სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმის უნივერსიტეტში ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდის მოშორებას ცდილობენ? - დისკრიმინაციის ბრალდება და რექტორის პასუხი
ბათუმის უნივერსიტეტში ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდის მოშორებას ცდილობენ? - დისკრიმინაციის ბრალდება და რექტორის პასუხი

ეპი­ლეფ­სია არის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­დე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი გულყრის პრო­ცე­სით. ეს და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებ­დათ ისეთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი, ნოს­ტრა­და­მუ­სი, პეტ­რე I, ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტე, სტენ­და­ლი, ვინ­სენტ ვან გოგი, თე­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკი, გუს­ტავ ფლო­ბე­რი, ალფ­რედ ნო­ბე­ლი... თუმ­ცა ამ და­ა­ვა­დე­ბას ხელი არ შა­უშ­ლია ამ ხალ­ხის­თვის, პო­ტენ­ცი­ა­ლი სრუ­ლად გა­მო­ევ­ლი­ნათ. დღე­საც ვხვდე­ბით ისეთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ამ და­ა­ვა­დე­ბის გამო, თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. Ambebi.ge-ს და­უ­კავ­შირ­და ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის, ირაკ­ლი ცე­ცხლა­ძის დედა, მზია ქა­თა­მა­ძე, რო­მელ­მაც მისი შვი­ლის ის­ტო­რია გვი­ამ­ბო. მისი მო­ნა­თხრო­ბი გვიჩ­ვე­ნებს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მან­კი­ე­რე­ბას, მათი გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მას. მათ უბ­რა­ლოდ აში­ნებთ ეპი­ლეფ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ცდი­ლო­ბენ, რო­გორ­მე მო­ი­შო­რონ ის. ამ ის­ტო­რი­ის მოს­მე­ნის შემ­დეგ, Ambebi.ge თა­ვად ირაკ­ლი ცე­ცხლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც მომ­წონ­და მუ­შა­ო­ბა - სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე მა­ინ­ტე­რე­სებს, სი­ახ­ლე­ე­ბის ათ­ვი­სე­ბა. მუ­შა­ო­ბას­თან ერ­თად სწავ­ლაც და­ვი­წყე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში. მე მა­წუ­ხებს ეპი­ლეფ­სია და რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეპი­ლეფ­სი­უ­რი შე­ტე­ვე­ბი და ამის გამო, რო­გორც ჩანს, ამით­ვალ­წუ­ნეს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და აღარ დამ­ტვირ­თეს, საქ­მე ნაკ­ლე­ბი მომ­ცეს. არა­და ამ დროს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა წარ­მა­ტე­ბით შე­მიძ­ლია, ვერ და­მაბ­რა­ლე­ბენ იმას, რომ რამე ვერ გა­ვა­კე­თე.

- როცა შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ ნაკ­ლე­ბად გტვირ­თავ­დნენ, არ და­ინ­ტე­რეს­დით მი­ზე­ზით?

- კი, რო­გორ არა. ვუ­თხა­რი, იქ­ნებ, მეც დამ­ტვირ­თოთ მე­ტად მეთ­ქი, ეს ვუ­თხა­რი რო­გორც ჩემს უფ­როსს, ისე­ვე იმ ხალ­ხს, ვინც ჩემ­თან ერ­თად ოთახ­ში ის­ხდნენ, მაგ­რამ უარს ვი­ღებ­დი - რა­საც და­გა­ვა­ლე­ბენ, ისე ქე­ნიო. მა­მა­ჩე­მიც მუ­შა­ობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მა­საც ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.

- ვინ ეუბ­ნე­ბო­და ამას?

- შემ­დეგ, მე რო­გორც მა­მა­ჩე­მის­გან გა­ვი­გე, ზემ­დგო­მი პი­რე­ბი - რექ­ტო­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცია.

- ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­ზე, ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე­ზეა სა­უ­ბა­რი?

- ბა­რა­მი­ძეს მე ვერ და­ვაბ­რა­ლებ. ბა­რა­მი­ძე, მე ვფიქ­რობ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ზე­წო­ლის მსხვერ­პლი გახ­და, ისიც შე­ა­წუ­ხეს ჩემს გამო და მან ვერ გა­უ­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს. თო­რემ, არ ვფიქ­რობ, რომ პი­რა­დად რამე პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს ჩემ­თან.

- შემ­დეგ რა მოხ­და?

- მერე მე და­მი­ბა­რეს, პირ­და­პირ ვერ მი­თხრეს, მაგ­რამ წას­ვლის სი­ტუ­ა­ცია შე­მიქ­მნეს. არ წა­მოვ­სულ­ვარ, გან­ცხა­დე­ბა არ და­მი­წე­რია, გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩემ­თვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე სტუ­დენ­ტებ­თან მაქვს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა და მათი ღა­ლა­ტიც გა­მო­დის ჩემი წა­მოს­ვლა. ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­ვუ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ვარ არა­ვის, მაგ­რამ ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ არც და­მა­საქ­მე­ბენ.

- ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სხვა­გა­ნაც ხვდე­ბო­დით?

- სხვა­გან მსგავ­სი პრობ­ლე­მა არ­სად შემ­ქმნია. უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც, ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­გან ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მიგ­რძვნია, უფრო, ალ­ბათ, ვის­თან ერ­თა­დაც ვარ კა­ბი­ნეტ­ში, ისი­ნი შე­ვა­წუ­ხე.

- ეპი­ლეფ­სი­უ­რი შე­ტე­ვა თქვენ სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხეს შე­ი­ცავ­და?

- ეპი­ლეფ­სი­უ­რი შე­ტე­ვის დროს, უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცამ რომ სად­მე წა­მო­მაწ­ვი­ნოს, მორ­ჩა, თხუთ­მეტ წუთ­ში გა­მოვ­ფხიზ­ლდე­ბი, უბ­რა­ლოდ ძი­ლის მო­მენ­ტია. შე­იძ­ლე­ბა შე­ტე­ვა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შემ­ხვდეს, მაგ­რამ ისიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მე­ორ­დეს.

Ambebi.ge ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გან­გვი­ცხა­და, რომ არ ადას­ტუ­რებს ირაკ­ლი ცე­ცხლა­ძის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ფაქტს და მისი თქმით, ირაკ­ლი დღე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს.

გი­ორ­გი ხარ­ში­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

ბათუმის უნივერსიტეტში ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდის მოშორებას ცდილობენ? - დისკრიმინაციის ბრალდება და რექტორის პასუხი

ბათუმის უნივერსიტეტში ეპილეფსიით დაავადებული ახალგაზრდის მოშორებას ცდილობენ? - დისკრიმინაციის ბრალდება და რექტორის პასუხი

ეპილეფსია არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სპონტანურად აღმოცენებული გულყრის პროცესით. ეს დაავადება აწუხებდათ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი, ნოსტრადამუსი, პეტრე I, ნაპოლეონ ბონაპარტე, სტენდალი, ვინსენტ ვან გოგი, თეოდორ დოსტოევსკი, გუსტავ ფლობერი, ალფრედ ნობელი... თუმცა ამ დაავადებას ხელი არ შაუშლია ამ ხალხისთვის, პოტენციალი სრულად გამოევლინათ. დღესაც ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ამ დაავადების გამო, თვითრეალიზების საშუალებას არ აძლევენ. Ambebi.ge-ს დაუკავშირდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ირაკლი ცეცხლაძის დედა, მზია ქათამაძე, რომელმაც მისი შვილის ისტორია გვიამბო. მისი მონათხრობი გვიჩვენებს ადმინისტრაციის მანკიერებას, მათი განათლების პრობლემას. მათ უბრალოდ აშინებთ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანი და ცდილობენ, როგორმე მოიშორონ ის. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, Ambebi.ge თავად ირაკლი ცეცხლაძეს დაუკავშირდა.

- ბათუმის უნივერსიტეტში ვმუშაობდი, სადაც მომწონდა მუშაობა - სამეცნიერო საქმე მაინტერესებს, სიახლეების ათვისება. მუშაობასთან ერთად სწავლაც დავიწყე მაგისტრატურაში. მე მაწუხებს ეპილეფსია და რამდენჯერმე მქონდა უნივერსიტეტში ეპილეფსიური შეტევები და ამის გამო, როგორც ჩანს, ამითვალწუნეს თანამშრომლებმა და აღარ დამტვირთეს, საქმე ნაკლები მომცეს. არადა ამ დროს ყველაფრის გაკეთება წარმატებით შემიძლია, ვერ დამაბრალებენ იმას, რომ რამე ვერ გავაკეთე.

- როცა შეამჩნიეთ, რომ ნაკლებად გტვირთავდნენ, არ დაინტერესდით მიზეზით?

- კი, როგორ არა. ვუთხარი, იქნებ, მეც დამტვირთოთ მეტად მეთქი, ეს ვუთხარი როგორც ჩემს უფროსს, ისევე იმ ხალხს, ვინც ჩემთან ერთად ოთახში ისხდნენ, მაგრამ უარს ვიღებდი - რასაც დაგავალებენ, ისე ქენიო. მამაჩემიც მუშაობს უნივერსიტეტში და მასაც ეუბნებოდნენ, რომ მე უნდა წავსულიყავი უნივერსიტეტიდან.

- ვინ ეუბნებოდა ამას?

- შემდეგ, მე როგორც მამაჩემისგან გავიგე, ზემდგომი პირები - რექტორი და ადმინისტრაცია.

- ბათუმის უნივერსიტეტის რექტორზე, ირაკლი ბარამიძეზეა საუბარი?

- ბარამიძეს მე ვერ დავაბრალებ. ბარამიძე, მე ვფიქრობ, თანამშრომლების ზეწოლის მსხვერპლი გახდა, ისიც შეაწუხეს ჩემს გამო და მან ვერ გაუწია წინააღმდეგობა სხვა თანამშრომლებს. თორემ, არ ვფიქრობ, რომ პირადად რამე პრეტენზია ჰქონდეს ჩემთან.

- შემდეგ რა მოხდა?

- მერე მე დამიბარეს, პირდაპირ ვერ მითხრეს, მაგრამ წასვლის სიტუაცია შემიქმნეს. არ წამოვსულვარ, განცხადება არ დამიწერია, გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის უნივერსიტეტში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე სტუდენტებთან მაქვს ახლო ურთიერთობა და მათი ღალატიც გამოდის ჩემი წამოსვლა. ჯერ ოფიციალურად არ გავუთავისუფლებივარ არავის, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, რომ არც დამასაქმებენ.

- ასეთ დამოკიდებულებას სხვაგანაც ხვდებოდით?

- სხვაგან მსგავსი პრობლემა არსად შემქმნია. უნივერსიტეტშიც, ყველა თანამშრომლისგან ასეთი დამოკიდებულება არ მიგრძვნია, უფრო, ალბათ, ვისთან ერთადაც ვარ კაბინეტში, ისინი შევაწუხე.

- ეპილეფსიური შეტევა თქვენ სიცოცხლისთვის საფრთხეს შეიცავდა?

-  ეპილეფსიური შეტევის დროს, უბრალოდ, ვიღაცამ რომ სადმე წამომაწვინოს, მორჩა, თხუთმეტ წუთში გამოვფხიზლდები, უბრალოდ ძილის მომენტია. შეიძლება შეტევა რამდენიმე თვის განმავლობაში არ შემხვდეს, მაგრამ ისიც მოსალოდნელია, რომ დღეში რამდენჯერმე გამეორდეს.

Ambebi.ge ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს, ირაკლი ბარამიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ არ ადასტურებს ირაკლი ცეცხლაძის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტს და მისი თქმით, ირაკლი დღესაც უნივერსიტეტში მუშაობს.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია