საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანორამა თბილისი" თუ იუნესკოს სიაში მოხვედრის შანსი - პროექტი, რომელიც საზოგადოების დაპირისპირების მიზეზი გახდა
"პანორამა თბილისი" თუ იუნესკოს სიაში მოხვედრის შანსი - პროექტი, რომელიც საზოგადოების დაპირისპირების მიზეზი გახდა

ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის პრო­ექ­ტი "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი", რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში - სო­ლო­ლა­კის ქედ­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ერეკ­ლეს მო­ედ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იგეგ­მე­ბა.

მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა, თუმ­ცა პრო­ექ­ტის ირ­გვლივ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ წყდე­ბა. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და მწვა­ნე მოძ­რა­ო­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ძვე­ლი თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მილ მშე­ნებ­ლო­ბას და ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ.

"პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბა თბი­ლის­ში" ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა მათ შო­რის, ვის­თვი­საც მი­უ­ღე­ბე­ლია პრო­ექ­ტის არ­სე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სი. რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნატა ფე­რა­ძემ Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით ვკარ­გავთ უნი­კა­ლურ შანსს, რომ ძვე­ლი თბი­ლი­სი იუ­ნეს­კოს და­ცუ­ლი ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდეს:

"ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში მე­რი­ამ საკ­რე­ბუ­ლოს გა­უგ­ზავ­ნა რე­კო­მენ­და­ცია მთაწ­მინ­დის ქე­დის­თვის ლან­დშაფ­ტუ­რი სტა­ტუ­სის მოხ­სნის შე­სა­ხებ. შემ­თხვე­ვით, შუა სხდო­მი­დან დაგ­ვი­რე­კა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და გაგ­ვა­გე­ბი­ნა, რომ ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა იწყე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია, მათ არ ისურ­ვეს, რომ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სა­ჯა­რო ყო­ფი­ლი­ყო. კი­დევ ერთ სა­გუ­ლის­ხმო ფაქტს გე­ტყვით - ამ პრო­ექტს მი­ა­ნი­ჭეს მე-5 კლა­სის მშე­ნებ­ლო­ბის სტა­ტუ­სი, რაც უტოლ­დე­ბა ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად აე­რო­პორ­ტი. ეს გა­ა­კე­თეს ახა­ლი წლის წინა პე­რი­ოდ­ში, 29 დე­კემ­ბერს, რომ ნაკ­ლე­ბად მი­ექ­ცი­ათ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა. თბი­ლი­სის ძი­რი­თა­დი ფა­სე­უ­ლო­ბა მისი ბუ­ნებ­რი­ვი ლან­დშაფ­ტი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბაა, პრო­ექ­ტი კი სწო­რედ ამ ავ­თენ­ტუ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოა,"- აღ­ნიშ­ნა ნატა ფე­რა­ძემ.

ნატა ფე­რა­ძის თქმით, ქა­ლა­ქის­თვის არ­სე­ბუ­ლი იერ­სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის გარ­და, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სატ­რან­სპორ­ტო და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბი:

"არ­სე­ბობს რე­ა­ლუ­რი შან­სი, რომ გა­და­იტ­ვირ­თოს სა­მი­ვე სა­ლო­კა­ციო ტე­რი­ტო­რი­ას­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი, რაც დის­კომ­ფორ­ტს შე­უქ­მნის რო­გორც ის­ტო­რი­ულ ზო­ნა­ში მცხოვ­რებ და ზო­გა­დად ქა­ლა­ქის და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ო­ბას, ასე­ვე თბი­ლი­სის სტუმ­რებს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბის ზრდით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი და­ამ­ძი­მებს ისე­დაც რთულ ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც და­მა­ტე­ბით საფრ­თხეს შე­უქ­მნის მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თვალ­საზ­რი­სით და­უშ­ვე­ბე­ლია სო­ლო­ლა­კის ქე­დის, რო­გორც ლან­დშაფ­ტუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის ხელ­ყო­ფა. ასე­ვე, ბე­ტო­ნის მო­ცუ­ლო­ბებ­ში დარ­გუ­ლი ნერ­გე­ბი ვერ შეც­ვლის იმ ეკო­სის­ტე­მას, რომ­ლის გა­ჩეხ­ვაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით", - აღ­ნიშ­ნა "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნატა ფე­რა­ძემ.

Ambebi.ge "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ხელთ არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კვლე­ვის დას­კვნე­ბი­თა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. შპს "გამა კონ­სალ­ტინ­გის" დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ "პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ტე­რა­სუ­ლი ტი­პის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მო­წყო­ბა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა შე­ხა­მე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რივ ლან­დშაფტ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რია დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით მა­ღა­ლი ვი­ზუ­ა­ლურ-ლან­დშაფ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

დას­კვნე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტში არ­სე­ბობს გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის ნა­წი­ლიც, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მცე­ნა­რე­ულ სა­ფარ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის რის­კი მი­ნი­მა­ლუ­რია. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით კი და­გეგ­მი­ლია "დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც ხელს შე­უ­წყობს ახა­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ად­გი­ლობ­რივ ლან­დშაფტ­თან შე­ხა­მე­ბას".

პრო­ექ­ტის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე­ე­ბი კი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი თვალ­საზ­რი­სით და­უშ­ვე­ბე­ლია სო­ლო­ლა­კის ქე­დის, რო­გორც ლან­დშაფ­ტუ­რი ტე­რი­ტო­რი­ის ხელ­ყო­ფა. ბე­ტო­ნის მო­ცუ­ლო­ბებ­ში დარ­გუ­ლი ხე­ე­ბი ვერ იქ­ნე­ბა იმ ეკო­სის­ტე­მის შემ­ცვე­ლი, რომ­ლის გა­ჩეხ­ვაც პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კვლე­ვის შე­სა­ბა­მის ნა­წილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ნად­გურ­დეს 128 ხე-მცე­ნა­რე, რო­მელ­თა­გან ყვე­ლა ელ­და­რის ფიჭ­ვია.

"თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ერთ-ერთი არ­გუ­მენ­ტი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა, ად­გი­ლობ­რი­ვი მუშა-ხე­ლის და­საქ­მე­ბაა, რა­საც ოპო­ნენ­ტი მხა­რე გან­სხვა­ვე­ბულ არ­გუ­მენტს უპი­რის­პი­რებს:

"არ­გუ­მენ­ტი, რომ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­საქმდე­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი, ვერ ჩა­ით­ვლე­ბა მყარ სა­ფუძ­ვლად, ვი­ნა­ი­დან პრო­ექ­ტის სხვა ად­გი­ლას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გა­ჩე­ნა. უფრო მე­ტიც, პრო­ექ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქის მიღ­მა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შექ­მნის ახა­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრს, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ფარ­თო­ე­ბა, ასე­ვე ახა­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა."

31 იან­ვარს 15 სა­ათ­ზე 20-მდე არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა ერ­თი­ან­დე­ბა პრო­ექტ "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" წი­ნა­აღ­მდეგ და მარ­თა­ვენ აქ­ცი­ას სა­ხელ­წო­დე­ბით "არა პა­ნო­რა­მას". "ეს ჩვე­ნი ქა­ლა­ქია და მის ბედს ჩვენ უნდა გან­ვა­გებ­დეთ"- აღ­ნიშ­ნა­ვენ ისი­ნი და მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ნად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ შეც­ვლის თბი­ლისს "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი"

"პანორამა თბილისი" თუ იუნესკოს სიაში მოხვედრის შანსი - პროექტი, რომელიც საზოგადოების დაპირისპირების მიზეზი გახდა

"პანორამა თბილისი" თუ იუნესკოს სიაში მოხვედრის შანსი - პროექტი, რომელიც საზოგადოების დაპირისპირების მიზეზი გახდა

ბოლო დროს აქტუალური გახდა საქართველოს თანაინვესტირების პროექტი "პანორამა თბილისი", რომლის განხორციელებაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში - სოლოლაკის ქედზე, თავისუფლებისა და ერეკლეს მოედნების ტერიტორიაზე იგეგმება.

მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პროექტის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და მწვანე მოძრაობები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ძველი თბილისის ისტორიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას და ქალაქის იერსახის დაცვას ცდილობენ.

"პარტიზანული მებაღეობა თბილისში" ერთ-ერთი ორგანიზაციაა მათ შორის, ვისთვისაც მიუღებელია პროექტის არსებული შინაარსი. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატა ფერაძემ Ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, "პანორამა თბილისის" განხორციელებით ვკარგავთ უნიკალურ შანსს, რომ ძველი თბილისი იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში მოხვდეს:

"ახალი წლის წინა დღეებში მერიამ საკრებულოს გაუგზავნა რეკომენდაცია მთაწმინდის ქედისთვის ლანდშაფტური სტატუსის მოხსნის შესახებ. შემთხვევით, შუა სხდომიდან დაგვირეკა ალეკო ელისაშვილმა და გაგვაგებინა, რომ ამ საკითხის განხილვა იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მათ არ ისურვეს, რომ საკითხის განხილვა საჯარო ყოფილიყო. კიდევ ერთ საგულისხმო ფაქტს გეტყვით - ამ პროექტს მიანიჭეს მე-5 კლასის მშენებლობის სტატუსი, რაც უტოლდება ისეთი სტრატეგიული ობიექტების მშენებლობას, როგორიცაა, მაგალითად აეროპორტი. ეს გააკეთეს ახალი წლის წინა პერიოდში, 29 დეკემბერს, რომ ნაკლებად მიექციათ ხალხის ყურადღება. თბილისის ძირითადი ფასეულობა მისი ბუნებრივი ლანდშაფტისა და განაშენიანების ურთიერთმიმართებაა, პროექტი კი სწორედ ამ ავთენტურობის საწინააღმდეგოა,"- აღნიშნა ნატა ფერაძემ.

ნატა ფერაძის თქმით, ქალაქისთვის არსებული იერსახის შენარჩუნების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით არსებული რისკები:

"არსებობს რეალური შანსი, რომ გადაიტვირთოს სამივე სალოკაციო ტერიტორიასთან მისასვლელი გზები, რაც დისკომფორტს შეუქმნის როგორც ისტორიულ ზონაში მცხოვრებ და ზოგადად ქალაქის დანარჩენ მოსახლეობას, ასევე თბილისის სტუმრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატრანსპორტო ნაკადების ზრდით გამოწვეული გამონაბოლქვი დაამძიმებს ისედაც რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, რაც დამატებით საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დაუშვებელია სოლოლაკის ქედის, როგორც ლანდშაფტური ტერიტორიის ხელყოფა. ასევე, ბეტონის მოცულობებში დარგული ნერგები ვერ შეცვლის იმ ეკოსისტემას, რომლის გაჩეხვაც გათვალისწინებულია პროექტის მიხედვით", - აღნიშნა "პარტიზანული მოძრაობის" დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.

Ambebi.ge "თანაინვესტირების ფონდის" ხელთ არსებული ისტორიულ-არქიტექტურული და გარემოსდაცვითი კვლევის დასკვნებითა და რეკომენდაციებით დაინტერესდა. შპს "გამა კონსალტინგის" დასკვნაში ვკითხულობთ, რომ "პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერასული ტიპის საცხოვრებელი განაშენიანების მოწყობა, რომელიც მაქსიმალურად იქნება შეხამებული ადგილობრივ ლანდშაფტთან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპროექტო ტერიტორია დღევანდელი მდგომარეობით მაღალი ვიზუალურ-ლანდშაფტური ღირებულებით არ გამოირჩევა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება პროექტის განხორციელების შემთხვევაში.

დასკვნებისა და რეკომენდაციების დოკუმენტში არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილიც, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მცენარეულ საფარზე ნეგატიური ზემოქმედების რისკი მინიმალურია. პროექტის მიხედვით კი დაგეგმილია "დიდი მოცულობის გამწვანების სამუშაოების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს ახალი განაშენიანების ადგილობრივ ლანდშაფტთან შეხამებას".

პროექტის მოწინააღმდეგე მხარეები კი აღნიშნავენ, რომ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დაუშვებელია სოლოლაკის ქედის, როგორც ლანდშაფტური ტერიტორიის ხელყოფა. ბეტონის მოცულობებში დარგული ხეები ვერ იქნება იმ ეკოსისტემის შემცველი, რომლის გაჩეხვაც პროექტის მიხედვით არის გათვალისწინებული.

"პანორამა თბილისის" გარემოსდაცვითი კვლევის შესაბამის ნაწილში აღნიშნულია, რომ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შესაძლებელია განადგურდეს 128 ხე-მცენარე, რომელთაგან ყველა ელდარის ფიჭვია.

"თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი არგუმენტი პროექტის განხორციელების მნიშვნელობასთან დაკავშირებით სამუშაო ადგილების შექმნა, ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმებაა, რასაც ოპონენტი მხარე განსხვავებულ არგუმენტს უპირისპირებს:

"არგუმენტი, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში, დასაქმდება რამდენიმე ათასი ადამიანი, ვერ ჩაითვლება მყარ საფუძვლად, ვინაიდან პროექტის სხვა ადგილას განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელია სამუშაო ადგილების გაჩენა. უფრო მეტიც, პროექტის ისტორიული ქალაქის მიღმა განხორციელება შექმნის ახალი მიზიდულობის ცენტრს, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც აღნიშნული პროექტის განვითარება და გაფართოება, ასევე ახალი ინვესტიციების მოზიდვა."

31 იანვარს 15 საათზე 20-მდე არასამთავრობო და სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება პროექტ "პანორამა თბილისის" წინააღმდეგ და მართავენ აქციას სახელწოდებით "არა პანორამას". "ეს ჩვენი ქალაქია და მის ბედს ჩვენ უნდა განვაგებდეთ"- აღნიშნავენ ისინი და მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდებენ.

სალომე შიხაშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: როგორ შეცვლის თბილისს "პანორამა თბილისი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია