პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა" - გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
"მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა" - გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უახ­ლო­ეს ხან­ში, გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და­ი­დე­ბა.

რო­გორც დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, გუ­რამ შა­რა­ძის შვილ­მა რუ­სუ­დან შა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, კომ­პა­ნია "ალ­და­გის" სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ექ­სპერ­ტი­ზამ უნდა უპა­სუ­ხოს შე­კი­თხვებს - და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია თუ არა მა­სა­ლა და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მკვლე­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

მისი თქმით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას 2007 წლი­დან ითხოვ­და და ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ირაკ­ლი შო­თა­ძის მეშ­ვე­ო­ბით ახ­ლა­ხანს მო­ი­პო­ვა.

რო­გორც რუ­სუ­დან შა­რა­ძე ამ­ბობს, ექ­სპერ­ტი­ზა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ ჩა­ა­ტა­რეს და შე­ჯე­რე­ბუ­ლი დას­კვნა უახ­ლო­ეს ხან­ში და­ი­დე­ბა.

რუ­სუ­დან შა­რა­ძემ კი­დევ ერთხელ გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­რამ შა­რა­ძე გი­ორ­გი ბა­რა­თელს არ მო­უკ­ლავს. მისი თქმით, აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნეს ორმა სპეც­რაზ­მელ­მა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი რუ­სეთ­ში სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს, მე­ო­რე კი - სა­მეგ­რე­ლო­ში, ერთ-ერთ უწყე­ბა­შია და­საქ­მე­ბუ­ლი.

მოკ­ლუ­ლის შვი­ლი მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს "ალ­დაგს", რო­მე­ლიც, მისი თქმით, ამ დრომ­დე არ პა­სუ­ხობს გა­მო­ძი­ე­ბის შე­კი­თხვას, რა ტი­პის კა­მე­რე­ბი ეყე­ნა კომ­პა­ნი­ას გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის დღეს - 2007 წლის 20 მა­ისს ქუ­ჩა­ში.

რო­გორც რუ­სუ­დან შა­რა­ძე აცხა­დებს, კომ­პა­ნია გა­მო­ძი­ე­ბის აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია კა­მე­რის ტი­პის შე­სა­ხებ.

მისი თქმით, კა­მე­რის ტი­პის დად­გე­ნა ხელს შე­უ­წყობს მკვლე­ლის ზუს­ტი სი­მაღ­ლის დად­გე­ნას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

"მკვლე­ლის ზუს­ტი სი­მაღ­ლის დად­გე­ნით გა­მო­ი­რი­ცხე­ბო­და, რომ ის გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლია, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ამ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ შა­რა­ძის შვილ­მა.

რუ­სუ­დან შა­რა­ძის თქმით, "ალ­და­გი" არ პა­სუ­ხობს კი­დევ ერთ შე­კი­თხვას - რა­ტომ ეყე­ნა მკვლე­ლო­ბის დღეს ორი კა­მე­რა ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით და მე­ო­რე დღეს, რა­ტომ და­მონ­ტაჟ­და ან ვინ და­ა­მონ­ტა­ჟა სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მისი თქმით, მკვლე­ლო­ბის დღეს ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კა­მე­რე­ბი მკვლელს ზურ­გით ასა­ხავს. მოკ­ლუ­ლის შვი­ლის თქმით, ეს კა­მე­რე­ბი მე­ო­რე დღეს სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით და­მონ­ტაჟ­და, რაც ასე­ვე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა.

რუ­სუ­დან შა­რა­ძე აცხა­დებს, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა და მის­მა მო­ად­გი­ლემ, გან­სხვა­ვე­ბით ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის სო­ზარ სუ­ბა­რის­გან, ნება დარ­თეს შეხ­ვედ­რო­და მსჯავ­რდე­ბულ გი­ორ­გი ბა­რა­თელს. თუმ­ცა, რუ­სუ­დან შა­რა­ძის თქმით, ბა­რა­თე­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ე.წ. შტი­რის საქ­მე­ზე და­მა­ტე­ბუ­ლი ორ­წლი­ა­ნი სას­ჯე­ლის შემ­დეგ და მას­თან შეხ­ვედ­რა არ ისურ­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას, რუ­სუ­დან შა­რა­ძის თქმით, რო­გორც ქა­ლა­ქის, ასე­ვე მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს, მათ შო­რის უკვე და­ი­კი­თხნენ ის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, რო­მელ­თა ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გი­ორ­გი ბა­რა­თე­ლი და­ა­კა­ვებს.

"ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი ლე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი მკვლე­ლო­ბი­დან 8 წლის შემ­დეგ, ამ­ბობს, რომ ახლა რა­ღა­ცებს ვერ იხ­სე­ნებს. ეს ის პო­ლი­ცი­ე­ლია, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბის დღეს მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ზე ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვა­ლა. თქვა, რომ ბა­რა­თელს ეცვა კუ­ბოკ­რუ­ლი პე­რან­გი მკვლე­ლო­ბის დროს. თუმ­ცა მას და­კა­ვე­ბის დღეს არ ეცვა ასე­თი პე­რან­გი", - გა­ნა­ცხა­და რუ­სუ­დან შა­რა­ძემ.

მოკ­ლუ­ლის შვი­ლი იმე­დოვ­ნებს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბას და­ად­გენს და გი­ორ­გი ბა­რა­თელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა" - გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა" - გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უახლოეს ხანში, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოფირებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა, კომპანია "ალდაგის" სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალის ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს - დამონტაჟებულია თუ არა მასალა და შესაძლებელია თუ არა მკვლელის იდენტიფიცირება.

მისი თქმით, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას 2007 წლიდან ითხოვდა და ის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მეშვეობით ახლახანს მოიპოვა.

როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარეს და შეჯერებული დასკვნა უახლოეს ხანში დაიდება.

რუსუდან შარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთში საეჭვო ვითარებაში მოკლეს, მეორე კი - სამეგრელოში, ერთ-ერთ უწყებაშია დასაქმებული.

მოკლულის შვილი მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს "ალდაგს", რომელიც, მისი თქმით, ამ დრომდე არ პასუხობს გამოძიების შეკითხვას, რა ტიპის კამერები ეყენა კომპანიას გურამ შარაძის მკვლელობის დღეს - 2007 წლის 20 მაისს ქუჩაში.

როგორც რუსუდან შარაძე აცხადებს, კომპანია გამოძიების აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია კამერის ტიპის შესახებ.

მისი თქმით, კამერის ტიპის დადგენა ხელს შეუწყობს მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენას, რაც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის.

"მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენით გამოირიცხებოდა, რომ ის გიორგი ბარათელია, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს", - განაცხადა გურამ შარაძის შვილმა.

რუსუდან შარაძის თქმით, "ალდაგი" არ პასუხობს კიდევ ერთ შეკითხვას - რატომ ეყენა მკვლელობის დღეს ორი კამერა ერთი მიმართულებით და მეორე დღეს, რატომ დამონტაჟდა ან ვინ დაამონტაჟა საპირისპირო მიმართულებით.

მისი თქმით, მკვლელობის დღეს ერთი მიმართულებით დამონტაჟებული კამერები მკვლელს ზურგით ასახავს. მოკლულის შვილის თქმით, ეს კამერები მეორე დღეს საპირისპირო მიმართულებით დამონტაჟდა, რაც ასევე საეჭვო გარემოებაა.

რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა და მისმა მოადგილემ, განსხვავებით ყოფილი მინისტრის სოზარ სუბარისგან, ნება დართეს შეხვედროდა მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს. თუმცა, რუსუდან შარაძის თქმით, ბარათელი გაღიზიანებულია ე.წ. შტირის საქმეზე დამატებული ორწლიანი სასჯელის შემდეგ და მასთან შეხვედრა არ ისურვა.

რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას, რუსუდან შარაძის თქმით, როგორც ქალაქის, ასევე მთავარი პროკურატურა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მათ შორის უკვე დაიკითხნენ ის პოლიციელები, რომელთა ჩვენების საფუძველზე გიორგი ბარათელი დააკავებს.

"ერთ-ერთი პოლიციელი ლევან ბოჭორიშვილი მკვლელობიდან 8 წლის შემდეგ, ამბობს, რომ ახლა რაღაცებს ვერ იხსენებს. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მკვლელობის დღეს მიცემული ჩვენება სასამართლოზე ნაწილობრივ შეცვალა. თქვა, რომ ბარათელს ეცვა კუბოკრული პერანგი მკვლელობის დროს. თუმცა მას დაკავების დღეს არ ეცვა ასეთი პერანგი", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

მოკლულის შვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება მკვლელის ვინაობას დაადგენს და გიორგი ბარათელს გაათავისუფლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ