმრის უნიათობამ

თქვენ არ იცით, როგორი ძნელი ასატანია, როცა შენს შვილს საჭმელი არ აქვს, როცა სკოლაში ვერ უშვებ იმის გამო, რომ ფეხზე არ აცვია; როცა ბავშვი გეუბნება, რომ კლასში ვიღაცამ დასცინა, რადაგან მამამისი ქუჩაში წაქცეული ნახა. ჩემს მეუღლეს კი სულაც არ ადარდებდა, რომ ქუჩაში ეძინა და თუ ვინმე მის წამოყენებას შეეცდებოდა, ყველას ლანძღავდა, აგინებდა. ამიტომაც, ახლოს არავინ ეკარებოდა, მხოლოდ ჭორაობდნენ მასზე. შიმშილსა და უქონლობას კიდევ აიტანს ადამიანი, მაგრამ ასეთი კაცის გვერდით ცხოვრება არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი შვილებისთვისაც ძნელი ასატანი იყო... თუ ჩემი ცხოვრებით დაინტერესდებით, სიამოვნებით გადაგიშლით გულს. ძალიან მიყვარს თქვენი ჟურნალი და მინდა, საკუთარი ტკივილი მის მკითხველებს გავუზიარო. გმადლობთ".

ქალბატონმა, რომელიც ახლა საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მითხრა: ჩემი ამბავი რაიონში ისედაც ყველამ იცის და აუცილებლად მიცნობენ, მაგრამ შვილები უკვე სტუდენტები არიან და არ მინდა, მათ სირცხვილი კიდევ ერთხელ ვაჭამოო...

- დაბნეული ვარ. არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ, მოყოლა საიდან დავიწყო, არადა, მეგონა, თუ დამიკავშირდებოდით, მთებს შევძრავდი (იცინის)... ერთ ღარიბ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. სიღარიბეში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები. დედ-მამა საოცრად პატიოსანი ადამიანები იყვნენ. მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, რომ მე და ჩემს და-ძმებს საჭმელი არ მოგვკლებოდა. როცა წამოვიზარდეთ, ჩემი უფროსი და გთხოვდა. შეძლებული ოჯახის შვილს გაჰყვა. ის ხშირად გვეხმარებოდა მატერიალურად და მშობლებმა ცოტა ამოისუნთქეს. მერე ჩემმა ძმამ დაიწყო მუშაობა, მომდევნო ძმამაც იშოვა საქმე. მე დიასახლისობა მევალებოდა. 16 წლის გახლდით, ჩვენს სახლში მაჭანკალი რომ მოვიდა: კარგი ბიჭი მეგულება, თქვენს შვილს უნდა გავურიგოო. მამა გადაირია, - რა დროს ამის გათხოვებაა? ეს საქმე არ მეჩქარებაო, - და წამოდგა, ის ქალი შუა ლაპარაკში მიატოვა: - სამუშაო მაქვს, თქვენთვის არ მცალიო. ამით დედასაც ანიშნა, რაც უნდა გაეკეთებინა. საბოლოოდ, დედამ მაჭანკალს არც ჰკითხა, ვისზე იყო ლაპარაკი, ის ქალი უარით გაისტუმრა. ეს ამბავი გამიხარდა, რადგან შეყვარებული ვიყავი და ვიღაც უცხოზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- თანასოფლელზე იყავით შეყვარებული?

- არა. ის რაიონში ცხოვრობდა, მაგრამ ჩვენს სოფელში მამიდა ჰყავდა და ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, მას შემდეგ კი, რაც ერთმანეთს კურკური დავუწყეთ, უფრო ხშირად გვსტუმრობდა. მამუკა ძალიან კარგი ადამიანი იყო, ჩემზე 4 წლით უფროსი. ჩემს ბავშვურ ანცობებს უხმოდ იტანდა. ალბათ იცოდა, რომ ყველაფერი ზედმეტი სიყვარულისგან მომდიოდა... ვოცნებობდით, მომავალს ვგეგმავდით. მე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მინდოდა, მას კი უკვე სამსახური ჰქონდა და საკუთარი კუთხის მოწყობას აპირებდა. ჩამოყალიბებული კაცი იყო. იმ ქართველ ბიჭს კი არ ჰგავდა, რომლებიც სიბერემდე მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ და მოხუცებიც არ იუკადრისებდნენ ასეთ საქციელს, დედ-მამა ცოცხლები რომ ეგულებოდეთ.

- როგორც ვხვდები, თქვენ და თქვენს შეყვარებულს ვიღაცამ გეგმები ჩაგიშალათ.

- კი, ასე მოხდა! საქმე ის არის, რომ თურმე, მაჭანკალი ჩვენთან საკუთარი ნებით კი არ მოსულა, ჩემს მომავალ ქმარს გამოუგზავნია. გიორგი (პირობითად ასე დავარქმევ, თქვენი ნებართვით) შორიდან მიცნობდა და მოვწონდი თურმე, მე კი მასზე ცხადია, არც ვფიქრობდი. ჩემი ყურადღება რომ ვერ მიიქცია, მაჭანკლის დახმარებით სურდა ჩემამდე გზის გაკვალვა. სოფელში შეძლებული ოჯახის შვილად მიიჩნეოდა და ეგონა, ჩემი მშობლები მის პედაგოგ დედ-მამას ქალის მიცემაზე უარს ვერ ეტყოდნენ. ჰოდა, არაფერი რომ არ გამოუვიდა, თურმე, ჩემი მოტაცება გადაწყვიტა. იმ დღეს, როცა 17 წელი შემისრულდა, მეგობართან ერთად მაღაზიაში წავედი, ლიმონათის საყიდლად. გზაში მანქანამ გაგვიჩერა. ჩვენთვის უცხო ბიჭმა გამოჰყო თავი (საჭესთან იჯდა), - უკაცრადვად, ხომ არ იცით, ესა და ეს ადამიანი სად ცხოვრობს? მის სახლამდე გზას ხომ ვერ მიმასწავლითო? მეგობარმა გოგონმა აუხსნა, საითაც უნდა წასულიყო. ამასობაში, ხელი მტაცეს და მანქანაში ჩამტენეს. ეს რომ დაინახა, ჩემი დაქალი აკივლდა, მანქანას ხელი არაფრით გაუშვა, კარის გამოღება მოახერხა და ვიღაცას თმაშიც სწვდა. ისიც ჩემთან ერთად, მანქანაში ჩატენეს და პირზე ხელი ააფარეს.

- მანქანაშივე აგისხნეს ალბათ, ვინ გიპირებდათ ქმრობას.

- კი, გიორგიმ თავი გამოიდო, ცივ ნიავს არ მოგაკარებ, ჩემი ერთადერთი სიხარული ხარო. შეყვარებული რომ არ მყოლოდა, ალბათ, ბედნიერ გოგოდ ვიგრძნობდი თავს, ისე იქცეოდა... წაგვიყვანეს რაიონში, გიორგის ბიძის სახლში. კარგად მიგვიღეს. ოჯახის დიასახლისმა მე და ხატიას გვითხრა: ნუ გეშინიათ, აქ ზედმეტს ვერავინ ვერაფერს გაკადრებთო. გული გავიმაგრე. ეჰ, ნეტავ, მაშინ რატომ არ არსებობდა ეს ოხერი მობილური ტელეფონი, თორემ მამუკას ხომ გავაგებინებდი, ჩემს თავს რაც ხდებოდა? მესიჯს მაინც მივწერდი...

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს