საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალშობილი ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო" - ქუჩაში მიტოვებული ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს
"ახალშობილი ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო" - ქუჩაში მიტოვებული ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

ვარ­კე­თი­ლის 1-ლ მიკ­რო­რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სუ­სა­ნა მკრი­ტი­ჩი­ა­ნი დღემ­დე ცრემ­ლის გა­რე­შე ვერ იხ­სე­ნებს იმ ტრა­გე­და­ის, რო­მელ­საც ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ეს­წრო. ეს ის ქალ­ბა­ტო­ნია, რო­მელ­მაც პირ­ველ­მა ნახა კორ­პუ­სის ეზო­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უბე­დუ­რე­ბაა ის, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ლა­მის ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად იქცა. ის, რომ მენ­ტა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო ახალ­შო­ბილ­თა მო­შო­რე­ბას მა­ვა­ნი ამ­გვა­რად ცდი­ლობს, ისევ და ისევ სა­ზო­გა­დე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მე­ბის ბრა­ლია, რო­მელ­თა კვლე­ვი­სა და ანა­ლი­ზის გა­რე­შე ეს და კი­დევ ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მა კარ­გა ხანს მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი გვექ­ნე­ბა. ჩვილ­თა მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ­მა სი­სას­ტი­კემ, ქუ­ჩა­ში მი­ტო­ვე­ბულ ახალ­შო­ბილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ზა­რავ­მა სტა­ტის­ტი­კამ ყვე­ლა უნდა დაგ­ვა­ფიქ­როს. რა არის ამის მი­ზე­ზი? - სპე­ცი­ა­ლის­ტთა თქმით, ერთ-ერთი მი­ზე­ზი უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია. გარ­და ამი­სა, პრობ­ლე­მაა ისიც, რომ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დღე­საც, ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს. პარტნი­ო­რის­გან მი­ტო­ვე­ბულ ფეხ­მი­ძი­მე გო­გო­ნებს ხში­რად სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც წი­რა­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქმის არ არ­სე­ბობს სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

ბოლო შემ­თხვე­ვა ვარ­კე­თილ­ში მოხ­და, რას ყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი?

სუ­სა­ნა მკრი­ტი­ჩი­ა­ნი:

- ხალ­ხს ვუყ­ვე­ბი, თუმ­ცა სრუ­ლად მა­ინც ვე­რა­ვის აღვწერ, რა იყო ის სა­ში­ნე­ლი გან­ცდა, როცა მივ­ხვდი, რომ ჩემი ფან­ჯრი­დან, ქარ­სა და სი­ცი­ვე­სა ეზო­ში გა­დაგ­დე­ბულ თო­ჯი­ნას კი არა, ბავ­შვს ვხე­დავ­დი. არა­და, თა­ვი­დან თო­ჯი­ნა მე­გო­ნა, - შუ­ა­დღეს იყო, შვილ­შვი­ლე­ბის ოთახს ვა­ლა­გებ­დი, მო­ბი­ლურ­მა რომ და­რე­კა; ავი­ღე, ლა­პა­რა­კი და­ვი­წყე და თან ფან­ჯა­რა­ში გა­ვი­ხე­დე. ჩვენ პირ­ველ სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობთ, ფან­ჯრე­ბის წინ ბუჩ­ქე­ბი და ბა­ლა­ხი გვაქვს. უცებ პირ­და­პირ ბა­ლახ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი თო­ჯი­ნა და­ვი­ნა­ხე, სრუ­ლი­ად ტიტ­ვე­ლი - უიმე, ბავ­შვებს ტან­ზე გა­უხ­დი­ათ და გა­და­უგ­დი­ათ-მეთ­ქი! – გა­ვი­ფიქ­რეს და ლა­პა­რა­კი გან­ვაგ­რძე. უცებ ისევ მი­ვი­ხე­დე და თო­ჯი­ნა რა­ღაც უც­ნა­უ­რად აღ­ვიქ­ვი, - რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი­ვით იყო. როცა დავ­რწმუნ­დი, რომ ეს თო­ჯი­ნა კი არა, ბავ­შვი იყო, ცუ­დად გავ­ხდი, მო­ბი­ლუ­რი მი­ვაგ­დე და მე­ზობ­ლებს და­ვუ­ძა­ხე, მიშ­ვე­ლეთ, მგო­ნი, ეზო­ში გა­დაგ­დე­ბულ ბავ­შვია და ახ­ლა­ვე ჩა­მო­დით-მეთ­ქი! მარ­ტო ვერ გა­ვე­დი, შე­მე­შინ­და... რომ გა­ვე­დით, ბავ­შვი არ ინ­ძრე­ო­და, მივ­ხვდით, მკვდა­რი იყო... ამ­ხე­ლა ქალი ვარ და არა­სო­დეს მი­ნა­ხავს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი, ეს ენი­თა­უ­წე­რე­ლი კოშ­მა­რია.

- ამ­ბობთ, რომ ჩვი­ლი შიშ­ვე­ლი იყო?

- დიახ. ისე­ვე, რო­გორც დე­დის მუც­ლი­დან და­ი­ბა­და. ისე ვკან­კა­ლებ­დი, წე­სი­ე­რად ვერც კი დავ­ხე­დე, მაგ­რამ ვინც და­ხე­და, იმან თქვა, - ვე­ღა­რა­ფერს ვუშ­ვე­ლით, მკვდა­რი­აო. თა­ნაც ატირ­და, ჭიპ­ლა­რიც არ აქვს გა­დაკ­ვან­ძუ­ლიო. ბავ­შვს ტან­ზე ცე­ლო­ფა­ნიც კი არ ჰქონ­და შე­მოხ­ვე­უ­ლი. სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ნაგ­ვე­ზე გა­დაგ­დე­ბუ­ლი ახალ­შო­ბი­ლე­ბი არ გვაკ­ლია, მაგ­რამ აქამ­დე არ გა­მი­გია, ვინ­მეს ტიტ­ვე­ლი ბავ­შვი და­ეგ­დოს, - როცა ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან, პა­ტა­რას პი­რი­ქით სა­გულ­და­გუ­ლოდ ხვე­ვენ და მა­ლა­ვენ. ჩვე­ნი კორ­პუ­სის წინ კი ბავ­შვი დღი­სით, მზი­სით ყვე­ლას და­სა­ნა­ხად და­აგ­დო ვი­ღა­ცამ. არ­სე­ბობს მე­ო­რე შემ­თხვე­ვაც, - ბავ­შვი არ უნ­დათ,

თა­ვი­დან იშო­რე­ბენ, მაგ­რამ ამას აკე­თე­ბენ ისე, რომ ის ცო­ცხა­ლი დარ­ჩეს და ვინ­მემ უშ­ვე­ლოს, პო­ლი­ცი­ას ჩა­ა­ბა­როს. არ მგო­ნია, რომ ამის ჩამ­დე­ნი ნორ­მა­ლუ­რი იყოს. არ მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ეს დე­დამ გა­ა­კე­თა, არა, ამას დედა ვერ იზამ­და, - ალ­ბათ ქალ­მა სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, შვი­ლი კი ვი­ღა­ცამ გა­და­უგ­დო. მაგ­რამ რა­ტომ გა­და­აგ­დო, ღმერ­თო, რა­ტომ? თუ თა­ვი­სით მოკ­ვდა მშო­ბი­ა­რო­ბი­სას, ადა­მი­ა­ნუ­რად და­ეკ­რძა­ლათ, თუ არა­და, ასე სას­ტი­კად რა­ტომ მო­ექ­ცნენ, მო­საკ­ლა­ვად რო­გორ გა­ი­მე­ტეს? წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ახალშობილი ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო" - ქუჩაში მიტოვებული ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

"ახალშობილი ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო" - ქუჩაში მიტოვებული ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს

ვარკეთილის 1-ლ მიკრორაიონში მცხოვრები სუსანა მკრიტიჩიანი დღემდე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს იმ ტრაგედაის, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ შეესწრო. ეს ის ქალბატონია, რომელმაც პირველმა ნახა კორპუსის ეზოში გადაგდებული ახალშობილი. ჩვენი საზოგადოების უბედურებაა ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევები ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა. ის, რომ მენტალური, ეკონომიკური თუ ფსიქიკური პრობლემების გამო ახალშობილთა მოშორებას მავანი ამგვარად ცდილობს, ისევ და ისევ საზოგადეობაში არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემების ბრალია, რომელთა კვლევისა და ანალიზის გარეშე ეს და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა კარგა ხანს მოუგვარებელი გვექნება. ჩვილთა მიმართ გამოჩენილმა სისასტიკემ, ქუჩაში მიტოვებულ ახალშობილთა სიკვდილიანობის შემზარავმა სტატისტიკამ ყველა უნდა დაგვაფიქროს. რა არის ამის მიზეზი? - სპეციალისტთა თქმით, ერთ-ერთი მიზეზი უმძიმესი სოციალური ფონია. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენ საზოგადოებაში დღესაც, ეჭვის თვალით უყურებენ მარტოხელა დედებს. პარტნიორისგან მიტოვებულ ფეხმიძიმე გოგონებს ხშირად საკუთარი ოჯახის წევრებიც წირავენ. სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს სოციალური პროგრამები მარტოხელა დედების დასახმარებლად.

ბოლო შემთხვევა ვარკეთილში მოხდა, რას ყვება თვითმხილველი?

სუსანა მკრიტიჩიანი:

- ხალხს ვუყვები, თუმცა სრულად მაინც ვერავის აღვწერ, რა იყო ის საშინელი განცდა, როცა მივხვდი, რომ ჩემი ფანჯრიდან, ქარსა და სიცივესა ეზოში გადაგდებულ თოჯინას კი არა, ბავშვს ვხედავდი. არადა, თავიდან თოჯინა მეგონა, - შუადღეს იყო, შვილშვილების ოთახს ვალაგებდი, მობილურმა რომ დარეკა; ავიღე, ლაპარაკი დავიწყე და თან ფანჯარაში გავიხედე. ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობთ, ფანჯრების წინ ბუჩქები და ბალახი გვაქვს. უცებ პირდაპირ ბალახზე დაგდებული თოჯინა დავინახე, სრულიად ტიტველი - უიმე, ბავშვებს ტანზე გაუხდიათ და გადაუგდიათ-მეთქი! – გავიფიქრეს და ლაპარაკი განვაგრძე. უცებ ისევ მივიხედე და თოჯინა რაღაც უცნაურად აღვიქვი, - რეალური ადამიანივით იყო. როცა დავრწმუნდი, რომ ეს თოჯინა კი არა, ბავშვი იყო, ცუდად გავხდი, მობილური მივაგდე და მეზობლებს დავუძახე, მიშველეთ, მგონი, ეზოში გადაგდებულ ბავშვია და ახლავე ჩამოდით-მეთქი! მარტო ვერ გავედი, შემეშინდა... რომ გავედით, ბავშვი არ ინძრეოდა, მივხვდით, მკვდარი იყო... ამხელა ქალი ვარ და არასოდეს მინახავს გარდაცვლილი ბავშვი, ეს ენითაუწერელი კოშმარია.

- ამბობთ, რომ ჩვილი შიშველი იყო?

- დიახ. ისევე, როგორც დედის მუცლიდან დაიბადა. ისე ვკანკალებდი, წესიერად ვერც კი დავხედე, მაგრამ ვინც დახედა, იმან თქვა, - ვეღარაფერს ვუშველით, მკვდარიაო. თანაც ატირდა, ჭიპლარიც არ აქვს გადაკვანძულიო. ბავშვს ტანზე ცელოფანიც კი არ ჰქონდა შემოხვეული. საუბედუროდ, სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილები არ გვაკლია, მაგრამ აქამდე არ გამიგია, ვინმეს ტიტველი ბავშვი დაეგდოს, - როცა ამ არაადამიანურ დანაშაულს სჩადიან, პატარას პირიქით საგულდაგულოდ ხვევენ და მალავენ. ჩვენი კორპუსის წინ კი ბავშვი დღისით, მზისით ყველას დასანახად დააგდო ვიღაცამ. არსებობს მეორე შემთხვევაც, - ბავშვი არ უნდათ,

თავიდან იშორებენ, მაგრამ ამას აკეთებენ ისე, რომ ის ცოცხალი დარჩეს და ვინმემ უშველოს, პოლიციას ჩააბაროს. არ მგონია, რომ ამის ჩამდენი ნორმალური იყოს. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს დედამ გააკეთა, არა, ამას დედა ვერ იზამდა, - ალბათ ქალმა სახლში იმშობიარა, შვილი კი ვიღაცამ გადაუგდო. მაგრამ რატომ გადააგდო, ღმერთო, რატომ? თუ თავისით მოკვდა მშობიარობისას, ადამიანურად დაეკრძალათ, თუ არადა, ასე სასტიკად რატომ მოექცნენ, მოსაკლავად როგორ გაიმეტეს?  წაიკითხეთ მეტი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია