არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან.
"არა პანორამას", - ამ შეძახილებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მსვლელობა სოლოლაკში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისის საკრებულოს შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით დაიძრნენ.
აქციის მონაწილეებს თან მიაქვთ დროშები და პლაკატები და"პანორამა თბილისის" პროექტის მშენებლობას აპროტესტებენ. მსვლელობის დროს სკანდირებენ "არა პანორამას".
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი