მსახიობ დავით ქაცარავას მეუღლე, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სოფო ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რომ მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს ქუჩაში სიგარეტის კოლოფის დაგდების გამო უსაყვედურა, მან აგინა და ანთებული სიგარეტი შეუგდო ფანჯარაში.
Facebook/ სოფო ხაჭაპურიძე:
"ამ მანქანიდან შემოსავლების სამსახურის ''ღირსეულმა'' თანამშრომელმა ქუჩაში სიგარეტის კოლოფი გადააგდო. მივუსიგნალე და ფანჯრიდან ვუთხარი: რატოომ გადააგდე, რააატოომ თქო. ნუ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გინებით გავეყრუებინე და თან ის ანთებული სიგარეტიც შემომიგდო ფანჯარაში. ჯარიმები ნაგვის დაყრაზე, სწრაფაააად!!!!", - დაწერა სოფო ხაჭაპურიძემ.