მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ
ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ

მსა­ხი­ობ ნინო თარ­ხან-მო­უ­რავს ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარს. დღემ­დე რამ­დე­ნი­მე ძაღ­ლი ჰყო­ლია. ამ­ჟა­მად ნი­ნო­სა და მისი მე­უღ­ლის, ასე­ვე მსა­ხი­ობ თე­მი­კო ჭი­ჭი­ნა­ძის ოჯახ­ში ექ­ვსი და სამი წლის მამა-შვი­ლი ჩი­ხუ­ა­ხუა ცხოვ­რობს. ორი­ვე ძაღ­ლი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ხელს ატა­რებს...

- ცხო­ვე­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს და ოჯახ­ში ძაღ­ლი ყო­ველ­თვის გვყავ­და. პირ­ვე­ლი სა­მე­ფო პუ­დე­ლი იყო. პირ­ველ კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა მკი­თხეს, რა გინ­და: ძმა თუ ძაღ­ლი. მე ძაღ­ლი ავირ­ჩიე და მი­ყი­დეს (იღი­მის). ეს ჯიში და­ახ­ლო­ე­ბით 18 წელი ცხოვ­რობს... ჩემი პუ­დე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და.

- რო­გორც ვიცი, სა­მე­ფო პუ­დე­ლი ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ჭკვი­ან ჯი­შად მი­იჩ­ნე­ვა...

- დიახ, ასეა. მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ნათ­ლად მახ­სოვს, რომ უჭ­კვი­ა­ნე­სი, კე­თი­ლი და დამ­ჯე­რი ძაღ­ლი იყო. მახ­სოვს, დი­ლა­ო­ბით მა­მა­ჩე­მი ჩუს­ტის მი­ტა­ნას სთხოვ­და და ისიც უს­რუ­ლებ­და თხოვ­ნას - ჯერ ერთი მიჰ­ქონ­და და მერე მე­ო­რე. მე­ო­რე­დაც პუ­დე­ლი მყავ­და, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იყო ჩემ­თან. შვი­ლი რომ შე­მე­ძი­ნა, მა­შინ მოკ­ვდა. მას შემ­დეგ დიდ­ხანს არ მყო­ლია, რად­გან ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ. დიდი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, შინ კი­დევ მო­მეყ­ვა­ნა ძაღ­ლი. პა­ტა­რა ჩი­ხუ­ა­ხუა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მა­ჩუ­ქა. ასე ვთქვათ, ოჯახს შე­მო­ვა­პა­რე. ამ­ჯე­რად ერ­თად ვცხოვ­რობთ: მე, ჩემი მე­უღ­ლე, შვი­ლი და დე­და­ჩე­მი. ყვე­ლა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ მხო­ლოდ იმის გამო, რომ ჩვე­ნი ბოლო ძაღ­ლის, პუ­დე­ლის და­ღუპ­ვა მძი­მედ გა­და­ვი­ტა­ნეთ.

სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, რომ ძაღ­ლი ერთ-ერთი თბი­ლი, ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ცხო­ვე­ლია. კა­ტე­ბიც ასე­ვე მიყ­ვარს, ბავ­შვო­ბა­ში მყავ­და კი­დეც, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს შვილს, ელი­სა­ბედს ალერ­გია აქვს და ამი­ტომ კატა შინ ვერ მომ­ყავს.

- პა­ტა­რა ზო­მის ძაღ­ლე­ბი უფრო ავე­ბი და კა­პარჩხა­ნე­ბი არი­ა­ნო...

- კი, ნამ­დვი­ლად ასეა. ავე­ბი და კა­პარჩხა­ნე­ბი არი­ან, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეს მათი კომ­პლექ­სია და ერ­თგვა­რი თავ­დაც­ვი­თი ინ­სტინ­ქტი აქვთ. ოჯა­ხის წევ­რებ­თან არა, მაგ­რამ სტუმ­რებ­სა და უცხო­ებ­თან ზო­მით მათ­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდ ძაღ­ლებს უფრო ღირ­სე­უ­ლად უჭი­რავთ თავი, ვიდ­რე პა­ტა­რებს. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ სი­ა­მოვ­ნებთ ძაღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა და როცა ასე­თე­ბი გვსტუმ­რო­ბენ, ძაღ­ლე­ბი ან სხვა ოთახ­ში გაგ­ვყავს, ან ხელ­ში მი­ჭი­რავს და ვა­რი­დებ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ

ნინო თარხან-მოურავის სახლში მარადონა და ლეო მესი ცხოვრობენ

მსახიობ ნინო თარხან-მოურავს ცხოველები ძალიან უყვარს. დღემდე რამდენიმე ძაღლი ჰყოლია. ამჟამად ნინოსა და მისი მეუღლის, ასევე მსახიობ თემიკო ჭიჭინაძის ოჯახში ექვსი და სამი წლის მამა-შვილი ჩიხუახუა ცხოვრობს. ორივე ძაღლი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების სახელს ატარებს...

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარს და ოჯახში ძაღლი ყოველთვის გვყავდა. პირველი სამეფო პუდელი იყო. პირველ კლასში ვიყავი, როცა მკითხეს, რა გინდა: ძმა თუ ძაღლი. მე ძაღლი ავირჩიე და მიყიდეს (იღიმის). ეს ჯიში დაახლოებით 18 წელი ცხოვრობს... ჩემი პუდელი ძალიან მიყვარდა.

- როგორც ვიცი, სამეფო პუდელი ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ჯიშად მიიჩნევა...

- დიახ, ასეა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ ნათლად მახსოვს, რომ უჭკვიანესი, კეთილი და დამჯერი ძაღლი იყო. მახსოვს, დილაობით მამაჩემი ჩუსტის მიტანას სთხოვდა და ისიც უსრულებდა თხოვნას - ჯერ ერთი მიჰქონდა და მერე მეორე. მეორედაც პუდელი მყავდა, რომელიც საკმაოდ დიდხანს იყო ჩემთან. შვილი რომ შემეძინა, მაშინ მოკვდა. მას შემდეგ დიდხანს არ მყოლია, რადგან ეს ამბავი ყველამ ძალიან განვიცადეთ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ გადავწყვიტე, შინ კიდევ მომეყვანა ძაღლი. პატარა ჩიხუახუა ჩემმა მეგობარმა მაჩუქა. ასე ვთქვათ, ოჯახს შემოვაპარე. ამჯერად ერთად ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე, შვილი და დედაჩემი. ყველანი კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ბოლო ძაღლის, პუდელის დაღუპვა მძიმედ გადავიტანეთ.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ ძაღლი ერთ-ერთი თბილი, ერთგული და მოსიყვარულე ცხოველია. კატებიც ასევე მიყვარს, ბავშვობაში მყავდა კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს შვილს, ელისაბედს ალერგია აქვს და ამიტომ კატა შინ ვერ მომყავს.

- პატარა ზომის ძაღლები უფრო ავები და კაპარჩხანები არიანო...

- კი, ნამდვილად ასეა. ავები და კაპარჩხანები არიან, ალბათ იმიტომ, რომ ეს მათი კომპლექსია და ერთგვარი თავდაცვითი ინსტინქტი აქვთ. ოჯახის წევრებთან არა, მაგრამ სტუმრებსა და უცხოებთან ზომით მათზე გაცილებით დიდ ძაღლებს უფრო ღირსეულად უჭირავთ თავი, ვიდრე პატარებს. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სიამოვნებთ ძაღლის გვერდით ყოფნა და როცა ასეთები გვსტუმრობენ, ძაღლები ან სხვა ოთახში გაგვყავს, ან ხელში მიჭირავს და ვარიდებ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება