პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი ვარიანში
"სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი ვარიანში

30 იან­ვარს სა­პატ­რი­არ­ქო­ში შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია ვა­რი­ან­ში მცხოვ­რე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, მამა გრი­გო­ლის (გოჩა გო­გი­ჩა­ძის) სა­კი­თხის შეს­წავ­ლას შე­უდ­გა. ქო­რე­პის­კო­პო­სე­ბი - ბოდ­ბე­ლი მე­უ­ფე ია­კო­ბი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე ვა­რი­ან­ში ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სახ­ლმუ­ზე­უმ­ში შეხ­ვდნენ. ვა­რი­ან­ში ჩას­ვლამ­დე ქო­რე­პის­კო­პო­სე­ბი გორ­ში გო­რის მიტ­რო­პო­ლიტს, მე­უ­ფე ან­დრი­ას და, შემ­დეგ, მრევლს შეხ­ვდნენ. უმაღ­ლე­სი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, მამა გრი­გოლ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს­თან შეხ­ვედ­რე­ბი იმ დღეს­ვე და­ას­რუ­ლეს.

"ამის შემ­დეგ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი მე­ო­რე მხა­რეს, მამა გრი­გოლს და მის მომ­ხრე­ებს შეხ­ვდე­ბი­ან. სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­პატ­რი­არ­ქო მი­ი­ღებს. თუ ხალ­ხი იქ­ნე­ბა და­სას­ჯე­ლი, ხალ­ხი და­ის­ჯე­ბა, თუ მამა გრი­გო­ლია და­სას­ჯე­ლი, მამა გრი­გო­ლი და­ის­ჯე­ბა. აქამ­დე ჩვენს სო­ფელს იც­ნობ­დნენ, რო­გორც ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელს, ახლა იც­ნო­ბენ ისე, თით­ქოს აქ სა­სუ­ლი­ე­რო პირს დევ­ნი­ან. ეს ასე არ არის. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ეს ამ­ბა­ვი", - გა­ნა­ცხა­და გო­რის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რმა ზვი­ად და­ვი­თი­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მამა გრი­გო­ლი სოფ­ლი­დან უნდა წა­ვი­დეს, რად­გან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად იქ­ცე­ვა.

"მთა­ვა­რია ჯვა­რი მოხ­სნან და კაბა გა­ხა­დონ, მერე ჩვენ მო­ვუვ­ლით. იმა­თაც ზედ მი­ვა­ყო­ლებთ, აქა­უ­რებს, ვინც მა­გას გვერ­დით და­უდ­გე­ბა. მერე ვნა­ხოთ, აქ რო­გორ გა­მო­ივ­ლის?! გვე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენ არა გაქვთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის გან­დევ­ნის უფ­ლე­ბაო, აბა, რო­დემ­დე უნდა ვით­მი­ნოთ მისი საქ­ცი­ე­ლი?!" - ამ­ბო­ბენ მო­ძღვარ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

სოფ­ლის ერთი ნა­წი­ლი კი სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ ერე­ვა.

"ჩვენ ამ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვით, მამა გრი­გოლს ჩვენ­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. მანდ სხვა რა­ღა­ცე­ე­ბი ხდე­ბა. აბა გა­და­ხე­დეთ, ირ­გვლივ რა მან­ქა­ნე­ბი დგას და ვისი? სოფ­ლის თავ­კა­ცე­ბი ეგე­ნი არი­ან, ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და უფ­რო­სე­ბი", - ამ­ბობს ვა­რი­ა­ნე­ლე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, მამა გრი­გო­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლის და ფერ­მის დაწ­ვის, მან­ქა­ნის დამ­ტვრე­ვის გამო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გო­რის მიტ­რო­პო­ლიტს, მე­უ­ფე ან­დრი­ას აკის­რებს. გო­რის ეპარ­ქია კი აცხა­დებს, რომ მამა გრი­გოლს და­პი­რის­პი­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან აქვს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ და­ნა­შა­ულს მამა გრი­გო­ლი თა­ვად­ვე ჩა­ი­დენ­და.

იხი­ლეთ ვრცლად

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი ვარიანში

"სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი ვარიანში

30 იანვარს საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია ვარიანში მცხოვრები სასულიერო პირის, მამა გრიგოლის (გოჩა გოგიჩაძის) საკითხის შესწავლას შეუდგა. ქორეპისკოპოსები - ბოდბელი მეუფე იაკობი და სამცხე-ჯავახეთის მიტროპოლიტი თეოდორე ვარიანში ადგილობრივ მცხოვრებლებს იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში შეხვდნენ. ვარიანში ჩასვლამდე ქორეპისკოპოსები გორში გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას და, შემდეგ, მრევლს შეხვდნენ. უმაღლესი რანგის სასულიერო პირებმა, მამა გრიგოლთან დაპირისპირებულ მხარესთან შეხვედრები იმ დღესვე დაასრულეს.

"ამის შემდეგ კომისიის წევრები მეორე მხარეს, მამა გრიგოლს და მის მომხრეებს შეხვდებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას საპატრიარქო მიიღებს. თუ ხალხი იქნება დასასჯელი, ხალხი დაისჯება, თუ მამა გრიგოლია დასასჯელი, მამა გრიგოლი დაისჯება. აქამდე ჩვენს სოფელს იცნობდნენ, როგორც იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელს, ახლა იცნობენ ისე, თითქოს აქ სასულიერო პირს დევნიან. ეს ასე არ არის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს ამბავი", - განაცხადა გორის საკრებულოს წევრმა ზვიად დავითიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრის მონაწილე ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამა გრიგოლი სოფლიდან უნდა წავიდეს, რადგან სასულიერო პირისთვის შეუფერებლად იქცევა.

"მთავარია ჯვარი მოხსნან და კაბა გახადონ, მერე ჩვენ მოვუვლით. იმათაც ზედ მივაყოლებთ, აქაურებს, ვინც მაგას გვერდით დაუდგება. მერე ვნახოთ, აქ როგორ გამოივლის?! გვეუბნებიან, თქვენ არა გაქვთ სასულიერო პირის განდევნის უფლებაო, აბა, როდემდე უნდა ვითმინოთ მისი საქციელი?!" - ამბობენ მოძღვართან დაპირისპირებული ადგილობრივები.

სოფლის ერთი ნაწილი კი სასულიერო პირთან დაპირისპირებაში არ ერევა.

"ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით, მამა გრიგოლს ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. მანდ სხვა რაღაცეები ხდება. აბა გადახედეთ, ირგვლივ რა მანქანები დგას და ვისი? სოფლის თავკაცები ეგენი არიან, ყოფილი თავმჯდომარეები, კოლმეურნეობის ხელმძღვანელები და უფროსები", - ამბობს ვარიანელების მეორე ნაწილი.

შეგახსენებთ, მამა გრიგოლი საკუთარი სახლის და ფერმის დაწვის, მანქანის დამტვრევის გამო პასუხისმგებლობას გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას აკისრებს. გორის ეპარქია კი აცხადებს, რომ მამა გრიგოლს დაპირისპირება ადგილობრივებთან აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზემოთჩამოთვლილ დანაშაულს მამა გრიგოლი თავადვე ჩაიდენდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა